ტურისტი აქეთ-იქით არ უნდა დარბოდეს, უნდა იყოს ერთი ტუალეტი – პრობლემები მაჭახლის ეროვნულ პარკში

„ეს ხეობა მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, როცა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად მათ დასახვედრად. ერთი ტუალეტიც კი არ არის სოფელში და ტურისტებს აქეთ-იქეთ უწევთ სირბილი. ტყეში კი ბილიკები თითქმის წაშლილია“, – ამბობს რევაზ კახიძე, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები „ბათუმელებთან“. მაჭახელას ეროვნული პარკი სოფელ ჩხუტუნეთიდან კილომეტრ-ნახევარში იწყება. სოფელს ამის გამო ბევრი …

არასდროს დავრეგისტრირდებით რუსული კანონის რეესტრში – ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ უცხადებს, რომ არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. „ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, არც ახლა და არც არასდროს არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. ეს ჩვენთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამისად, ვაჩერებთ საქმიანობას ფინანსური კუთხით (რადგან დაგვაჯარიმებენ და დაგვაყადაღებენ), თუმცა თემატურად ისევ აქტიურები ვიქნებით“, – აცხადებს ორგანიზაცია და განცხადებას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. …

გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას, ამას არ შევეგუებით – „საფარი“

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ არ აპირებს დარეგისტრირდეს რეესტრში, რომელიც რუსული კანონის საფუძველზე შექმნა სახელმწიფომ. დღეს, 2 სექტემბერს, ორგანიზაციამ ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა ფეისბუქში. „საფარი“ რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ჩვენ, სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, ვაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას …

როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში

ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ. „განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან …

დაღუპვა, კიდურის ამპუტაცია და მძიმე ტრავმები – როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ბათუმის ზღვაში დამსვენებლებმა. ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ …

„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან

„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა. მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია. შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ. „წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. …

„ოცნებამ“ კვოტირება იმისთვის გააუქმა, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში“

„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული გამსვლელი სია წარადგინა, სადაც 22 დასახლებული პირიდან არცერთი არ არის ქალი. „ოცნებამ“ ბოლო სასესიო სხდომაზე გააუქმა კვოტირების სავალდებულო მოთხოვნაც, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და გაძლიერებას უწყობს ხელს. მთავარ სცენაზეც, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიესალმა, მხოლოდ კაცები იდგნენ. როგორ ცდილობს „ოცნება“ გააქროს ქალები პოლიტიკური ველიდან და …

ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზება აჭარის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდება

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზებას აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება. ანრი ჯოხაძე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელეკომპანიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიცაა. როგორც სატენდერო სხდომის ოქმიდან ირკვევა, პროექტის – „ანრი ჯოხაძე ბათუმში“, განხორციელების მიზნით, კომისიას წერილობითი მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ მიმართა. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ …

„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

ბათუმელი მომღერალი არჩილ ბერიძე „ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში დაასახელა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ის გამსვლელ სიაში იქნება. საარჩევნო სიაში დასახელებამდე ხუთი დღით ადრე კი მომღერალმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი გამართა, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან დაუფინანსეს. არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გადაიხადა. კონცერტის …

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან

„მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. თუ „ოცნება“ დარჩება ისევ ხელისუფლებაში, კარგი არაფერი ელოდება ამ ქვეყანას. ამიტომაც ვართ ემიგრანტები მონდომებული, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით, მანდ მყოფი ადამიანების და ჩვენი მონდომებით, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ ძალას და ქვეყანას დავუტოვოთ ევროპული მომავალი“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი. ხათუნა ექიმი-ნევროლოგია და თითქმის 20 წელია აშშ-ში, პენსილვანიაში …

102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

განათლების სამინისტრომ არჩევნების გამო „მასწავლებლის ეროვნული დღე“ სექტემბერში გადმოიტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი. გასულ წელს, ეს ღონისძიება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღნიშნეს, წელს კი 13 სექტემბერს გაიმართება. „ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია …

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

დღეს, 13 აგვისტოს, ქობულეთში ზღვაში დაიკარგა 8 წლის ბავშვი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი დაიღუპა – მაშველებმა მისი ცხედარი ზღვაში უკვე იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, დაღუპული ბავშვი ადგილობრივი იყო თუ დამსვენებელი. 2024 წლის ივლისი თვის მონაცემებით, წელს წყალში [ზღვაში, მდინარეში და ტბაში] 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ბავშვები ბანაობენ შადრევანში, სადაც წყალქვეშა სანათებია მოწყობილი – დაცულია უსაფრთხოება?

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ. ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან. ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს …

600 ათასი ლარიდან რა თანხა მოხმარდა პედაგოგებს, რას მალავს განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მასწავლებლების დაჯილდოებაზე აქედან მხოლოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა კი კონცერტსა და საღამოს ორგანიზებას მოხმარდა. 2024 წელს, წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრო თანხების გაორმაგებას აპირებს და როგორც გასულ წელს დააანონსა, „მასწავლებლის ეროვნული დღისთვის“ ერთ მილიონ ლარს დახარჯავს. „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროსგან 2023 წელს გამოითხოვა …

ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები დააბეტონეს. მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალურ ინსპექციას. „მე როგორც გადმომცეს, ინფორმაცია მიწოდებული აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და რეაგირება იქნება. ვინ ჩააბეტონა ხეები, ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. როგორც ვიცი, კერძო საკუთრებაშია ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ორი ხე იყო მხოლოდ ქალაქის ნაწილში“ – ამბობს ბათუმის მერიის გამწვანების …

„12 საათს ვმუშაობდი, ხელფასის ნაწილი არ ამინაზღაურეს“ – რას პასუხობენ ბარმენს Fanfan-ში

„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა. მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. „ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. …

