დღეს, 12 ივლისს, ბათუმში მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა 17 წლისაა. მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მათ არასრულწლოვანი ბიჭი ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდათ. ბსუ-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი 1“ აწარმოებს. „ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენელს, სოსო ჭელიძეს …
Continue reading “ბათუმში მშენებლობიდან არასრულწლოვანი მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა”