რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. ის დღეს, 2 ოქტომბერს წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე. ალექსანდრე წულაძე მოქმედი მოსამართლე იყო, როცა განათლების სამინისტროში 2023 წლის დეკემბერში, მაშინდელი მინისტრის გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ალექსანდრე წულაძისგან რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა არ არის საჯაროდ ცნობილი, უცნობია მისი პოზიციაც სკოლაში კვების დანერგვასა თუ სხვა პრობლემურ …

საპატრულო პოლიციას არანაირი შეტყობინებები არ გაუგზავნია მოქალაქეებთან – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 2 ოქტომბრის, დილიდან საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები შევიდა, რომლებიც ამბობენ, რომ პირად მეილებზე პოლიციისა სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. პოლიცია მეილების დაგზავნას არ ადასტურებს. „საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა,  მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო …

„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს. „გაოგნებულები და გაბრაზებულებიც ვართ“, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. ქალბატონო ნინო, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტის განცხადება, სადაც ამბობთ, რომ პრინციპულად არ ეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს …

„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე. ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს. შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას. რუსული …

ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების …

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის. „სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს? ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა …

„ბსუ-მ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა“ – როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. „ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული …

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს, რის გამოც საბაგირო გზით სარგებლობა 11:00 საათამდე შეზღუდული იქნება. როგორც საბაგირო გზა „არგოს“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, საევაკუაციო წვრთნებს შს სამინისტრო ატარებს. „წვრთნების შესახებ გამოცხადებული გვქონდა ფეისბუქზე. თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამ ვერ ნახა ეს ინფორმაცია. წვრთნებს ვატარებთ შს სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩანიშნეს ეს სწავლება და მათი და სამაშველო სამსახურის დახმარებით იმიტირებული ევაკუაციის …

სავალდებულო უნდა იყოს, მაღალჩინოსნებმა შვილები საჯარო სკოლებში ატარონ – მშობლების მოსაზრება

„როცა სკოლაში უშვებ შვილს, უნდა იცოდე, რომ კიბე არ ჩაუტყდება. ბზარი ბზარზეა, ყველგან მორყეულია რაღაც. გარდა იმისა, რომ საჯარო სკოლების დიდი ნაწილი სახიფათოა ბავშვებისთვის, იმდენად მოქუფრულ გარემოს იწვევს ცუდი ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი კლასები, რომ ბავშვებს ყველა მოტივაცია უქრებათ“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე, მშობელი. თქვენ, როცა მშობელი, ამ ქვეყნის მოქალაქე, უყურებთ, როგორ დაჰყავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები …

მოზარდების ქორწინების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე

„ქართულ ოცნებას“ თავის საარჩევნო კამპანიაში არასრულწლოვნები ჰყავს ჩართული. ამის არაერთი მაგალითია. ერთ-ერთი შემთხვევაში კი – ქუთაისში გამართული საარჩევნო ღონისძიებაზე, არასრულწლოვანმა, 17 წლის ბიჭმა, ასევე არასრულწლოვან გოგოს ხელი საჯაროდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატის ფონზე სთხოვა. „მაგარი ამბავი იწყება“, – შესძახა ღონისძიების წამყვანმა. ამ დროს სცენაზე მდგომმა ბიჭმა დაუძახა დარბაზში მყოფ გოგონას, რომელიც ასევე არასრულწლოვანია და აჩუქა …

რატომ არ გამოცხადდა სახელმძღვანელოების გრიფირება? – რას ამბობს განათლების სამინისტრო

მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 23 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 2024 წელს საერთოდ არ გამოცხადებულა გრიფირება. „სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი. მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა. …

პროფესორ დიმიტრი შველიძის თქმით, ის XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს

პროფესორი დიმიტრი შველიძე მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს. მან ამის შესახებ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ განათლების სამინისტროს მიერ კონკურსების გაუქმება და ერთი მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება, საზოგადოების მხრიდან სამართლიან ეჭვებს ბადებს. „ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება“, – წერს დიმიტრი შველიძე ფეისბუქზე. პედაგოგმა და მკვლევარმა გიორგი …

„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს

პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლეს ისტორიაზე მუშაობა. წიგნის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი იქნება. „ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის …

რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

საჯარო სკოლის ათი პედაგოგი განათლების სამინისტრომ 13 სექტემბერს დააჯილდოვა. აქედან ორი, აჭარიდანაა. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებული ერთ-ერთი პედაგოგი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ანუშიძეა, მეორე კი სოფელ ახალსოფლის სპორტის მასწავლებელი, ძიუდოისტი ნანი კირკიტაძე. ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა და შეეცადა მათთან ის კითხვები დაესვა, რომლებიც წარმოაჩენს  პედაგოგების პროფესიულ ხედვას და მათ ღირებულებებს. …

შუქრუთის სკოლაში წელს ზარი არ დაირეკა – მაღაროს გამო დაბზარულ შენობას სავარაუდოდ დაანგრევენ

სოფელ შუქრუთის პირველ საჯარო სკოლაში წელს პირველად ახალი სასწავლო წელი ვეღარ განახლდა. დაბზარული და დაზიანებული სკოლის შენობა ექსპერტიზის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება. სოფელში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ზიანი მიადგა სკოლის შენობასაც. ბავშვები იძულებული არიან სწავლა მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში გააგრძელონ. „ყველაფერი გადახსნილი, დაბზარული, გაუბედურებული და გაპარტახებულია. ახლახან, სამხარაულის დასკვნით გახდა ცნობილი, რომ …

აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარაში წელს 20 სკოლაში პირველკლასელები აღარ ჰყავთ. 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს შუახევის მუნიციპალიტეტის 11 სოფლის სკოლას. ეს სოფლებია: გოგაძეები, ცინარეთი, ჭალა, ხაბელაშვილები, ნაღვარევი, სხეფი, წაბლანა, ლომანაური, ტაკიძეები, გომარდული და ვანი. ამავე მუნიციპალიტეტში ცხრა სოფლის – ჟანივრის, ტომაშეთის, კარაპეტის, ბრილის, ინწკირვეთის, წყაროთას, ჭვანის, გოგინაურის და ქიძინიძეების სკოლებს კი მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავთ კლასში. ხულოს …

ვისთვის რა იცვლება, როცა XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ

რას ნიშნავს მე-12 კლასში საათობრივი ბადეს ზრდა და ცვლის თუ არა რეალურად ეს სწავლის ხარისხს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს შალვა ტაბატაძეს ესაუბრა. ტაბატაძის აზრით, საათობრივი ბადეს ცვლილება არსებითად ვერაფერს შეცვლის სწავლებაში, თუ არ მოხდება კომპლექსური ცვლილებები და არ შეიცვლება მისაღები გამოცდების სისტემა. „ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი სისტემა გვაქვს მისაღები გამოცდების, რომელიც მთლიანად კლავს სკოლის …

საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, საჯარო სკოლებში ორშაბათს, 16 სექტემბერს განახლდება. წელს საჯარო სკოლებში სიახლე იქნება მეთორმეტეკლასელებისთვის. მათ დამამთავრებელ კლასებში საბუნებისმეტყველო საგნები და სამოქალაქო განათლება დაემატათ, რის გამოც 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის. რამდენი პირველკლასელი ეყოლება წელს სკოლებს, განათლების სამინისტროს დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. გასული წლის მონაცემებით …

სტაბილურია კაცის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა

ბათუმში დაახლოებით 35 წლამდე კაცს მეხი დაეცა. მეხის დაცემის შედეგად, კაცმა სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა მიიღო. დაშავებული პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „აქვს დამწვრობები, მაგრამ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადის მკურნალობას“, – თქვეს კლინიკაში. შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს, საღამოს …

XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ – ცვლილება საათობრივ ბადეში

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც წელს, ახალი სასწავლო წლიდან, მე-12 კლასელებს ხუთი საგანი – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება დაემატებათ და 4 გაკვეთილის ნაცვალს, დღეში 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის ზრდა დამამთავრებელ კლასში და გამოიწვევს თუ არა ეს მე-12 კლასელების უკმაყოფილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის …

ხულოს სკოლის დირექტორები „ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე

ხულოში 3 სექტემბერს, ასევე 7-8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამომრჩეველთან. წინასაარჩევნო შეხვედრას ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც. „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პარტიულ შეხვედრაზე მიყვანა? – ვკითხეთ …

დაკავებულია 14 პირი, მათგან 10 ნარკორეალიზატორია – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, ბათუმსა და კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათგან 10 პირი ნარკორეალიზატორია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული …

„ეს არის ქართველების დასახმარებლად“ – აშშ-ის ელჩმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა. ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული. „მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის. პირველი პროექტი სოფლის …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

დღეს, 9 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დაასახელეს. აქედან ერთ-ერთი 2024 წლის 4 ოქტომბერს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. ფინალში მოხვდნენ: გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია; ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის; დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის …

მერია აფართოებს ხიდს, რომლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერია მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის გაფართოებას იწყებს. პროექტის ღირებულება 210 000 ლარია. ბათუმის შემოსასვლელში არსებული ხიდი, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. არსებული ხიდი, მოქალაქეების თქმით, რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს, რის გამოც მძღოლებმა მას „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. მაშინ, აღნიშნულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო …

საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დააკომპლექტეს – ენმ

დღეს, 7 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. „მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საოლქო კომისიამ დღეს დაამტკიცა უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ …

ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარს გადავიხდით. ახალი მიკროავტობუსები ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში იმოძრავებს. სიძვირის მიუხედავად, მიკროავტობუსები ადაპტირებული არ არის და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ ისარგებლებენ. არქიტექტორი ნოდო ქარცივაძე ეტლითმოსარგებლეა და სოფელ ახალშენიდან ყოველ დღე უწევს ქალაქში ჩამოსვლა. ახალი მიკროავტობუსი მისი სოფლის მიმართულებითაც ივლის, თუმცა ნოდო ქარცივაძეს ამ ტრანსპორტით …

დანაგვიანებული გომისმთა – ფოტორეპორტაჟი

აჭარა-გურიის საზღვარზე არსებული ულამაზესი გომის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 2755 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა ცნობილია თავისი ღრუბლებისა და ნისლების „ტბით“, რომლის საცქერლად აქ ასობით ტურისტი ამოდის. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. თუმცა, ამ მწვანე და მშვენიერ კურორტზე შეხვდებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებულ ადგილებსაც, რაც ერთგვარ დისონანს ქმნის. ნაგვის ურნები ძირითადად კურორტის …

ეს ნიშნავს უნივერსიტეტებზე ღიად გალაშქრებას – მანანა რატიანი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU), დღეს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა უნდა არსებობდეს. „ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით“- განაცხადა კობახიძემ. მან მადლობა გადაუხადა ივანიშვილს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების გამო და თქვა, …

ბათუმის საბავშვო ბაღებში რემონტია – სად გადაიყვანეს ასობით აღსაზრდელი?

ბათუმში რამდენიმე საბავშვო ბაღი ერთდროულად რემონტდება. „ბათუმელებმა“ ბათუმის ბაღების გაერთიანებას ჰკითხა, თუ რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ამ ბაღებში და სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, შეძლეს თუ არა ამ ბავშვებისთვის ალტერნატიული ბაღების შეთავაზება? თუმცა ბაღების გაერთიანებაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. ამ საკითხზე დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაისვა კითხვები „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან. …

კობახიძემ პედაგოგებს არ უპასუხა – „ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე არ უპასუხა. პედაგოგები კობახიძეს ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას სთხოვდნენ, თუმცა, 69 პედაგოგის ხელმოწერილი წერილი პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. წერილი მასწავლებლებმა პრემიერის სახელზე ჯერ კიდევ 18 ივლისს გააგზავნეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი პედაგოგი, ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგები …

კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს

„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე. თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 …

ჩემ ნაცვლად პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს – დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე

„თანამდებობიდან გაუფრთხილებლად გამათავისუფლეს, ჩემს ადგილზე კი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს, რომელსაც სამეურვეო საბჭომ ხმა არ მისცა“, -ამბობს „ბათუმელებთან“ სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა. მისი თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას. „2014 წლიდან ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ორჯერ …

შტადლერის მატარებლის ნაცვლად, რეისებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს – რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომ გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად შტადლერის მატარებელი რეისებს აღარ შეასრულებს. საქართველოს რკინიგზის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი №806/805  „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს  „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი. სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. იგივე …

ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა – სტუდენტი ხულოდან

გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს. პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ. გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, …

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს. რამდენად რეალურია განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და რატომ აირჩია ივანიშვილმა ნეგატიური, ხალხისთვის დამაზიანებელი გზავნილები საარჩევნოდ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. ბატონო გია, მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ თუ ამირჩევ მე ქვეყანაში მექნება …

Exit mobile version