ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ

ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს: „ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“. ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ. იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან …

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ  „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ. მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს …

ხულოს მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის პოსტს ვახტანგ ბერიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, მთავარ კონკურენტებს, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: [checklist] ვახტანგ ბერიძე [„ქართული ოცნება“]  – 70,91 % [9 909 ხმა] ირაკლი ჯორბენაძე [„ნაციონალური მოძრაობა“] –  23,74 % [3 318] [/checklist] …

24 უბნის მონაცემებით ხულოში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი იგებს

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა 24 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით უკვე ცნობილია, რომ ამ უბნებში 66 პროცენტით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 17 უბანზე ხმების 28 პროცენტი დააგროვა. ხულოს საარჩევნო ოლქში სულ 54 უბანია. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 …

წინასწარი ზეიმი და აჭარის მთავრობის მობილიზაცია ხულოს მერის არჩევნებზე

ხულოში საკუთარი კანდიდატის გამარჯვება მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე იზეიმა. ხულოში ჩასულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მართალია, ჯერ საბოლოო შედეგი არ არის ცნობილი, თუმცა მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ვახტან ბერიძე დამაჯერებელი შედეგით იგებს არჩევნებს. წინასწარგამოცხადებული გამარჯვება ხულოში ფეიერვერკითაც აღნიშნეს. დღეს ხულოში თითქმის სრულადაა მობილიზებული აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ხულოში …

მერობის კანდიდატების განცხადება ხმების დათვლამდე – არჩევნები ხულოში

ხულოში მერის არჩევნების დასრულების შემდეგ მთავარმა კონკურენტებმა – მერობის კანდიდატებმა „ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადება გააკეთეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ კონკურენტს ურჩია თავი შეიკავონ წინასწარი ზეიმისგან და შედეგებს დაელოდონ. მასე ასევე განაცხადა, რომ თუ კი „ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, „ცივილურად“ მოიქცევა და მას გამარჯვებას მიულოცავს, თუმცა ისიც დასძინა, რომ თუ ასე მოხდება, …

რა დარღვევებზე დაწერა ხულოში საჩივრები „სამართლიანმა არჩევნებმა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ხულოში მიმდინარე მერის არჩევნებს მობილური ჯგუფების საშუალებით აკვირდება. ორგანიზაციამ სულ სამი საჩივარი დაწერა ხულოში. რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. „დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც იქნა მიცემული შენიშვნები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მისამართით და გარკვეულ შემთხვევებში მოხდა დარღვევების აღმოფხვრა და რეკომენდაციების გათვალისწინება. ორგანიზაციის მიერ ამ დროისათვის …

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი ხულოში – დასურათებული სიები და პოლიციის პიკაპი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხულოში „ოცნების“ კოორდინატორებს დასურათებული სიები გამოართვა და მას ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც აქვს. ვიდეოში, რომელიც ენმ-მ გაავრცელა, ჩანს როგორ ართმევს გია აბულაძე სავარაუდოდ კოორდინატორს დასურათებულ სიას. გია აბულაძე ასევე აცხადებს, რომ სოფელ ტაბახმელაში მობილიზებულია სპეცრაზმი და პერიოდულად გადაადგილდება, ამის დასადასტურებლად მან ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა, …

მამუკა ბახტაძე მასწავლებლების ხელფასზე: „ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“

ბათუმში განათლების ქალაქის პრეზენტაციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მასწავლებლებზეც ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოში ისედაც დაბალი ხელფასების ფონზე, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია: „ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“. პრემიერის თქმით, მასწავლებლების ხელფასი დაპირებისამებრ შემოდგომიდან გაიზრდება მინიმუმ 150 ლარით: „შემდეგ გავზრდით ყოველწიურად და 2022 წლისთვის მინიმალური ხელფასი პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800-ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი …

პრემიერი ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობასა და ახალ კანონპროექტზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ისეთივე განათლების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, როგორიც შენდება თბილისში. პრემიერის ინფორმაციით, ბათუმის საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, პროფესიულ განათლების ცენტრს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთო საცხოვრებელს გააერთიანებს. საგანმანათლებლო სივრცეს სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცეებიც ექნება. ეს  პრემიერმა დღეს ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა ასევე პროექტის მნიშვნელობასა და განათლების შესახებ მთავრობის ახალ …

სასტუმრო „ინტურისტმა“ ისტორიული ღობე მოშალა

სასტუმრო „ინტურისტმა“ ნინოშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ღობე ნაწილობრივ მოშალა და ღია შესასვლელები მოაწყო. როგორც შენობას, ასევე ღობეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და კანონი ძეგლთან მიმართებაში, ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას ითვალისწინებს, სააგენტო კი, გადაწყვეტილებას საკითხის ძეგლების საბჭოსთან განხილვის შემდეგ იღებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე უკვე იყო გასული …

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს. კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ …

„ალიანს სიტი“ სამშენებლო ღობეს ტროტუარზე აკეთებს

„ალიანს სიტი“ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ სამშენებლო ღობეს აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლები ღობისთვის საჭირო ბოძების განთავსების მიზნით ფილაქანს ყრიან ტროტუარიდან. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი სამშენებლო ღობის შიდა მხარეს მოექცევა და საკურორტო სეზონზე ტურისტებს მოუწევთ ამ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად შენობის მეორე მხრიდან ისარგებლონ.   მერიაში განმარტეს, რომ კომპანიას ღობის გავლების უფლება აქვს საკუთარ საკადასტრო …

„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, აქვს მხოლოდ დამტკიცებული გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი …

სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახი დაარეგისტრირა

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახია დარეგისტრირებული. სამთავრობო კომისიას დასახლებაში სულ 1 727 ჯიხური აქვს აღრიცხული. კომისიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დარეგისტრირებული ოჯახებიდან ზუსტად რამდენს აქვს საკუთრება, თუმცა იციან, რომ რეგისტრაცია ასეთმა ოჯახებმაც გაიარეს. რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ალტერნატიული …

ფეხბურთის სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად FB-გამოკითხვას ატარებენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქგვერდზე მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად გამოკითხვა გამოაქვეყნა. სამინისტრო მომხმარებელს ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს სთავაზობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერები ქალაქის, ზღვისა და ბათუმის „დინამოს“ ლოგოს ფერების მიხედვით შეარჩიეს. სასურველი ფერის ასარჩევად მომხმარებელმა სასურველ ფოტოზე უნდა დააკლიკოს. ამ დროის მონაცემებით 39% ცის ფერს, ხოლო 61% ლურჯს ირჩევს. თუმცა, ჯერჯერობით, …

ბათუმის მერიის თანამშრომელი ხულოს ინციდენტზე: სასტუმროში წყალი არ იყო

ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია ამბობს, რომ ხულოში პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში  სტუმრის სიცოცხლეს  საფრთხე ემურებოდა, რადგან სასტუმროში წყალი არ იყო. მისივე განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სასტუმროს მფლობელი, ვალდებული იყო პრევენციული ზომები გაეტარებინა, რომ დაეცვა სტუმარი საფრთხისგან. დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ 7 მაისს ენმ-ის აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს სასტუმროს დატოვება მოსთხოვა. ამ პროცესში ჩაერთო …

ბათუმში ძეგლების რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ 3,5 მილიონით დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა განაცხადა ბრიფინგზე. ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე. თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა …

ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება

ბათუმის მერიისგან ჯერ ისევ არ გვაქვს არც დაზუსტებული და არც სავარაუდო პასუხი კითხვაზე, როდის გააგზავნის ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არც კვლევაა დაწყებული დოკუმენტის იმ ნაწილის განახლებისთვის, რის გამოც, როგორც მერი, ლაშა კომახიძე ხსნის, მისი დამტკიცება ჯერ სასურველი არ არის. როგორც მერიაში განმარტავენ, გასაახლებელია რუკების ნაწილი, რადგან …

გამსახურდიას N39-ში ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ბათუმში,  ზვიად გამსახურდიას #39-ში მდებარე ორსართულიან ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღადგინეს ამორტიზებული აივანი. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით შპს „ბეგურმა“ ჩაატარა. შესყიდვის ღირებულება 33 333 ლარია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წელს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გამსახურდიას ქ N36-ში და ნოე ჟორდანიას ქ.N24- ში მდებარე ძეგლებსაც, ეს სამუშაოებიც იგივე შესყიდვით დაფინანსდა. სახლი, …

საგაზაფხულო სამუშაოები აჭარის მთის ყველაზე მაღალ სოფელში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – თხილვანაში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. ფოტოებზე ჩანს, რომ საკარმიდამო ნაკვეთებთან ახლოს ჯერ კიდევ დევს თოვლი, მაგრამ მიწის დახვნის პროცესი სოფელში მაინც დაწყებულია. ამ სოფელ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.    

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან „ბათუმობის“ დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე დამონტაჟებულია. ახლაც [19:23] ადგილზე იმყოფებიან ტექნიკოსები, რომლებიც ინსტრუმენტების გამართულობას ამოწმებენ. მთავარ სცენასთანაა მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობს. ბათუმობა ხვალ, 28 აპრილს გაიმართება. ბულვარში მთავარი სივრცის მიმდებარედ კიდევ ორი მცირე ზომის სცენაა დამონტაჟებული. საზაფხულო თეატრის წინ კი მზადაა სივრცე გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად. აქ გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების …

მძღოლების დაჯარიმებით ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონი შევიდა 

ჯარიმებისა და საურავებისგან მობილიზებული თანხიდან გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში  4 მილიონ 486 200 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 95,5%-ია. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 3 მილიონ 023 400 ლარი საგზაო მოძრაობის წესებისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა შეადგინა. ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. გარდა ამისა, ამ ანგარიშში მითითებული ინფორმაციით, გასულ წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების …

60-მილიონიანი პროექტი – გონიო-კვარიათში წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა იწყება

გონიო-კვარიათში წყლის სისტემების რეაბილიტაცია  და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KfW] დააფინანსებს, პროექტის ღირებულება ჯამში 60 მილიონი ლარია. ამ პროექტში შედის ასევე წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე]. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია „ფაიფერი“ ჩაატარებს. კომპანია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა …

კმდს-ს ზონალური საბჭოს წევრი არქიტექტორს: „ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“

„ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“ – ასე მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ არქიტექტორ გია გაბაშვილს. არქიტექტორი სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა, საბჭოს უარი არ ეთქვა  შპს „არქეოსისთვის“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკის“ წინ, 12-სართულიანი სახლის მშენებლობაზე. „კარგი რაა“ – მხოლოდ ეს იყო გია გაბაშვილის პასუხი საბჭოს წევრის კრიტიკაზე. შპს „არქეოსი“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #31-33-35-37-ში მდებარე მიწის …

ქობულეთის საავადმყოფოს საკნალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს – დაწყებულია გამოძიება

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ  პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა. ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ინფორმაცია თავდაპირველად „25-ე არხმა“ გაავრცელა.

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში ერთ-ერთი მზარდი, სოლიდური შემოსავლის წყაროა. 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამ თანხამ ბათუმის ბიუჯეტში 36 მილიონ 174 500 ლარი შეადგინა. ანგარიში მერიამ საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში ასახული თანხიდან ყველაზე მეტი 20 მილიონ 082 600 ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, სამორინეს მაგიდებიდან კი ბიუჯეტში 13 …

ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს

კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აბუსერიძის #13-ში სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანი იქნება. სამშენებლო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ახლოსაა საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომაც სამშენებლო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა. საკითხის განხილვისას ზონალური საბჭოს …

მერია კონკრეტული პირის თხოვნით სტადიონთან 8 659 კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის  

ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას, 8659 კვადრატულ მეტრს. მერიას ქონება აუქციონზე კონკრეტული დაინტერესებული პირის თხოვნით გააქვს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. უკვე განსაზღვრული პირობების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს პირი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ქონება დაქირავებულმა აუდიტმა  6 მილიონ 500 0000 ლარად შეაფასა. ნაკვეთი ერთ …

მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, გოგებაშვილის #14-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ე.წ. ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის. მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იქნება. სასტუმროს ინტერიერის მოსაწყობად კი მყიდველს იმის გათვალისწინებაც მოუწევს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ …

„ბათუმობაზე“ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, მოქალაქეებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კი, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, …

ვაჟა-ფშაველას 13-ში ათსართულიანი სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ არ შეითანხმა

ვაჟა-ფშაველას #13-ში შპს „ბათ ინვესტს“ ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა. საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის აქ იმ მასშტაბის შენობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია, რაც კომპანიას აქვს წარდგენილი. დღეს ზონალურ საბჭოზე კომპანიის დირექტორთან ერთად ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვაჟა-ფაშაველას #13-ში ცხოვრობდნენ და ინვესტორთან შეთანხმებით საკუთრება ახალი ბინების …

ახალი სერვისი ტურისტებისთვის – ბათუმში პანორამული ჭერით ტრანსპორტი იმოძრავებს

ბათუმის მერიამ ტურისტებზე მორგებული სამარშრუტო ხაზი შეიმუშავა და ამ მარშრუტზე სამუშაოდ ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შერჩევას კონკურსის წესით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიას გათვლა კონკრეტულ ტურისტულ ადგილებზე აქვს. მარშრუტი დაიწყება ახალი ბულვარის ტერიტორიიდან, გაივლის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას [ჩაუვლის აკვაპარკს], შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე, გაივლის დელფინარიუმთან და გზას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას ქუჩით, აქ ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ხელოვნების მუზეუმია …

 საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, ახალი მშენებლობის მიზნით, „ალიანს სიტიმ“ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] მოამზადა. საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია ჩასმული და მას ორ დღეში, 25 აპრილს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა ამ ადგილზე შედარებით დაბალი პროექტი მიიჩნია სასურველად და ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ უმრავლესობა მის დამტკიცებას შეძლებს. განკარგულების პროექტს, რომელიც …

ბათუმის საკრებულოში ირაკლი მიქელაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ახალი წევრი შედის. ირაკლი მიქელაძეს, რომელსაც საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოუხსნეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე ჩაანაცვლებს. თემურ კახიძე 2012 -2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია  „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“.  კოალიციის სიაში კი „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა. უმაღლეს …

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ …

Exit mobile version