მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს

31.07.2019
აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს.  აგროპარკი სოფელ ალამბარში 62 220 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და 50 ერთეულ სათბურს აერთიანებს, თითოეული სათბური 500 კვადრატული მეტრია, შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურით.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის იფორმაციით,  მთავრობა აგროპარკის იჯარის წესით გასაცემად მის პირობიან აუქციონზე გატანას გეგმავს. მინისტრის თქმით, პირობები ითვალისწინებს მინიმუმ 30 მოქალაქის დასაქმებას.

მოიჯარე თავისუფალი იქნება არჩევანში, თუ სოფლის მეურნეობის რომელ კომპონენტს აირჩევს აგროპარკში საწარმოებლად. საწყის საიჯარო ფასს აუდიტი განსაზღვრავს: „რაც აგროპარკის ღირებულების ხუთი პროცენტი იქნება“.

რაც შეეხება სასათბურე მეურნეობის განვითარების პროგრამას, მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის გათვალისწინებული თანხა მოსახლეობამ არ აითვისა, წელს კი ამ მიმართულებით ინტერესი გაზრდილია, ამიტომაც სამინისტრო ამ პროგრამის შეჩერებას არ გეგმავს.

მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის აგროპარკის საბაზრო ღირებულება სულ 4 382 900 ლარია. შესაბამისად, საწყისი საიჯარო ფასი, სავარაუდოდ, 219 149 ლარი [ღირებულების 5%] იქნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: