მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1 კაცი დაჭრეს, 2 დააზიანეს – ბრალდებული დაკავებულია

01.08.2024
ბათუმში 1 კაცი დაჭრეს, 2 დააზიანეს – ბრალდებული დაკავებულია

ბათუმის ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 30 ივლისს, საღამოს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით – რაც ერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი –   ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.

დაკავებულია 21 წლის კაცი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: