რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?

21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას. მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. მოქალაქეები საუბრობენ სამშენებლო უსაფრთხოების დარღვევებზეც. მათი თქმით, ნაპირზე არ არის არცერთი გამაფრთხილებელი ნიშნული და არ არის შემოსაზღვრული. კალაპოტი კი …

„ჯებირი ამოთხარეს და გაჩერდნენ. აქ ყოფნა საშიშია“- საპროტესტო აქცია ბათუმში

21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას. მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ჯებირის მშენებლობის პროცესში არ არის დაცული სამშენებლო უსაფრთხოება, რადგან ნაპირზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშნულები არ დგას, კალაპოტი კი იმდენად …

სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე. სხდომაზე თავისუფალი მედიის ჟურნალისტების დიდი ნაწილი არ შეუშვეს. ადგილები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და პარტიების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული. სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასაამართლოს სთხოვს აკრძალოს 5 ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, გირჩი მეტი თავისუფლება“ …

„სოფელში აკვანი აღარ ირწევა“ – რატომ იცლება ხულო? | რეპორტაჟი 6 სოფლიდან

„სოფელში გვყავს 2 ბავშვი, 11 თვის არიან, სხვა ბავშვები აღარ გვყავს“, „აკვანი აღარ ირწევა სოფელში“, „მე ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს“ – ამ ფრაზებს ხულოს სოფლებში მცხოვრები ადამიანებისგან ვისმენთ. ერთ დროს, მაღალი შობადობით და ხშირი დასახლებებით გამორჩეული ხულოს სოფლებიც თითქმის დაცლილია. „ბათუმელები“ ამ კვირაში ხულოში, ხიხაძირის თემის 6 სოფელში იმყოფებოდა, სადაც მთაში შემორჩენილ …

არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ქობულეთში კაცი დააკავეს

ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 141-ე მუხლის 11 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის განრიდება ოჯახიდან არ მომხდარა, ის მეორე მშობელთან ერთადაა სახლში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას აპროტესტებს. განცხადებაში, რომელიც დღეს 19 ოქტომბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“. „მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად …

21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „ვაქცინა მორგებულია იმ …

„სასაფლაოებზე რომ გაივლი, სულ ახალგაზრდების სურათებია“ – ნარკოპოლიტიკა საქართველოში

„ბოლო დროს ხშირად გვესმის – „დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“. მშობლები იღებენ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა ამის აფიშირება ოჯახის წევრების მხრიდან არ ხდება, რადგან მალავენ, რომ ადამიანი ზედოზირებით გარდაიცვალა“, – ამბობს ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, ზურაბ სიხარულიძე. რა იციან თავად მომხმარებლებმა სასიკვდილო ნარკოტიკების შესახებ და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ნაარკოტიკის მოხმარების შემცირებას ქვეყანაში? – სწორედ ამ პრობლემაზე …

„გათენდება ვტირი, დაღამდება – ვტირი. ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 4 შვილის დედის თქმით, მის ქმარს დეპორტაცია ემუქრება

„წერა-კითხვა არ ვიცი, არცერთ ენაზე, რადგან მშობლებმა სკოლაში არ შემიყვანეს. მეტროებში და ქუჩებში დავდიოდი და მოწყალებას ვითხოვდი. 14 წლის ასაკში გამათხოვეს. იქაც მძიმე ცხოვრება მქონდა, რადგან ცუდად მექცეოდა დედამთილი. ერთხელ სარდაფში თოკებით დამაბა, რის გამოც ვენებიც კი გადავიჭერი. შემდეგ დედაჩემმა წამომიყვანა სახლში, რადგან ვუთხარი, აქ არ გავჩერდები, თავს მოვიკლავ – მეთქი. ამ დროს ერთი შვილი …

რა დაკარგეს ქართველმა სტუდენტებმა გერმანული ფონდების ქვეყნიდან გასვლით

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო გერმანულმა ფონდებმა საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ფონდებს შორისაა ადენაუერის ფონდიც. ეს ის ფონდებია, რომლებიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და კვლევების წარმოებას უფინანსებდნენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. რა დაკარგეს ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით ქართველმა სტუდენტებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილს ესაუბრა, ილიას უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, …

2 დღეში „ოცნების“ მხარდასაჭერად 400 ყალბი ანგარიში შექმნეს – ISFED

„ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] წერს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სოციალურ მედიაში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად ხდის პოპულარულს. ორგანიზაციის განცხადებით, ქსელის ანგარიშები, მათ შორის InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე, იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.  „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მოწონებული პოსტების დიდი ნაწილი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეს, ევროკავშირთან …

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა. შენობა „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონიას კომპანიას ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცათამბჯენში ხანძარი. „ბათუმელები“ ადგილზე იმყოფება, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას „ბათუმელების“ პირდაპირ …

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის ხელფასი თვეში 13 800 ლარია – რას მალავს ის დეკლარაციაში

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელს მფარველობის სანაცვლოდ კომპანიის წილებს სთხოვდა, 2025 წელს 165 964 ათასი ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით. ანუ თვეში 13 800 ლარი ხელზე. ამ დეკლარაციაში არაფერი წერია იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც 300-მილიონიანი ბრუნვა აქვს ფარული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა და …

როგორი ამინდი იქნება 11-12 ოქტომბერს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21:00 საათიდან 12 ოქტომბრის 21:00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო …

„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმარ მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე, გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. „მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას. როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება კი …

„წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება“ – პაველ ჰერჩინსკი

დღეს, 10 ოქტომბერს, ევროპის დღეზე კახეთში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, სადაც თითოეული ხმა, ერთიან მელოდიას ქმნის. „ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში, ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“-ამბობს ევროკავშირის ელჩი. „წელს პირველად ავღნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და …

სამინისტრო 866 231 ლარს დახარჯავს მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე

განათლების სამინისტრო წელსაც ნახევარ მილინზე მეტ ლარს დახარაჯავს ღონისძიებაზე, სადაც მასწავლებლების დაჯილდოებას აპირებს. სამინისტრო 866 231 ლარის მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. „მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“-წერია განცხადებაში, რომლითაც „ოცნების“ განათლების …

პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე დაწყებული გამოძიება უკვე დაასრულა. „მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 …

„მეზობელმა სამი კარტოფილი და ნახევარი პური მოგვიტანა. ბავშვებს ვაჭამეთ, ჩვენ არ გვიჭამია“

„დღეს მეზობელმა გამოგვიტანა სამი კარტოფილი და ნახევარი პური. კარტოფილი მოვხარშეთ და ის ვაჭამეთ ბავშვებს. მე და ჩემი მეუღლეს ლუკმა არ ჩაგვიდია პირში“- ამბობს 32 წლის ლევან ოზაშვილი, რომელიც მეუღლესთან, ლიკა გუგავასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სხვის სახლში ცხოვრობს. ოჯახს სამი თვეა სოციალური დახმარებაც შეწყვეტილი აქვს, რის გამოც, როგორც მშობლები ამბობენ, მცირეწლოვანი …

„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია  ცენზორის როლის შესრულებას განაგრძობს. „1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია …

„უთანასწორობა ჩანს ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც, ამას ფორმით ვერ მოაგვარებ“ – მასწავლებელი

მაგდა მიქაბერიძე 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი შვიდი წელია თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლობა ალბათ ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა მასწავლებელ დედას საბავშვო ბაღის ნაცვლად სკოლაში დაჰყვებოდა ყოველდღე და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა ჰქონია. მაგდა გვიამბობს, რომ ყოველ დილით სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით აბაშაში, …

რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. „ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან 238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“, – წერს სუს-ი. მათივე ინფორმაციით, …

საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, ისინი საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს

საფრანგეთის მოქალაქე არტურ გამუსი [Arthur Gamus] „ბათუმელებს“ სწერს, რომ ის თავის მეგობართან, ბაისანგურ გაურგაშვილთან [Gaourgashvili Baysangour] ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა ის და მისი მეგობარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს. „რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა ერთ-ერთმა …

მაგდა მიქაბერიძე მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული მაგდა მიქაბერიძე გახდა. ის თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს 15 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად. დასაჩუქრდნენ სხვა ფინალისტებიც. კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი …

უეკიპაჟოდ შემოსული გემი ბათუმის სანაპიროდან გაიყვანეს

ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ. როგორც საზღვაო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, „მაგრამ დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – გვითხრეს სააგენტოში. საზღვაო სააგენტოში არ უპასუხეს კითხვას, ხომ არ არის ეს მშრალი ტვირთმზიდი „Омский-107“, რომელიც უკრაინამ დააზიანა და უეკიპაჟოდ იყო დარჩენილი. უეკიპაჟო გემი გუშინ, 4 ოქტომბერს, …

სარფის საბაჟოდან 8 კილოგრამი ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო პუნქტზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა  8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს …

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შს სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

სასულიერო კლუბები აჭარის 13 საჯარო სკოლაშიც გახსნეს

2026 სასწავლო წელს, აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც ე.წ „ღირებულებით გაკვეთილებს“ ჩაუტარებენ მოსწავლეებს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 სასულიერო კლუბია გახსნილი ბათუმის საჯარო სკოლაში, 2 – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და 3 კლუბი, ქობულეთის საჯარო სკოლებში. „სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“-გვწერენ განათლების სამინისტროდან. სასულიერო კლუბები სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, …

„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა. 200-მდე მოსწავლეს სწავლა ონლაინ უწევს. „დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“- ამბობს სკოლის დირექტორი ლელა გათენაძე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, სკოლა სარემონტოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწავლა ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ განახლდებოდა. „დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა …

ბათუმში ტურნირს პუტინისტი სპორტსმენი დაესწრება, რომლის შვილიც აზერბაიჯანის სახელით გამოდის

24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ყინულის სასახლეში გაიმართება ახალგაზრდული გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში – ISU Junior Grand Prix Batumi 2026. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ეს საერთაშორისო ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გააერთიანებს. ბათუმში გრან პრის დაესწრება რუსი მოციგურავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევგენი პლუშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხურვალე მხარდამჭერი და …

„სულ გამიშვი-დამაკავე და გინებაა, მთვრალი კაცები სახლებთან გვიშარდავენ“ – მოსახლეობის პროტესტი

„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ. ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან. გუშინწინ ისეთი …

„ჩემს შვილს იძულებით მოაწერინეს ხელი აღიარებაზე“ – ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც 17 წელი მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ IT სპეციალისტს, გიორგი კვიცარიძეს 17 წელი მიუსაჯეს. გიორგის დედა, ეთერ ხატისკაცი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი რეალურად იმ კადრების მოპოვების გამო დასაჯეს, რითაც დადასტურდა, რომ ქობულეთის პოლიციის შენობაში პოლიციელები დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ. ეთერ ხატისკაცის თქმით, ეს კადრები სწორედ მისმა შვილმა მოიპოვა „პოლიციელების ჩათებიდან“. გიორგი კვიცარიძის საქმის გარშემო „ბათუმელებმა“ დაკავებულის დედას, ეთერ ხატისკაცს …

„ეს ვოლიერები არ არის დათვებისთვის განკუთვნილი“ – ამირან მურვანიძე ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებზე

ბათუმში, ცენტრალურ პარკში არსებულ ზოოკუთხეში  დათვის ორი ბელი აპრილის თვეში მიიყვანეს. როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ბელები აჭარის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოიყვანეს, თუმცა სად იპოვეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. ბელებს პატარა, მეტლახით დაგებულ ვოლიერში უწევთ ცხოვრება. ამირან მურვანიძის თქმით, ვოლიერები დათვებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბელების სხვაგან …

ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“

დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს. პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება. მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს …

10 000-ლარიანი პროფესორები ჯერ მხოლოდ „ცენტრალურ უნივერსიტეტებს“ ეყოლებათ – სამინისტრო

2026 წლის თებერვალში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „განათლების რეფორმაზე“ დაიწყო საუბარი, „ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ შემოიღეს ახალი თანამდებობა, – „წამყვანი პროფესორის“, რომლის ანაზღაურებაც თვეში 10 000 ლარი იქნებოდა. ამ თანამდებობის შემოღება იგეგმებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში, უნივერსიტეტებს ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი უნდა ჰყოლოდა, დანარჩენები კი შედარებით დაბალი რანგის …

„საზღვრის კვეთის უფლებას არ მაძლევენ, არც მიზეზს მეუბნებიან“ – მეზღვაური

24 წლის მეზღვაური, ვანო მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვაზე არც ერთი სახელმწიფო უწყების წერილობითი ბრძანება არ არსებობს. ვანო მიქელაძის თქმით, ის 25 აგვისტოს სტამბოლში უნდა ყოფილიყო, სადაც თურქულ ტანკერზე აპირებდა დასაქმებას, თუმცა არც ფრენის უფლება მისცეს და არც სარფის საბაჟოს გადაკვეთის. „სხვა მეზღვაურთან …

Exit mobile version