დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ი ბათუმში 22-24 ნოემბერს დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას მოაწყობს. InForm-ი თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეებთან. „შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და  ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული  სახელოვნებო სივრცე გავხადოთ …

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის,  დღეს მისი …

პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ

„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. „ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე. 25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. …

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე პოლიციამ დღეს, 19 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა. „დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. პოლიციას ხელი შევუშალე თურმე. მეუბნებოდნენ, რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავი, მოგიწოდეთო, მაგრამ მე მოწოდება არ გამიგია. ძალადობა იყო. ნახეთ, თვალიც რას მიგავს, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ …

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

„დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი – წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია“, – ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკის მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო წლებში არაერთი სტუდენტური მოძრაობის სათავეში იყო. რა შეცვალა სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე და რატომ …

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

სულაკაურის გამომცემლობა საპროტესტო აქციაში მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს. ამის შესახებ გამომცემლობა ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე და მოქალაქეებს სთხოვს, ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. „გვჭირდება თქვენი დახმარება. 16:30 საათზე, სულაკაურის წიგნის მაღაზიიდან უნდა შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მიიტანს“- წერს გამომცემლობა. თბილისში საპროტესტო აქციები გუშინ, 17 ნოემბერს, განახლდა. მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, …

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, …

USAID-ის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სტუდენტობისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში. ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს …

მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას, დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება – აქტივისტი

„მე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ რეპრესირებულის შვილთაშვილს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მეშინია თქვენი, რუსებო! ჩემი დიდი პაპისა და ათასობით ქართველის სისხლის დაღვრას არ გაპატიებთ და არ დავთმობ თავისუფლებას, ქვეყნის ერთგულებას“, – წერს 36 წლის სალომე ჯაფიაშვილი ფეისბუქზე. სალომე პროფესიით თარჯიმანია და აქვს ეკონომიკური განათლებაც, აქტიურად იყო ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად. სალომე საბჭოთა …

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამ დღეში ორჯერ დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც წერია: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“. 5 ნოემბერს ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმეს, დღეს, 7 ნოემბერს კი – 3 000 ლარით. „ამ მეორე დაჯარიმების შესახებ ტელეფონით გვაცნობეს, რადგან არ ვიყავით ოფისში“ – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, ბანერი რის გამოც …

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუკაზე ან ბეჭდურ გამოცემაზე კანონით ისჯება

გუშინ, 4 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციისას წარმოადგინა საქართველოს რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები სათანადოდ არ აღიქმებოდა. პაპუაშვილის პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რის შემდეგაც „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პაპუაშვილის პრეზენტაციაზე „რუკის ფერები კარგად არ აღიქმებოდა“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 343​1 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული …

„არჩევნები მასობრივად გააყალბეს“ – მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბრიდან აქციებს აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს. „გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც …

მედვედევის მიერ გაცემულ მითითებებს უცნაურად ემთხვევა – ზურაბიშვილი პროკურატურაში დაბარებაზე

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების ფაქტები აჩვენა ჟურნალისტებს. „ეს არის ის კადრები, რომლებსაც  არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ  პირიქით იყო. საგამოძიებო ორგანოს თვითონ …

პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე. „პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს …

ბათუმის ბულვარში ხანძარია – იწვის რესტორანი

ბათუმის ბულვარში ხანძარია. ცეცხლი რესტორნის შენობას უკიდია. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

მოვითხოვთ, ცესკომ ამომრჩეველს მისცეს წვდომა ინფორმაციაზე სად და როდის მისცა ხმა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია ცესკოსგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა. ეს ბაზა უნდა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; და რომელ საათზე მისცა ხმა. „დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, …

მიდით არჩევნებზე, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. „მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გიშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება. მადლობა ყველას, ვინც დღეს რიგში დგას იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა …

ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში – ილიაუნის რექტორი 

რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ. „ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, …

თვე-ნახევარია ლექციებზე დავდივარ და შემთხვევით გავიგე, რომ საგნები გამიუქმეს – ბსუ-ს პროფესორი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისე ამოიღო მისი ორი საგანი სასწავლო კურსიდან, რომ ამის შესახებ არც მას და არც სტუდენტებს არაფერი აცნობა. პროფესორის თქმით, თვე-ნახევარია პროგრამიდან ამოღებულ საგნებში ლექციებს უკითხავს სტუდენტებს. საგნების გაუქმების შესახებ კი შემთხვევით გაიგო. „2020 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში და ბსუ-ში ჩამოვაყალიბე ჟან …

„გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩვენგან?“ – ვინ ამოიღო პედაგოგები დასაჯილდოებელთა სიიდან

