მთავარი,სიახლეები

აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი

22.09.2022
აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი

ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის ბათუმში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა.

ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, მარნეულში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (Project Harmony).

ეს ორგანიზაცია ზემოხსენებულ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-16 წლის მოზარდებისთვის ეკონომიკურად  და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

„პროგრამაში ჩართული ბავშვები ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად  განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი  უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ისწრაფოდნენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენ“, – წერია პროგრამის აღწერაში.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს 4 სემესტრს, ჯამში 420 სასწავლო საათს.

25 მონაწილის არჩევენ კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: