მთავარი,სიახლეები

მშენებლისა და ბათუმის მერიის თამაშრომლის დაპირისპირებას პროკურატურა სწავლობს

29.06.2019
მშენებლისა და ბათუმის მერიის თამაშრომლის დაპირისპირებას პროკურატურა სწავლობს

პროკურატურა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯემალ დიასამიძესა და შპს „კრისტალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს,  მუხრან ელიაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სწავლობს. 27 ივნისს, სასამართლოსთან ჩხუბის შემდეგ მუხრან ელიაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მერიის თანამშრომელი მას 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ ავტომანქანას სძალავდა. პროკურატურაში ამბობენ, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა დაიწყოს გამოძიებაც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მხარეები პროკურატურამ  გუშინ, 28 ივნისს გამოკითხა.

27 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი, მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფაქტს „ბათუმელები“ ადგილზე შეესწრო, თუმცა მერიის თანამშრომელი ჯემალ დიასამიძე ინციდენტს უარყოფს.

მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. ამ ტენდერთან დაკავშირებით მხარემ სასამართლოში იჩივლა.

„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მუხრან ელიაძემ განაცხადა, რომ მერიის თანამშრომელი ქრთამის სახით ძვირადღირებულ ავტომანქანას და 10 000 ლარს სძალავდა.

ამავე თემაზე:

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: