შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ჟერარ დეპარდიე რუსეთის ომზე უკრაინაში

პუტინთან დაახლოებული 73 წლის ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები. „რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – ამბობს „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟერარ დეპარდიე. ჟერარ დეპარდიეს 2013 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს. მან საფრანგეთი მდიდრებისთვის დაწესებული მაღალი …

გერმანია და ავსტრია მომავალში გაზის მოხმარების შეზღუდვას განიხილავენ

მას შემდეგ, რაც კრემლმა „არამეგობრული ქვეყნების” სიაში შეყვანილ სახელმწიფოებს გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გათბობის დეფიციტის შემთხვევაში. ევროპის ქვეყნებს შორის უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანამ, გერმანიამ, რომელიც საჭირო გაზის მარაგების ნახევარს იღებდა რუსეთისგან, დღეს, 30 მარტს, საგანგებო გეგმის პირველი ფაზა გამოაცხადა და საკუთარ მოსახლეობას მომავალში გაზის …

3 საათამდე ქართულის სწავლა, ცოტა ძილი და შრომა ღამით – რაჰიბის ინტეგრაციის გზა

19 წლის რაჰიბ სეიდლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდანაა. აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დაამთავრა და ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის. როგორც რაჰიბი გვიყვება, ქართულს ის სკოლაში პირველი კლასიდანვე სწავლობდა, თუმცა არასათანადოდ. „მე-11, მე-12 კლასში სულაც აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი გვასწავლიდა ქართულს, არ იცოდა კარგად ენა და შეუძლებელი იყო სრულფასოვნად ენის შესწავლა. იყვნენ ჩვენს …

„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა

#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო. „ქართულ ენაში მოსამზადებელი …

რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 10 ჟურნალისტი – უკრაინის გენპროკურორი

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ 12 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა, 10 რეპორტიორი კი დაიჭრა – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. უფლებადამცველების მიერ რეგისტრირებულია სულ მცირე 7 შემთხვევა, როცა დაცხრილეს და გაანადგურეს ტელეანძები და ტელერადიოკომპანიები. გენპროკურორის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ მედიის სულ მცირე 56 წარმომადგენლის წინააღმდეგ არის ჩადენილი დანაშაული. გენპროკურორის განცხადებით, 25 მარტს დაბომბილი …

ხალხის მონდომებით შევძელით ლტოლვილი ბავშვების გახარება – უკრაინის დიასპორა ბათუმში

ბათუმში, დიასპორის ცენტრში ყოველდღე იკრიბებიან ომიდან ახალჩამოსული უკრაინელები – ქალები და ბავშვები. დიასპორის ცენტრი ბავშვებს ენის კურსებს, ცეკვის, სიმღერის, სპორტისა და ხატვის გაკვეთილებს სთავაზობენ. დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ. ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელი, ნატალია მიროშნიჩენკო …

„ბოშათა თემიდან არიან“ – როგორ ავრცელებს სიძულვილს აჭარის ტელევიზია

22 მარტს „ბათუმელებზე“ უკრაინის მოქალაქეების შესახებ დავწერეთ – 22 ადამიანზე, რომლებმაც ღამე ქუჩაში, მანქანებში გაათიეს, მათ შორის, 9 ბავშვია. ეს ოჯახები ერთმანეთის ნათესავები არიან. უკრაინა რამდენიმე დღის წინ დატოვეს, ზოგიერთი მათგანი ხარკოვიდანაა, ზოგიერთი – კიევიდან. ამას ზრდასრულების პასპორტები და ბავშვების დაბადების მოწმობებიც ადასტურებს. სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე უამრავი მოქალაქე დაგვიკავშირდა – დაახლოებით ნახევარ საათში ლტოლვილთა ოჯახებმა …

რა სჭირდებათ ომიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ბათუმში დიასპორის ოფისში იკრიბებიან

5 წლის ნასტინკა დედასთან ერთად ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა უკრაინის ომიდან. ბათუმში უკრაინული დიასპორის გაყინულ, 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ზის და უკრაინის დროშას ხატავს, მერე გვიხსნის რა სიმბოლოებს აღნიშნავს დროშის ცისფერი და ყვითელი. ცისფერი ცას ნიშნავს, ყვითელი ხორბლის ყანაა. „ეს ჩემი გულია დროშაზე“, –  ამბობს ნასტინკა. უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზეა, №2ა ,,მეგობრობის …

უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას.  ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება. ეს ოჯახები ბათუმში ოთხი …

რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 21 მარტის მონაცემები

რუსული და უკრაინული მხარეები დღევანდელი, 21 მარტის მონაცემებით, სამხედრო დანაკარგების შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგები ჯამში ომის დაწყებიდან 21 მარტის ჩათვლით ასეთია: ძირითადი შემადგენლობა – 15 000 ადამიანი ტანკი – 498 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1535 ერთეული საარტილერიო სისტემა – 240 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა РСЗВ / …

უკრაინელი ჯარისკაცები და კატები ბრძოლის ველზე | ფოტო

„Бойові українські коти! /მებრძოლი უკრაინელი კატები“ – ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან კატებთან ერთად ბრძოლის ველზე.

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად არ წყდება ქუჩის აქციები. „ბათუმელების” რესპონდენტი ოკუპირებული ხერსონიდან, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება, რომ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი უკრაინელი გამოდის ყოველდღე. იგორ რუბინენკო (გვარი შეცვლილია) გვიამბობს, რა ხდება ახლა ხერსონში და როგორია ოკუპირებული ქალაქის …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ – სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს

ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად. ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და …

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ. 34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, …

უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 …

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის გამო. ევროკავშირი ახალ პერსონალურ სანქციებს აწესებს  რუსი ოლიგარქების, კრემლის ლობისტებისა და პროპაგანდისტების, ასევე, საავიაციო, მანქანათმშენებელი და შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების მეოთხე პაკეტი შეეხება შემდეგ კომპანიებსა და პირებს: ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რუსეთის პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტს Альфа-Групп-ის მსხვილ აქციონერებს, ჰერმან ჰანსა და ალექსეი კუზმიჩევს Роснефти-ის …

პუტინი სამხედრო დამნაშავეა – აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია

16 მარტს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პუტინი სამხედრო დამნაშავედაა შეფასებული. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ. დოკუმენტში სენატი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემია. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ორივე პარტიის კანონმდებლებმა. დოკუმენტი ასახავს კონგრესის ზედა პალატის შეხედულებებს რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილ აგრესიაზე. „ვგმობთ …

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 30 დღით გაგრძელდეს – ზელენსკიმ რადას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ის ითხოვს გახანგრძლივდეს საომარი მდგომარეობა 26 მარტიდან 30 დღით. უმაღლესმა რადამ მიიღო უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის 14 მარტის No133/2022 ბრძანებულება უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. საომარი მდგომარეობა უკრაინაში 24 თებერვალს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ უკრაინის …

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება. 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს. PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა. …

კაფე ბათუმში, საიდანაც უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღე უგზავნიან სადილს

არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის  ქუჩაზეა, 11 ნომერში. კაფეს მეპატრონე მინდია ბოლქვაძეა. მინდია 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, მერე კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა. „პროფესიით მზარეული ვარ, ცოლი მყავს უკრაინელი. 8 წელია, რაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. საუკეთესო წლები მაკავშირებს უკრაინასთან, საუკეთესო მოგონებები. რაც ახლა იქ ხდება, წარმოუდგენელია. იცით, რა …

უნდა გაწევრიანდნენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში? – FIGARO-ს გამოკითხვა

მეორე დღეა, რაც ფრანგული გამოცემა Le Figaro გამოკითხვას ატარებს: „უნდა გაწევრიანდნენ თუ არა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში?“ გამოკითხვა პირობითია და მისი შედეგები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს, ფრანგული მედია უბრალოდ აკვირდება, როგორ გადანაწილდება მკითხველთა მოსაზრებები. კითხვას ორი პასუხი აქვს: კი და არა/Oui, Non. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ორი დღის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო Figaro-ს …

ჩვენი ძალები ახლა კიდევ უფრო ერთიანია – შარლ მიშელი

დღეს, 11 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ვერსალში ევროსაბჭოს წევრთა მეორე, არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ექნება ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ: „მსყიდველუნარიანობის შესახებ მინდა ვთქვა. არსებული ვითარება გამოწვევა იქნება საწარმოებისთვის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. გამოწვევაა, ასევე, მიმდინარე პოლიტიკური თამაშები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვა და საერთო უსაფრთხოება.  ჩვენი ძალები ახლა …

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად. საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს. ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს …

15-წლიანი ან უვადო პატიმრობა – ღალატისა და მაროდიორობისთვის უკრაინამ კანონი გაამკაცრა

უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. საომარი მდგომარეობის დროს ღალატისა და საბოტაჟისთვის პირი დაისჯება 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით. ეს კანონი დაარეგულირებს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გადაცემისა და დაბრუნების პროცედურას. ახალი …

რას უყვება მაყურებელს მედია რუსეთში

რუსეთში რამდენიმე დღეა დაიხურა მედიაგამოცემები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებდნენ. ქვეყანაში მედიას აეკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდოს ომი. ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილება, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში არაერთმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მაუწყებლობა, მათ შორისაა „დოჟდი“ და „ეხო მასკვი“. ახლა რუსეთში მაყურებლები მხოლოდ იმ ტელევიზიებს უყურებენ, რომლებიც მხარს ღიად უჭერენ კრემლის …

„რუსი ჯარისკაცები ჩვენ გვთხოვენ საჭმელს“ – ქალი ოკუპირებული ხერსონიდან

„ხმოვან შეტყობინებებს ვერ გიგზავნით, დავიწყებ თუ არა ლაპარაკს, მაშინვე ტირილს ვიწყებ,“ –  მოგვწერა უკრაინელმა ქალმა, ლუდმილა ალექსეევნამ, რომელიც ახლა უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში იმყოფება. „ბათუმელებს“ მან უამბო, როგორ ცხოვრობს ახლა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული 300-ათასიანი ქალაქი. ლუდმილამ „ბათუმელებს“ უამბო, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, როგორ უწევთ საკვების მოპოვება და როგორ აპროტესტებს მოსახლეობა ქალაქში ოკუპანტების ყოფნას. „მე ლუდმილა …

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან. კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს. პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები …

ქართველმა დედებმა უკრაინელი დედებისა და ჩვილებისთვის 12 000 ლარი 2 დღეში შეაგროვეს

„დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв“  – ამ წარწერით ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან. მეძუძური დედებისა და ახალშობილებისთვის პირველი დღეებიდანვე საჭირო აუცილებელი ნივთები, საკვები, მედიკამენტები თუ მოვლის საშუალებები ქართველმა დედებმა შეაგროვეს, რომლებიც დიდ ფეისბუქჯგუფში არიან გაწევრიანებული. „ლაქტაცია და განვითარება“ –  ასე ჰქვია ფეისბუქჯგუფს, სადაც 25 ათასზე მეტი ახალშობილის დედაა გაწევრიანებული. ქეთა ლაბაძე ჯგუფის ერთ-ერთი …

რას ხატავენ უკრაინელი ბავშვები ომში

მეათე დღეა რაც რუსეთი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღებული ძლებით უტევს უკრაინას, ბომბავს სოფლებსა და ქალაქებს. დაღუპულია ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი. ომის ქარცეცხლში უკრაინელი ბავშვები ხატავენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ამ ნახატებს ჯგუფი ავრცელებს International competition for artists SOLOVIOV ART.

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …

რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს, თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვილებს უკრაინაში, დედაქალაქ კიევში ჩააკითხავენ. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებისთვის სამინისტრო ინსტრუქციებს აქვეყნებს: „როგორ უნდა დაიბრუნოთ შვილი ტყვეობიდან? ჯერ საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus ან დარეკოთ …

„ბალენსიაგა“: გავავრცელებთ ამბებს უკრაინის მდგომარეობის შესახებ

ფრანგული მოდის სახლი „ბალენსიაგა“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ინსტაგრამის გვერდზე უკრაინის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს. „მხარს ვუჭერთ მშვიდობას და შევიტანეთ ჩვენი წვლილი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში WFP (გაეროს ორგანო, უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია), რომ გავუწიოთ პირველადი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს. უახლოეს დღეებში ჩვენს პლატფორმებს დავუთმობთ ინფორმაციას, რათა გავავრცელოთ ამბები უკრაინის მდგომარეობის შესახებ“ – წერია ინსტაგრამზე „ბალენსიაგას“ ოფიციალურ …

XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში მდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რომელიც უკვე ექვსი დღეა გრძელდება, სამხედრო დანაშაულის სახეს იღებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების, საავადმყოფოების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩერნიგოვოში, ხარკოვში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. დღეს რუსეთის …

„დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იცით, რომ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროსაბჭოს აქვს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია. დარწმუნებულები ვართ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ ვართ პარტნიორები და თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასასრულს. სამუშაო შეხვედრაზე მიშელმა ზურაბიშვილი სპეციალურად მიიწვია …

ახალი პერსპექტივა იქმნება უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ბრიუსელიდან: „დღეს მსოფლიო მოვლენების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული მოვლენებია, ასევე სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მიმდინარე მოვლენები და ახალი გარემოება ამ ქვეყნის ახალ პერსპექტივას განაპირობებს მომავალში, მაგრამ ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველანი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა  რამდენიმე …

2 აფეთქება კიევში სატელევიზიო ანძასთან – შსს მოქალაქეებს დეზინფორმაციაზე აფრთხილებს

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, კიევში სატელევიოზიო ანძის მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს ანძის გვერდით მდებარე აპარატურის შენობას, სადაც ადამიანები მუშაობდნენ. აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. დროებით შეფერხებულია რამდენიმე არხის ტელემაუწყებლობა. მედიის ინფორმაციით, რუსები უტევენ უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტებს. უკრაინული მედიის ცნობით, ტელემაუწყებლობა უახლოეს საათებში სარეზერვო რესურსებით აღდგება. უკრაინის …

Exit mobile version