გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის გარემოსდაცვითი ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელსაც ალვერდ ჩანქსელიანი ხელმძღვანელობს, ითანხმებს კერძო და სახელმწიფო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმას. მისი შვილების – ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული შპს-ეები კი სწორედ ამ მომსახურებას უწევენ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს. საქმე იმაშია, რომ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს კანონი ავალდებულებს გარემოს დაცვისა სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმა ჩააბარონ. გარდა …

სკოლა ფერმის შენობაში და მასწავლებელი სამ ცვლაში – რა სირთულეები გადალახეს მარიამმა და გიგამ

„ახლა ჩვენ მათთვის იმედი ვართ, როცა რამე სჭირდებათ, გვირეკავენ და დახმარებას გვთხოვენ, რადგან გვენდობიან“  – გვიყვება მარიამ პილიპენკო. ის მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს გულისხმობს. მარიამი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ პროგრამაში – „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა და მალევე მარნეულის საჯარო სკოლაში გაანაწილეს.  როგორც პროგრამა ითვალისწინებს, მარიამმა ამ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პროგრამის ფარგლებში …

პოლიცია: დავაკავეთ პირი რომელმაც ყოფილ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამინიტროს განმარტებით ი.დ. ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, …

შსს: 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. სამინისტრო განმარტავს, რომ  ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით 9 მილიონი ლარია. შსს-ს ინფორმაციით განადგურელბულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილოგრამი და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილოგრამი და …

სოკარი: გაზის მიწოდება ბათუმში ხვალიდან დაიწყება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაცით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ბათუმში ხვალ, 11 ოქტომბრიდან, დილიდან დაიწყება. „სამუშაოები დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე ვგეგმავდით“ –  განაცხადეს კომპანიაში. ამის შესახებ შეტყობინება აბონენტებმაც მიიღეს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, ხვალ დილიდან  ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ საავადმყოფოებსა და სხვა სასიცოცხლო ობიექტებს, შემდეგ კი ბათუმის სხვადასხვა უბნებისთვის ბუნებრივი …

7 ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრში

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში  ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად კონკურსი გამოაცხადეს, მათ შორის ისევ არ არის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამ თანამდებობაზე დავით მიქელაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  აჭარის მთავრობას კონკურსი ერთხელ უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თუმცა განათლების ახალი მინისტრის, მაია ხაჯიშვილის დანიშვნის შემდეგ, კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს. როგორც  მინისტრმა მოგვიანებით ახსნა, მიზეზი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული …

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას. „გეოგრაფიკთან“ ერთად მერიის სპეციალისტები ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ ისტორიული ბათუმის  უკვე დადგენილი საზღვრების გადახედვას გეგმავენ. …

ძველ ბათუმში სახლების დანგრევას აქციით გააპროტესტებენ

დღეს, 4 ოქტომბერს, 19 საათზე, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მიზანი ამავე მისამართზე ორი ისტორიული სახლის გადაარჩენაა, რომელთა დანგრევას და მათ ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას კომპანია „პროგრეს სიტი“ გეგმავს. კომპანიას შესაბამისი ნებართვები მიღებული აქვს. ამ ქუჩას შენარჩუნებული აქვს განაშენიანების ძველი იერსახე. სპეციალურ მიმართავას აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ბათომი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს: „ბათუმის მერია …

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს. ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, …

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

ვიდრე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაპირებას შეასრულებს და ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხს ბოლომდე მიიყვანს, ძველ ბათუმში კიდევ ორ სახლს ანგრევენ. შპს „პროგრეს სიტიმ“ სახლების დემონტაჟის დასაწყებად მათი შემოღობვა უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში დაიწყებენ დემონტაჟის სამუშაოებსაც. მერიაში აცხადებენ, რომ უარი უთხრეს, თუმცა კომპანიამ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო, რადგან სამშენებლო ნებართვის მისაღებად პირველი ორი ეტაპი …

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია. როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა …

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაფიცულები ითხოვენ, ფიროსმანის ქუჩით არ იმოძრაოს #29 სამარშრუტო ტაქსმა –  მათ „მგზავრები მოაკლდებათ“. #31 სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობს. ამ დრომდე გორგასლის ქუჩით გადაადგილდებოდა და რამდენიმე თვეა, რაც ფიროსმანის ქუჩით …

ბათუმის ცენტრში მშენებლები ერთი კვარტალის ათვისებას გეგმავენ

ბათუმში, გორგილაძის #22-დან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე და ამ გადაკვეთიდან მემედ აბაშიძემდე დაბალსართულიანი სახლების ათვისებას და ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ. ამ უბანში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპანია იბრძვის, მათ შორის, ორს ერთ ეზოზე აქვს პრეტენზია. გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ისინი ერთმანეთს ზონალური საბჭოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ. გორგილაძის #22-სა და #24-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას შპს „მინი …

რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო

ბათუმში, გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი ბევრისთვის სტუდენტური წლების ასოციაციას იწვევს – ამ სახლის პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, წლების განმავლობაში კაფე „იუნგა“ ფუნქციონირებდა. „იუნგას“ პიცის გემო კი ყველას ახსოვს, მათაც კი, ვინც ამბობს, რომ არც ისე გემრიელი იყო. არიან ისეთებიც, ვისაც ეს ადგილი სამოქალაქო აქტივობას – „არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ საკუთარ წვლილს …

ნათია თურნავა ვაკეში 462 კვადრატულ მეტრ სახლს იშენებს – რა ქონებას მალავს მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში ფეშენებელურ სახლს იშენებს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მინისტრის მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზეა გაცემული, საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი,  მცირე ზომის აუზი ეზოში და ასე შემდეგ. პროექტის მიხედვით, სახლის საერთო ფართობი დამხმარე ნაგებობებით 561,8 კვადრატული მეტრია. აქედან 462 კვადრატული მეტრი უშუალოდ …

აღსრულების ბიურომ ქობულეთში 5 კაფეს დემონტაჟი დაიწყო – მერის განმარტება

დღეს, 25 სექტემბერს, ქობულეთის სანაპირო ზოლში აღსრულების ბიურომ იმ ხუთი კაფეს დემონტაჟი დაიწყო, რომელთა მეპატრონეებსაც მერიასთან  გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ვადა გაუვიდათ, ვადის გაგრძელებაზე კი, მერიამ მათ უარი უთხრა. ერთ-ერთ კაფესთან, „მონოპოლთან“ კი, მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი – აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. ამ ფაქტზე შეტყობინება …

კომპანიამ კორპუსი ააშენა და ადგილს პარკინგისთვის მერიას სთხოვს

შპს „ლუნა ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროსთან ახლოს მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა და მიმდებარე ტერიტორიას [177 კვ.მ] პარკინგის მოსაწყობად ითხოვს. კომპანიამ ამ ნაკვეთის გამოსყიდვისთვის საჭირო პროცედურის დასაწყებად ქობულეთის მერიას მიმართა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „ლუნა ბილდინგს“ ცხრასართულიანი სახლი 880 კვადრატულ მეტრზე აუშენებია. „ტექნიკური პასპორტის მიხედვით კი, სარგებლობაში 1057 კვადრატულ მეტრს ფლობს“, –  …

3 კორპუსი 26 დაბალი კოტეჯის ნაცვლად – ალიანსი ქობულეთში პროექტს ცვლის 

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ზღვის პირველ ზოლში, შპს „ალიანსი“ აუქციონით შეძენილ მიწის ნაკვეთზე უკვე შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებას ითხოვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცვლილება ორსართულიანი 26 კოტეჯის ნაცვლად სამი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. შენობებს შორის დაშორება 50 მეტრი იქნება. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიას ორი მაღლივი შენობის მშენებლობა უკვე შეთანხმებული აქვს და ახლა მესამე – 31-სართულიან შენობაზე …

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის სსიპ-ს „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას გადასცემს. მუნიციპალიტეტის მერიის ქონების განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი კლუბს უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით] გადაეცემა. ამავე კომისიის სხდომის ოქმში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემული ტერიტორია საფეხბურთო კლუბმა საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. კომისიის ოქმში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახსრებით მოაწყობს კლუბი …

საზაფხულო სკოლის მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“  ფარგლებში განმეორებითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სამინიტროს ინფორმაციით გამარჯვებულს საზაფხულო სკოლის კომპონენტში ეკონომიის სახით დარჩენილი 12 000 ლარით დააფინანსებენ. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში კონკურსის წესით  გამოვლინდა და  დაფინანსდა  ორი საუკეთესო   პროექტი. სამინისტროს განმარტებით ქვეპროგრამის მიზანი მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და   ფიზიკური პოტენციალის გამოვლენაა. საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება  2019 …

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა – ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, …

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. სამინისტრო ჩაატარებს ასევე ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს, ხოლო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კონკურსს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. საგნობრივ ოლიმპიადასა და …

ბათუმის ბიუჯეტი 4 მილიონამდე ლარით გაიზარდა – როგორ გადანაწილდა თანხა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რაც შემოსულობების გაზრდით და ამ თანხის სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილებით იყო განპირობებული. ბიუჯეტი, ძირითადად, ტრანსფერების ხარჯზე 3 946 900 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში აისახა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. კერძოდ: სპეციალური ტრანსფერი 266 900 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა …

ისტორიული სახლები ბათუმში, რომლებშიც წვიმს

როცა ფიზიკური მდგომარეობა ცუდად  შეაფასეს და სააღრიცხვო ბარათში სასურველ ჩარევად სასწრაფო რეაბილიტაცია ჩაწერეს, ამ სახლს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა კრამიტით დაფარული სახურავი, წვიმის წყალი მხოლოდ აქა-იქ ჟონავდა და მისი გადარჩენის ალბათობაც უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ერთსართულიანი ბელეტაჟი ვაჟა ფშაველას #27-ში სპეციალისტებმა 2015 წელს, ბათუმის მერიის დაკვეთით შეისწავლეს და შეაფასეს. მალევე ბელეტაჟის დაშლა და გამოთავისუფლებულ …

6 წელი ახალი სახლის მოლოდინში – ინვესტორისგან მოტყუებული 22 ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის #35-37-ში დაუსრულებელი სახლის მომავალმა მესაკუთრეებმა მშენებელ კომპანიას პროკურატურაში უჩივლეს. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით მათ ამ სახლში ბინები უნდა მიეღოთ. 22 ოჯახს კომპანია მათი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას და ამ სახლში ფართობების გადაცემას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს და დაუსრულებელ სახლში შესახლდნენ, …

არასაკმარისი ბაღების საკითხი ბათუმის საკრებულოში პოლემიკის საგანი გახდა

არასაკმარისი მუნიციპალური საბავშვო ბაღების საკითხი ბათუმში დღეს, 19 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე დისკუსიის საგანი გახდა. პოლემიკის შემდეგ საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გამოვიდა ინიციატივით, რომ საკრებულომ დაიწყოს მუშაობა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით იმ თავისუფალი ადგილების გამოვლენის მიზნით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბაღების მშენებლობა. საგულისხმოა, რომ ამავე სხდომაზე წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ათეული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი, რომელთა გასხვისებასაც …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინიციატივა მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გაზრდაზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 19 სექტემბერს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ჯარიმა გაოთხმაგდა, რადგან ამ დრომდე კანონდამრღვევს, მხოლოდ ხუთი ლარით აჯარიმებდნენ, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტის განმარტებით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებამ განაპირობა [ეს კოდექსი არეგულირებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს]. თუმცა …

ბათუმის მერია „იაფი სახლის“ მსურველთა განცხადებების მიღება-გადარჩევას იწყებს

ბათუმის მერია ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება-გადარჩევის დაწყებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინა ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს. თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ …

სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ბედი სააგენტომ 6 თვის შემდეგაც ვერ გადაწყვიტა

სექტემბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი ვადა, რა დროშიც საქართველოს ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად 23 კონკრეტული სახლის მდგომარეობა უნდა შეესწავლა. სამსახურს ამ დროში უნდა მოემზადებინა დასკვნა წარდგენილი სახლების მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული  ღირებულების შესახებ, რასაც საბჭოს წარუდგენდა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა  ასეთი დასკვნა ჯერ მზად არ არის. სააგენტომ ამ დასკვნის …

სახლები, აგარაკები, მიწები – გომელაურის და სხვა მინისტრების ახალი შენაძენი

საქართველოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში, 2019 წლის 19 ივნისს შეავსო. ეს დეკლარაცია 2018 წლის მოიცავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ყველაზე დიდი თანხა, 16 000 ლარი, მას აგარაკის მოწყობისთვის დაუხარჯავს. ამ აგარაკს ვახტანგ გომელაური სამი წლის განმავლობაში აშენებდა და ჯამში 50 000 ლარი და 107 000 …

რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა

მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით  ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული. საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში …

განათლების მინისტრმა 2018 წელს ავტომანქანაში 47 500 ევრო გადაიხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, გასულ წელს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდა, ერთი თავისთვის, მეორე კი – ცოლისთვის. მინისტრმა 47 500 ევროდ ავტომანქანა „LAND ROVER RANGE ROVER VELAR“-ის 2017 წლის მოდელი შეიძინა. მან გასულ წელს მეუღლეს „MAZDA CX 5“ აჩუქა, რაშიც 36 000 ლარი გადაიხადა. ამ მანქანის შეძენის თარიღადაც მინისტრს 2018 წელი …

ბათუმში 30 წლის ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, 30 წლის ქალს ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებული მედცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თაურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი …

ქალაქი წვიმაში [ფოტო]

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში დილიდან წვიმიანი ამინდია, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით ქუჩები არ დატბორილა და არც საცობებზე წუწუნებენ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯვის ამინდი არ არის და ზღვაზეც წითელი ალმები ფრიალებს [ეს იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება], არც პლაჟი დაცარიელებულა და არც ბულვარი. აქ მაინც შეხვდებით ფერად საწვიმარ-ლაბადებში გამოწყობილ ტურისტებს, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას …

ვინ გახსნის კაფეს „რვაფეხაში“

რეაბილიტირებული კაფე „ფანტაზია“, იგივე  „რვაფეხა“ ბათუმში უფუნქციოდაა. მთავრობამ დაზუსტებით  ჯერ არ იცის, რა ფორმით და პირობით გაასხვისებს მას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ოპტიმალურ ვარიანტს განიხილავს რვაფეხას გასაცოცხლებლად. მან არ უარყო ისიც, რომ შესაძლოა შენობა მთავრობამ პირობიანი აუქციონის ფორმით გაასხვისოს. მისივე თქმით, დღის …

Exit mobile version