მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

31.07.2019
რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და  ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„…შემდეგ უკვე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც,  აისახება. ეს აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, ცვლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, ცენტრალური მთავრობა სრულ კოორდინაციაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობა ტურიზმის მიმართულებით კლების ტენდენციის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

ოთხი დღის წინ, ანუ 26 ივლისს, იგივე თქვა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ – მან „ნაციონალური მოძრაობა“ ლარის კურსის გაუფასურებაში დაადანაშაულა.

https://netgazeti.ge/news/383516/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: