მთავარი,სიახლეები

ბათუმში მერია 11 მისამართზე ახალ ატრაქციონებს დადგამს – ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი

06.08.2019
ბათუმში მერია 11 მისამართზე ახალ ატრაქციონებს დადგამს – ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის მერია მრავალბინიანი სახლების ეზოებისთვის საბავშვო ატრაქციონების შესყიდვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი 11 ატრაქციონის შესყიდვაზე ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, შესყიდვის საწყისი ღირებულება 400 000 ლარია.

შეთავაზებულ ფასში უნდა შევიდეს მონტაჟისა და რეაბილიტაციის მომსახურება.  ტენდერის პირობების მიხედვით, თითოეულ ატრაქციონში უნდა შედიოდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა. გარდა ამისა, პირობები მიმწოდებელს ავალდებულებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ახალი ატრაქციონები მიმწოდებელმა უნდა განათავსოს შემდეგ მისამართებზე:

რურუას ქ. №4; ბესიკის ქ. №42;  ჭავჭავაძის ქ. №32ა; 4) შ. ხიმშიაშვილის ქ. №41-43; 5) თამარის დასახლება №7-6-5; 6) გორგილაძის ქ. №78; 7) სვიშევსკის ქ. №141; 8) ტბეთის ქ. №18; 9) კაფე მაჭახელას მიმდებარე ტერიტორია; 10) ჯავახიშვილის ქ. №70 11) გოგებაშვილის ქ. №4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის შემოღობვა ლითონის მოაჯირით.

ამ  მისამართებზე ატრაქციონები მიმწოდებელმა 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განათავსოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: