„ბათუმელების“ მკითხველმა 15 485 ლარი შეუგროვა იმედას – ის საფრანგეთში მიდის სამკურნალოდ

იმედა ენდელაძის დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება. თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2-წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია, თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება. ლტოლვილის …

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი Brooklyn Funk Essentials-მა დაასრულა

შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალი ამერიკულმა ბენდმა, Brooklyn Funk Essentials-მა დახურა 30 ივლისს. ბენდი 7 მუსიკოსისგან შედგება და სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების მუსიკოსებს აერთიანებს. 2016 წლიდან ჯგუფის მთავარი სოლისტი ბრიტანული ჰაუსის თანამედროვე ლეგენდად წოდებული ელისონ ლიმერკია. ის ჯგუფის ადრინდელ სოლისტთან, იამაიკელ დესმონდ ფოსტერთან ერთად მღერის, რომელიც ამავე დროს ბენდის გიტარისტიცაა. დასარტყამ ინსტრუმენტზე ჰაკს ნეტერმალმი უკრავს, კლავიშზე …

მარკუს მილერი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე

ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი მარკუს მილერი ახალ ბენდთან ერთად შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალის მთავარი სტუმარი იყო. მილერმა და მისმა ბენდმა ფესტივალის მეორე დღეს დაიკავა სცენა. ხუთი მუსიკოსისგან შემდგარმა ბენდმა საათ-ნახევრის განმავლობაში ოცამდე კომპოზიცია შეასრულა. ბათუმში, ახალ სივრცეში – „სთეიჯ 17“-ში მარკუს მილერის კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. „სთეიჯ 17“-ი წელს გაიხსნა. ჯაზფესტივალი აქ პირველად ტარდება. სივრცე გაცილებით …

ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

ახალგაზრდა სერჟანტი, ვადიმ ბლიშჩიკი თავისი საჯარისო ქვედანაყოფის ყველაზე გამოცდილი ოფიცერი იყო. რუსეთ-უკრაინის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ვადიმისთვის ბოლო, საბედისწერო ბრძოლის დროს რუსები მის ქვედანაყოფს ისე შემოერტყნენ გარს, რომ სანგრების გათხრაც სანახევროდ მოასწრეს ჯარისკაცებმა. გათხრას ცდილობდნენ იარაღით, ხელებით, ყველაფრით, რაც ხელთ ჰქონდათ. ვადიმსაც სხვების მსგავსად მაზოლები ჰქონდა ხელებზე …

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გამნაღმველი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, ნაღმზე აფეთქდა. როგორც ედიშერის ძმა, ბაკურ კვარაცხელია გვიყვება, ედიშერის მამაც რუსეთს ებრძოდა აფხაზეთის ომში და ედიშერს ბავშვობიდანვე აინტერესებდა სამხედრო საქმე. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კვარაცხელიას ოჯახს უამრავი სამხედრო ჯილდო გამოუგზავნეს უკრაინიდან. „2008 …

ჯულიარდის კონსერვატორიის ქართველი სტუდენტი აშშ-დან დანახულ საქართველოზე

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები. ელენე კლავესინს და კლავიშებიან …

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

41 წლის მალხაზ კვიჟინაძე რუსეთ-უკრაინის ომში 24 ივნისს დაიღუპა ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვებისას. საქართველოში მალხაზი მშობლიურ ქუთაისში პირველ ივლისს ჩამოასვენეს და მეორე დღესვე დაკრძალეს. იბრძოდა 2008 წლის ომში და რუსეთ-უკრაინის ომშიც 2016 წლიდან ჩაება. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შესახებ რომ შეიტყო, მეორე დღესვე წავიდა უკრაინაში. 2008 წელს ომში კონტუზია მიიღო. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სამხედრო …

5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ

ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში. იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული …

უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გმირი ომში დაბრუნდა

22 წლის იყო ვასილ ტარასიუკი, როცა უკრაინის გმირი გახდა, ახლა 29 წლისაა. ფრონტზე მას მეტსახელად „ტაიფუნი“ შეარქვეს. ზედმეტსახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: ტანკთან ორთაბრძოლაში მარტო აღმოჩნდა. მაშინ არც ჯაველინები ჰქონდა უკრაინის არმიას და არც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. შეტაკება 2016 წელს იყო ავდეევკასთან ახლოს, როცა რუსული ტანკი და ვასილი ბრძოლის ველზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ ორთაბრძოლაში ვასილმა …

მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

მზარეული ვლადიმირ პოტოცკი და შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ რესტორნის მფლობელებმა, ოლესია ზუსკომ და ვლადიმერ ბორისოვიჩმა მათ ხელფასი არ გადაუხადეს და როცა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს დამსაქმებლებისგან ლანძღვა-გინება მიიღეს პასუხად. იმავეს ყვება ამ რესტორანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, „ხელფასებს არ იხდიან დროულად. თუ თხოვ, ან გატყუებენ, ან გაგდებენ …

„აქ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა“ – ემიგრანტი ქალი ირლანდიიდან

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეფასებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ემიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. ამავე კომისიის დაკვირვებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ ეტაპზე ემიგრაცია ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით, სამოქალაქო ომით, შეიარაღებული კონფლიქტებით იყო გამოწვეული. მოგვიანებით კი, ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო …

ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

ქრისტინე კიკაბიძე ემირაციაში 6 წლის წინ წავიდა. ნიცასა და მარსელს შორის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქში ცხოვრობს ბოლო სამი წელია. თავიდან პარიზში ცხოვრობდა ქმართან ერთად, ბოლოს საფრანგეთის სამხრეთში გადავიდნენ, სადაც კლიმატი დასავლეთ საქართველოს მსგავსია – ქრისტინე ქუთაისიდანაა, ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმშიც. ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც გეგმავს ხანგრძლივად  საფრანგეთში ცხოვრებას, ბავშვებისთვის იდეალური …

წლიური ხელფასი 132 000$ – რას მიაღწიეს აშშ-ში მაღაროელებმა ორწლიანი გაფიცვით

2021 წლის პირველ აპრილს Warrior Met Coal-ის ნახშირის მაღაროებში მომუშავე დაახლოებით 1000 მაღაროელი გაიფიცა აშშ-ში, ალაბამას შტატში. 2016 წელს – მაღაროების მფლობელ კომპანიას სხვა სახელი ერქვა: Walter Energy. კომპანია კოტრდებოდა მსოფლიო ბაზარზე ნახშირის გაუფასურების გამო და სახელიც გადაირქვა. ახალმა კომპანია Warrior Met Coal-მა დასაქმებულებს სთხოვა დათანხმებოდნენ შემცირებულ ხელფასსა და შეღავათებს, რომ შახტები საერთოდ არ დახურულიყო. …

უკრაინულ კაფე-ბიბლიოთეკას ბათუმში „ქეა კავკასიამ” წიგნები გადასცა

„მე და ირას ძალიან გვიყვარს წიგნები. როდესაც უკრაინელებმა სამშობლო დატოვეს, ძალიან უნდოდათ წიგნების წამოღება, თუმცა ვერ შეძლეს.  აქ, ბათუმში ჩამოსულები, ეძებდნენ ადგილს, სადაც წიგნებს წაიკითხავდნენ. სწორედ ამიტომ გვინდოდა ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის და გაგვეხარებინა, როგორც შეგვეძლო. ჩვენი კაფე ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებს. სტუმრებს შეუძლიათ სახლშიც წაიღონ წიგნები, წაიკითხონ და შემდეგ დაგვიბრუნონ“ – ამბობს ელენა ბათუმში, ვახტანგ …

ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან

„პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი, ახლა ძალიან შორს ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ზედმეტი ბარგია. კომუნისტების დროიდან გვესმის სიტყვა „აგენტი“, ეს ჟღერს, როგორც „შპიონაჟი“, „აგენტურა“. შეიძლება ამ სიტყვის იარლიყად მიკერება ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე, მეწარმე და მევენახე ქედიდან, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ქედის ლაგმა“ [ქედის ადგილობრივი განვითარების …

რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს

ყველის საწარმო „ცეზარი“ წელიწადში 2 მილიონ ლიტრ რძეს გადაამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქსა და მაწონს. „ცეზარს“ ორი ქარხანა აქვს: ქვემო ქართლის სოფელ წალკასა და აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში. საწარმოს საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. გარდა ქართული ბაზრისა, „ცეზარს“ რძის პროდუქტები გააქვს აშშ-სა და კანადაშიც. საწარმო მთლიანად დასავლური დაფინანსებით აშენდა. ხულოში ყველის …