მესტიის რესურსცენტრმა ადგილობრივი მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის თანხა სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო. დასაჯილდოებელ პირთა სიაში იყვნენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი და 2017 წლის კონკურსის ფინალისტები – სოფიო ქუხილავა და ეკატერინე წულუკიძე. თუმცა, დაჯილდოების დღეს აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა წარდგენილი მასწავლებლები ისე ამოიღეს სიიდან, რომ ამის თაობაზე არც სკოლის დირექტორებს აცნობეს და არც კონკურსანტებს. სოფიო ქუხილავასა და …

ვინ არ ურთავს 2 შვილის დედას დენს ქოხში – „მცივაო, რომ მეუბნება ბავშვი, რა ვქნა?“

12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცისანა ხიმშიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ახლა მის ოთხსულიან ოჯახს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში, შუქისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება. ცისანას უმცროსი შვილი ორი წლისაა, უფროსი კი – 13 წლის. ბავშვები თითქმის ორი თვეა ცივ და უშუქო ქოხში ცხოვრებენ. „საკუთარ ქვეყანაში მინდოდა დაბრუნება, რომ ჩემი შვილებისთვის რაღაც ფუძე დამედო. ვალები მქონდა, ამიტომ …

„ბიუჯეტი მოხმარდეს ბავშვების უფასო კვებას სკოლებში და არა გავლენიანი პირების მოსყიდვას“ – მშობელი

განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისე გაიხურა კარი, რომ არც მშობლებს და არც სასკოლო საზოგადოებას არ გააცნო იმ „ინტენსიური მუშაობის“ შედეგები, რომლის საფუძველზეც სამინისტროს სასკოლო კვება უნდა დაენერგა. ყოფილი მინისტრი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ არსებობდა პოლიტიკური ნება, სკოლებში დანერგილიყო კვება, შემდეგ ეტაპზე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აღწერეს 2084 სკოლა და „ძალიან მალე“ დადებდნენ სურათს, თუ …

ზარი დარეკილი არ იყო, მოსწავლე კლასში მეძახდა დავიწყოთ გაკვეთილიო – პედაგოგი 1 მოსწავლით

საბა მელისკაური თიანეთში, დაბა სიონის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 29 წლის პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე დააჯილდოვეს პრემიით – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის განსაკუთრებულად შესწავლის გამო. როგორია საბა მელისკაურის „ვეფხისტყაოსანი“ და როგორ შეაყვარა ის, თავის ერთადერთ მოსწავლეს – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგს. საბა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გახდით მასწავლებელი და რატომ? …

რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“

შშმ აქტივისტი, მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ჩემი …

მასწავლებლის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება. „მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვან ჩამონათვალს და ასევე, სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განსხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს. არჩევითი …

ავარია ქობულეთში – დაიღუპა ფეხმძიმე ქალი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფეხმძიმედ იყო. შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს, მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ- ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ხელვაჩაურში მაღაზია გაქურდეს

ხელვაჩაურში მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები. ადგილობრივები რამდენიმე მაღაზიის გაქურდვაზე საუბრობენ, თუმცა პოლიცია მხოლოდ ერთი მაღაზიის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177 -ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ბარცხანაში, შენობაში შეჭრილი უსახლკაროები პოლიციამ იძულებით გამოიყვანა

დღეს, 13 ოქტომბერს, 30 უსახლკარო ადამიანი ბარცხანაში, ნონეშვილის 63 ნომერში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. თუმცა უსახლკაროებს შენობა პოლიციამ დაატოვებინა. „ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, ნაილი ბეჟანიძეს, რომელიც ამჟამად პოლიციის მიერ გამოსახლებულ უსახლკარო ადამიანებთანაა. „ეს შენობა ყოფილა კერძო საკუთრება, ამიტომ გამოიყვანა პოლიციამ ეს ხალხი შენობიდან, რადგან ამბობენ, რომ შენობა შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის. 12:00 საათზე მოვიდა პოლიცია და …

მოქალაქეები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და დისკუსია ბათუმში

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან კამპანია „ამომრჩევლების“ ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობის თემის“ აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსიის პარალელურად, გაიმართა აჭარაში არსებული ისტორიული მეჩეთების გამოფენაც. „სოლიდარობის თემის“ წევრებმა ისაუბრეს იმ …

ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ

სამოქალაქო მოძრაობის, – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრებმა, ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით, ქუთაისში ძებნა გამოაცხადეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაჰპირდათ. სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში ეძებდნენ რეაბილიტირებულ რიონის პირა სახლებს, ელექტრომობილების ქარხანას, ოცნების ქალაქს, ტექნოლოგიურ ჰაბებს და სხვა პროექტებს, რომელიც წესით დასრულებული უნდა იყოს ამ დროისთვის, თუმცა, ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს. „ჩვენ, …

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო. ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში …

ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“. „სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, …

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, მკვლელობის ბრალდებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს. უწყების …

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავაა. დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა. ნათია უჩავა  თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. „მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლის გარეშეც მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ბავშვებო, ვიცი, რომ ახლა ტელეეკრანებთან ხართ, რადგან ღონისძიების განმავლობაში მომდიოდა …

ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან

„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება. გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას. დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი …

Exit mobile version