„თუ არჩევნების შანსი გავუშვით ხელიდან, ისევ რუსეთში ვიქნებით“ – რას ამბობენ სოფელ ჩხუტუნეთში | ვიდეო

„თუ ევროკავშირს დავკარგავთ, თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგს მოიტანს, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობთ არ შევეგუებით ამ რეალობას“, – ამბობენ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები. „ბათუმელები“ მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა. „რომ გაიძახიან „ომი, ომი“, ვინ აწარმოებს ომს? ისევ რუსეთი აწარმოებს ხომ? არ აწარმოოს და თავისთავად არ იქნება ომი. იძახონ ახლა, „გადაგარჩინეთ, …

პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

„საზოგადოებამ, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს. უნდა შეიგნოს, რომ რუსი მტერია და შეუქმნას მას დისკომფორტი“, – ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. მას „ბათუმელები“ აგვისტოს ომსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ბატონო ვანო, როგორც ვიცით, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდით. რუსეთი ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო …

ბათუმში 1 კაცი დაჭრეს, 2 დააზიანეს – ბრალდებული დაკავებულია

ბათუმის ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 30 ივლისს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით – რაც ერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი –   ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. …

აშშ-მ „საქართველოს ფოსტის“ მცირე ზომის გზავნილები შეაჩერა

აშშ-მ საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა. ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ადასტურებს „ბათუმელებთან“. მოქალაქეები, რომლებიც პრობლემის თაობაზე სოციალურ ქსელში წერენ, ამბობენ, რომ მცირე ზომის გზავნილები, რომლებიც პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში, უკან დაუბრუნდათ. „საქართველოს ფოსტა“ განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია. „შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე …

მოსწავლეები IX კლასის ნაცვლად საბაზო საფეხურს X კლასში დაასრულებენ – ბრძანება

2025 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხური გახანგრძლივდება და მოსწავლეები მეცხრე კლასის ნაცვლად საბაზო საფეხურს მეათე კლასში დაასრულებენ. ცვლილება შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლბიცე 2024-2025 სასწავლო წელს მე-9 კლასში იქნებიან. ბრძანების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებსაც სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-10 კლასში შეუჩერდათ და ამ სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას გააგრძელებენ მე-11 …

„თუ აქედან წავა ხალხი, ამდენივეს შემოიყვანენ რუსეთიდან“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-თან ურთიერთობები მომავალი წლიდან გაუმჯობესდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე. უკრაინაში ომი კი, კობახიძის აზრით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უფრო ადრე დასრულდება. ამავდროულად, კობახიძე ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაერთვება. რას ემსახურება რეალურად მსგავსი განცხადებები და რა მიზანი აქვს „ოცნებას“? – ამ თემაზე …

ინფორმაციას არ ვფლობთ – განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე

შეკვეთილში „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგში ქართველი პედაგოგების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა. დეპუტატმა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი გუშინ, 29 ივლისს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. „სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, არც ერთ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლის ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის …

ჩაისუბანში ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა – მერის წარმომადგენელი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს მოხდა. როგორც მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ტურისტი ჩაისუბნის ტყეში ოჯახთან ერთად იყო. „მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ …

მე და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში  დაკითხვაზე დაგვიბარეს – ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნადიმ ხმალაძემ თავად დაუდასტურა „ბათუმელებს“. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ. „დღეს, დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში დამიკავშირდა უცხო ნომერი, მომესალმა და მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაწუხებთ და დაკითხვაზე ხართ დაბარებულიო. …

გვემუქრება თუ არა „დურაკოვო“ – დისკუსია ბათუმში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რუმსში“, გაიმართა ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის  ჩვენება – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“. ფილმი ასახავს მოსკოვთან ახლოს, სოფელ დურაკოვოში მცხოვრებ ულტრა-მემარჯვენე მიხეილ მოროზოვის და მისი სამფლობელოს ამბავს, სადაც იგი რუსული იმპერიისთვის ახალ ადამიანს („წმინდა რუსს“) ზრდის. ჩვენება, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ, გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე“. დისკუსიას უძღვებოდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. …

ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ. ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, …

რას შეცვლის სკოლებისთვის საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის დამატება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, საბაზო განათლება ოთხწლიანი გახდა ( VII-X კლასები), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მე-9 კლასის  დასრულების შემდეგ წყვეტდა მოსწავლე სწავლას, ახლა მე-10 კლასის დასრულების ვალდებულებაც ექნება. საფეხურის ბოლოს კი, მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ. რა იცვლება ამით საჯარო სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო …

შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო …

პედაგოგები პრემიერ-მინისტრს ახალი სახელფასო ფორმულის შეცვლას სთხოვენ

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საჯარო სკოლის 69 პედაგოგმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. პედაგოგები ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას მოითხოვენ. პედაგოგების განცხადებით, სახელფასო ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. „მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ – აცხადებენ პედაგოგები. …

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული. როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს. „ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული …

შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას

როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას. ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე …

რუსული სამხედრო-პატრიოტული ბანაკის წევრები Z-მაისურებით ბათუმსა და ურეკში სეირნობენ, შსს დუმს

10 ივლისს რუსმა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Торнадо“ ბათუმშია. სამხედრო-პატრიოტული ბანაკი რუსეთიდან, „Z“ და „V“ სიმბოლიკით საქართველოში ისვენებს. გუშინ და დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების და ზრდასრულების დიდი ჯგუფი… რამდენიმე ათეული ადამიანი სეირნობდა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ“. ბლოგერმა ასევე გაავრცელა ჯგუფის ფოტოები, რომლებსაც ნამდვილად აცვიათ …

შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის – სუსი და შსს კითხვებს არ პასუხობენ

შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან. სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ მსგავსიმ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. Россотрудничество-ს თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. საყურადღებოა …

ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია. მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული …

Exit mobile version