„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან 

გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი. გურამ ძირკვაძემ და იზოლდა …

„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ“ – მობილიზაციას გამოქცეული ცოლ-ქმარი

2022 წელს რუსეთიდან 1 მილიონ 400 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიწყეს ინტენსიურად შემოსვლა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაეხა უკრაინას. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა ზაფხულსა და შემოდგომაზე: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგაც. პირად საუბრებში რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ უმრავლესობა სწორედ …

Game Of Throns-ის ვარსკვლავი უკრაინის დასახმარებლად საკუთარი გმირის ფიგურას ყიდის

ირლანდიელი მსახიობი, ჯეკ გლისონი, Prozorro-ს აუქციონზე საკუთარი გმირის, მეფე ჯოფრი ბარათეონის ფიგურას გაყიდის. ჯოფრი ბარათეონის როლი გლისონმა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ შეასრულა. აუქციონზე შემოსული თანხა უკრაინის არმიას გადაერიცხება. ინფორმაცია აუქციონის გვერდზე გავრცელდა. მსახიობის თქმით, ამ ჟესტით მას სურს გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. „მსურს ერთი მხატვრის მიერ ლოს ანჯელესში დამზადებული ფიგურა გავიტანო  აუქციონზე“, – …

10℃ ყინვაში გათბობაც კი არ გვაქვს – „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა გუშინ, 13 თებერვალს დაიწყო. კურორტ საირმეში მდებარე ქარხნის 40-მდე დასაქმებული არასაკმარის ხელფასს, არასათანადო სამუშაო პირობებს, დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟსა და მუქარას აპროტესტებს. პროტესტის მონაწილეები ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს, აკოტრებს ქარხანას და დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. …

მტერი ჩვენგან ასეთ თავხედობას არ ელოდა – რას ჰყვება უკრაინის გმირი პილოტი

„რაც თავი მახსოვს ყოველთვის მინდოდა ცასთან დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. სამხედრო სპორტული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება. ფრენის ინჟინერიაშიც მინდოდა მეცადა ძალები. ვერტმფრენები მიყვარს. ყოველთვის მაოცებდა, როცა უზარმაზარი მანქანა ფრინდებოდა და ამარცხებდა მიზიდულობის ძალას“, – ამბობს რომან დროგომირეცკი. მისი ბავშვობის ოცნება ახდა – 2019 წელს რომანმა პირველი ოფიცრის წოდება და ვერტმფრენის …

სად წავიდნენ რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს – რუსეთის სტატისტიკის სამსახური

გამოცემა „настоящее время“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე (росстат. данные за 2022 год) დაყრდნობით წერს თუ სად და რამდენი მოქალაქე წავიდა რუსეთიდან 2022 წელს. ამ ინფორმაციით რუსეთიდან: აფხაზეთში წავიდა 5,4 მილიონი მოქალაქე თურქეთში – 4,8 მილიონი ყაზახეთში – 2,7 მილიონი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 1,2 მილიონი ეგვიპტეში – 947 ათასი საქართველოში – 873 ათასი ფინეთში – 873 …

ბავშვის წამლის ფული არ გვაქვს – 3 წლის ბიჭის დედა, რომლის ქმარიც აგვისტოს ომის ვეტერანია

30 წლის მადლენა გოგიტიძე ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად. მან ყოველი თვის ბოლოს 350 ლარი უნდა გადაუხადოს ბინის მეპატრონეს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია. ამ ნიშნით მათ ყოველთვიური ფულადი დახმარება – 240 ლარი ერიცხებათ სოციალური სამსახურისგან. ბინის ქირა რომ გადაიხადოს, მადლენა ყოველი თვის ბოლოს დამატებით 100 ლარს იღებს სესხად მეზობლების, ნაცნობების, …

ომის შემდეგ ზელენსკი დღეს პირველად ეწვია ლონდონს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 8 თებერვალს, პირველად ეწვია ლონდონს ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. დაგეგმილია ასევე უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გადიან სამხედრო მომზადებას. ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშეც წარსდგება. „პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დადასტურებაა მისი ქვეყნის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და გამბედაობის. ეს არის ასევე ჩვენი ქვეყნების …

რამ შეამცირა ფოკაში ნაადრევი ქორწინების რიცხვი – არფიკი სომხური თემიდან

„რამდენიმე დღეში ბავშვი უნდა გავაჩინო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც ვცხოვრობ, ვერ იმშობიარებ. ბევრი ცუდი რამ გესმის და არ გაქვს გარანტია, რომ ბავშვს ან დედას რამე არ დაემართება“ – ამბობს 25 წლის არფიკ აგაიანი სოფელ ფოკიდან. არფიკმა გადაწყვიტა თბილისში გაეჩინა შვილი. ფოკაში მცხოვრებ ყველა ოჯახს არფიკის მსგავსად ამის საშუალება ხშირად არ აქვს. „სტომატოლოგის კაბინეტიც არ იყო ფოკაში …

რა უნდა ვქნათ, როცა კაფე-ბარებში სერვისს ქართულ ენაზე ვერ ვიღებთ

ბათუმში არაერთი კაფე, ბარი, რესტორანი და კლუბია, რომლებზეც არც აბრაა განთავსებული ქართულ ენაზე, მენიუც მხოლოდ უცხო ენებზეა შედგენილი და დასაქმებული მომსახურე პერსონალიც სახელმწიფო ენაზე ვერ მოგემსახურებათ, სანაცვლოდ კი მოგთხოვთ, რომ ისაუბროთ რუსულად. თუ  რუსულად არ გსურთ საუბარი, მიგითითებენ, რომ ინგლისურადაც შეგიძლიათ ყველაფრის შეკვეთა. თუ დააზუსტებთ, რომ უბრალოდ გსურთ საკუთარ, სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიღება, რისი უფლებაც …

როგორ ეხმარება „ხსნის არმია” ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის ასი ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. მათგან 27-28 ათასამდე მოქალაქე ქვეყანაში დარჩა. ბათუმში უკრაინის საკონსულოს ბოლო მონაცემებით, ახლა ბათუმში უკრაინის ათი ათასამდე მოქალაქეა – ძირითადად ქალები და ბავშვები. მათ სხვადასხვაგვარი საჭიროება აქვთ. ბევრმა დაბომბვების დროს ისე დატოვა უკრაინა, რომ ტანსაცმელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი ვერ წამოიღო, ზოგიერთმა დაგეგმა წამოსვლის …

რუსეთის არმია თავდასხმას 4 მიმართულებით ცდილობს – უკრაინის გენშტაბი

რუსული ჯარები, დანაკარგების მიუხედავად, აგრძელებენ შეტევას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევსკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, პირველ თებერვალს  გაავრცელა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, 31 იანვარს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა 5 საჰაერო და 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და 65-ზე მეტჯერ დაბომბეს უკრაინის ტერიტორია. შედეგად დაზარალდა სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და ხერსონის დასახლებული პუნქტების …

როგორ ააშენეს უკრაინელმა ბავშვებმა ქოხი გაკვეთილებზე დასასწრებად

უკრაინაში სკოლის მოსწავლეებმა ქოხი ააშენეს გაკვეთილებზე დასასწრებად – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს მასალას. მეხუთეკლასელი ნიკოლაი დზიუბა და მისი მეგობრები გონტაროვკაში ცხოვრობენ, ეს პატარა სოფელია უკრაინაში, რუსეთის საზღვრიდან ერთი საათის სავალზე. 2022 წლის მარტში გონტაროვკა რუს სამხედროებს ჰქონდათ ოკუპირებული და ბიჭების ოჯახებსაც საოკუპაციო რეჟიმში უწევდათ ცხოვრება რამდენიმე თვე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჯარებმა სოფელი გაათავისუფლეს, სასწავლო …

პირველი უკრაინელი ქალი, რომელმაც გმირის წოდება მიიღო ომში დაღუპვის შემდეგ

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდანვე ქალაქი სუმი და მის ახლომახლო მდებარე სხვა დასახლებები საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნედ იქცა. ქალაქ სუმის მცხოვრებლებმა ამ ბრძოლებში განსაკუთრებული გამძლეობა და სიმამაცე გამოიჩინეს. დაიღუპნენ მებრძოლები, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო ექიმები, რომლებიც უკრაინის მცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ ბრძოლის ველზე. 2022 წლის 24 თებერვალს მე-15 მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის მთავარი სამხედრო …

„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება“ – როგორ მუშაობს უკრაინის საპატიო კონსული ბათუმში

