დღეს, 13 აგვისტოს, ქობულეთში ზღვაში დაიკარგა 8 წლის ბავშვი.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი დაიღუპა – მაშველებმა მისი ცხედარი ზღვაში უკვე იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია, დაღუპული ბავშვი ადგილობრივი იყო თუ დამსვენებელი.
2024 წლის ივლისი თვის მონაცემებით, წელს წყალში [ზღვაში, მდინარეში და ტბაში] 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.