უკრაინის საკონსულო, სადაც  საპატიო კონსული, როსტომ ნაკაშიძე მუშაობს, ბათუმში მდებარეობს, საიათნოვას ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, საკონსულოს სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე მიმართავს. რას ფიქრობს უკრაინის საპატიო კონსული საქართველო-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, როგორია უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატისტიკა – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები” უკრაინის საპატიო კონსულს, როსტომ ნაკაშიძეს ესაუბრა. ბატონო …

სახლები მიუსაფარი ძაღლებისა და ჩიტებისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე | ფოტოამბავი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 63-ში მიუსაფარი ძაღლებისთვის და ჩიტებისთვის სახლები დადგეს. ჩიტებს პერიოდულად საკენკსაც დაუყრიან და ძაღლების სახლის წინაც ჯამები დგას – ყველას შეეძლება აჭამოს მიუსაფარ ძაღლებს. „ბათუმის ქუჩებში ბევრი მიუსაფარი ცხოველია – ძაღლებიც, კატებიც და დასარჩენი არსად აქვთ სიცივესა და ყინვაში. თებერვლიდან აცივდება და გადავწყვიტეთ ჩიტებს და ძაღლებს ზამთარი რომ გადავატანინოთ, გავუკეთოთ სახლები. ეს …

„ქეა კავკასიას“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში

26 იანვარს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასია“ უკრაინის 130-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა. შეხვედრას უკრაინის საპატიო კონსულმა, როსტომ ნაკაშიძემ უმასპინძლა. ორგანიზაციის ეს ღონისძიება ნაწილი იყო პროგრამისა – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში“. შეხვედრაზე უკრაინელთა ოჯახებს საკვები და პირველადი ჰიგიენური საჭიროების ნივთები გადასცეს. უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან სერვისებზე, მათ შორის ორგანიზაცია „ქეას“ იურიდიულ მხარდაჭერაზე, სახელმწიფო ჯანდაცვის, …

„ნეტა, ექიმი არ დაგვჭირდეს აქ“ – აჭარაში მცხოვრები სამშვილიანი დედა უკრაინიდან

„ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ვსეირნობთ. კარგი ამინდია, ხალხი ისვენებს. უცებ ჩემი 6 წლის ბიჭი ჩერდება და მეუბნება: დედა, იცი რა? რუსებთან ერთად აღარ ვითამაშებ აღარასდროს, ჩვენს ქვეყანას ბომბავენო. გავოგნდი. მე მასთან არასდროს ვახსენებ ეროვნების მიხედვით ადამიანებს. რაც ესმის, რასაც ტელევიზორში ხედავს, ალბათ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვიტა ასე,“ – ამბობს ოლგა პეტრუჩაკი. ის სამ – 17, 13 …

ოდესა „იუნესკომ“ განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

ოთხშაბათს, 25 იანვარს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანოს ოდესის ისტორიული ცენტრი. ამ გადაწყვეტილებით აღიარებულია ოდესის უნივერსალური ღირებულება, რომლის დაცვაც მთელი კაცობრიობის მოვალეობაა. „იუნესკოს“ კონვენციის დებულებების თანახმად, კონვენციის ხელმომწერი 194 სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არ გადადგან მიზანმიმართულად ისეთი ნაბიჯები, რამაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად დააზიანოს მემკვიდრეობის საკუთრება. ეს ქვეყნები იღებენ ასევე პასუხისმგებლობას, საჭიროების …

უკრაინელი მოხალისე, რომელმაც რუსული თვითმფრინავი ერთი გასროლით ჩამოაგდო ბახმუტთან

უკრაინა. 2023 წლის 5 იანვარი. მექანიზებული ბრიგადის მეომრები უთანასწორო ბრძოლაში იცავენ ბახმუტს რუსი დამპყრობლებისგან. საზენიტო მსროლელები ბრძოლის ველზე აკვირდებიან სიტუაციას. დილის ცხრის ნახევარზე სამეთაურო პუნქტიდან მიიღეს შეტყობინება, რომ სამი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა ბახმუტის ცაზე – ორი Су-27 და Су-25. „მოსაგერიებლად ჩვენი თვითმფრინავები ამ დროს ცაზე არ იყვნენ, ამიტომ ქვეითებს დაგვევალა გაგვენადგურებინა ყველა რუსული საჰაერო ხომალდი. …

Exit mobile version