„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესტიაში, მდინარე ნაკრაში სამი ახალგაზრდა გადავარდა ავტომანქანით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დაკარგულების მოსაძებნად. მდინარეში დაკარგული ახალგაზრდები ნაკრის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები არიან.
Author Archives: ლელა დუმბაძე
ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს
გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს. „შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს …
„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ
მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან. სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“. ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას. „დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო. „გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე …
Continue reading “„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ”
ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს
30 აპრილს ზუგდიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი აქტივისტი, მაია კალანდია და მაია სიჭინავა დააკავეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა დაუდასტურეს. აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიის წინ არის შეკრებილი. „ბათუმელები“ ესაუბრა მასწავლებელს მანანა მიქავას, რომელიც ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება. „ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა. ხალხზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული, დააკავეს მაია კალანდია და მაია სიჭინავა, სპეციალურად მოუწყვეს პროვოკაცია, …
Continue reading “ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს”
„ყველა, ვინც ივანიშვილის მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული“ – ინტერვიუ
„რუსეთი მტერია! არა რუსულ მთავრობას“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა დღეს, 30 აპრილს ქუთაისის ქუჩებში. პლაკატები გაავრცელა ორგანიზაციამ – „ევროპა ჩვენი სახლია“. „წნეხი ხელისუფლების მიმართ არის გასაზრდელი, რადგან რუსული კანონი ვერ უნდა მიიღონ. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც მისი აზრით მოპირდაპირე ბანაკშია“ – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი ქუთაისში. „ბათუმელები“ მას ქვეყანაში მიმდინარე …
Continue reading “„ყველა, ვინც ივანიშვილის მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული“ – ინტერვიუ”
ბათუმში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
ათდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დღეს, 30 აპრილს, ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ახალგაზრდა დაახლოებით 17 წლის იყო. ის ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.
„დღეს ვარ სკოლაში“- მასწავლებლების ფლეშმობი „ოცნების“ კონტრაქციის წინააღმდეგ
„ამ დილით სკოლაში ვარ“ – წერს ფეისბუქში ირმა გორდელაძე, მასწავლებელი გურიიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს და კოლეგებს მოუწოდებს, არ წავიდნენ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე. „ოცნების“ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეები და სკოლის პედაგოგები დღეს, 29 აპრილს წაიყვანეს სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით. მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა ანტიევროპულ მარშში მონაწილეობაზე და იმის ნიშნად, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არიან …
Continue reading “„დღეს ვარ სკოლაში“- მასწავლებლების ფლეშმობი „ოცნების“ კონტრაქციის წინააღმდეგ”
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსულ მარშზე წავიდა
დღეს, 29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული პირები, თბილისში, რუსულ მარშში მონაწილეობისთვის წაიყვანეს. რუსულ მარშზე დასასწრებად წავიდა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც ასევე აორგანიზებდა პედაგოგების წაყვანას ამ აქციაზე. „ბათუმელები“ გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ იღებს მონაწილეობას რუსულ მარშში. „მე შვებულებაში ვარ და მივდივარ, გამჭვირვალობას …
Continue reading “ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსულ მარშზე წავიდა”
საია შსს-ს: არ გამოიყენოთ სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს სამინისტროს მიმართავს. „ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური …
Continue reading “საია შსს-ს: არ გამოიყენოთ სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით”
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შს სამინისტრო აფრთხილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის …
Continue reading “მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს”
საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ
„საზღვაო აკადემიიდან 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია. ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, თუმცა ზოგიც, სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია წავიდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, მიშა განდელიძე. „ბათუმელებმა“ არაერთი სტუდენტისგან მიიღო მსგავსი ინფორმაცია თუ მტკიცებულება კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით. მიშა განდელიძე კი თანახმაა საჯაროდ გაახმოვანოს სიმართლე, რაც პირადად იცის. სტუდენტი თვლის, რომ …
Continue reading “საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ”
„სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე“
საქართველოში დასაქმებული სოციალური მუშაკების განცხადებით, მათთვის მიუღებელია რუსული კანონი და შესაბამისად, ისინი უარს აცხადებენ, ე.წ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე. „ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში …
Continue reading “„სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე“”
შეუძლებელია 100 ათასობით თანამემამულეს უწოდო აგენტი – მართლმადიდებელი სასულიერო პირი
მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ილია ჯინჯოლავა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპის და ევროკავშირის კრიტიკას, ასევე რუსული კანონის განხილვას ფეისბუქში გამოეხმაურა. „მხოლოდ ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის შინაურებს, ასე საჯაროდ მოგმართავთ: თუ თქვენ გსურთ, რომ მე, ილია (ირაკლი) ჯინჯოლავას, ქრისტეს ერთ რიგით მღვდელს, მიწოდოთ აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყო მომაწებოთ, როცა მე რაღაცას მწარედ ვწერ ამის …
„ოცნების“ რუსული მარში თბილისში – როგორ მიჰყავთ სტუდენტები და საჯარო მოხელეები აჭარიდან
„საჯარო მოხელეებს აიძულებენ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა მიქელაძე. მან ამის თაობაზე განცხადება დღეს, 27 აპრილს გააკეთა. „როგორც მეუბნებიან, ეს კეთდება მუქარანარევი თხოვნის ფორმით. მაგალითად, ეუბნებიან თანამშრომლებს: „ჩვენც არ მივესალმებით, მაგრამ ჩემი ხათრით უნდა წამოხვიდე“. როცა კონკრეტული ხელმძღვანელი, მის სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს ასე …
„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“
თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც. ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა. „მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის …
Continue reading “„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“”
რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში
ხვალ, 26 აპრილს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ კანონი რუსული. დისკუსია დაიწყება 17 საათზე, ღია სივრცეში, კითხვა-პასუხის რეჟიმში. დისკუსიის შემდეგ კი, 19:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, …
Continue reading “რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში”
მახინჯაურში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
დღეს, 25 აპრილს, ავტომობილი 3 წლის ბავშვს დაეჯახა. ავარიის შედეგად ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა მახინჯაურში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბათუმისა და ფოთის მიმართულებით რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება. დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2, 3, 4 და 6 მაისს თბილისი-ფოთის მიმართულებით. ხოლო პირველიდან 6 მაისის ჩათვლით კი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ასევე სალაროებში.
„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე
„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი. „ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე …
რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი
საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს კანონი საქართველოს მეგობრებს დააკარგვინებს და დააშორებს ევროპას. „ჩვენ, მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშანაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო ჩვენი დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით. წელს ნამდვილად გამაოგნა, როცა გავიგე, რომ თავიდან აპირებდნენ ამ კანონის შემოტანას. მაშინ როცა ეს …
Continue reading “რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი”
ბათუმში მესამე დღეა ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
მესამე დღეა ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. 17 წლამდე მოზარდი ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის ძებნა ისევ მიმდინარეობს.
აშშ-მ საქართველოს გადასცა 13 მლნ დოლარის ტექნიკა საზღვრის გასაძლიერებლად
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შემოსავლების სამსახურს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. ტექნიკური აღჭურვილობა 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ტექნიკის გადაცემას აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა. თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს კონტროლის გაძლიერებას საზღვარზე, რათა თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების შემთხვევები.
კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა. „ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით. სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ …
Continue reading “კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“”
ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ ადამიანს ეძებენ
დღეს, 22 აპრილს, ბათუმში მაშველები ზღვაში ერთ ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ზღვაში მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები. საგანგებოში დეტალებს არ აზუსტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში დაკარგული პირი დაახლოებით 17 წლისაა.
„83 მონიდან ერთ-ერთს, ანზორ ბოლქვაძეს დავხვდით აქ“- აქცია ხელვაჩაურის მერიაში
„არა 83 მონას“, „არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით მივიდნენ დღეს, 22 აპრილს ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ის აქტივისტები, სადაც მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე უნდა მისულიყო. „იმ 83 მონიდან ერთ-ერთს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა, ანზორ ბოლქვაძეს ჰქონდა დღეს შეხვედრა დაგეგმილი მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ პროტესტით. გაყალბებული არჩევნების შედეგად მოკალათებული თბილად შოულობს მილიონებს, …
Continue reading “„83 მონიდან ერთ-ერთს, ანზორ ბოლქვაძეს დავხვდით აქ“- აქცია ხელვაჩაურის მერიაში”
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს – პედაგოგები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს. …
Continue reading “მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს – პედაგოგები”
რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ – მასწავლებელი რუსულ კანონზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ, რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს?! სერგო ორჯონიკიძესაც ჰყავდა მასწავლებელი, იმ სპეცრაზმელებსაც, წიხლით რომ სცემეს მასწავლებელი. იმ დეპუტატებსაც, ჩვენ რომ ავირჩიეთ. ნუთუ მხოლოდ მასწავლებელია დამნაშავე? ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!“ …
„უნდა მოვაშოროთ სერგო ორჯონიკიძეები და პუტინის მონები“ – მწერალი ივა ფეზუაშვილი
„ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები“, – წერს მწერალი ივა ფეზუაშვილი ფეისბუქში. „სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ – „გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები“ ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ. ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე …
Continue reading “„უნდა მოვაშოროთ სერგო ორჯონიკიძეები და პუტინის მონები“ – მწერალი ივა ფეზუაშვილი”
„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი: „უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე, წინ ევროპისკენ“
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, ლევან კუტალია რუსულ კანონს აპროტესტებს. ფეისბუქში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ და წერს: „საქართველო ევროპაში. ჩვენს არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. გვახსოვს ისტორია, გვტკივა ოკუპაცია. მე როგორც ფეხბურთელმა, უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე და რუსული კლუბის შემოთავაზებაზე. არ მინდა წარსულში – წინ ევროპული მომავლისკენ!“ – …
„გაიწვიეთ ეს დამღუპველი კანონი“ – მეცნიერები და მკვლევრები რუსული კანონის წინააღმდეგ
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს გაიწვიონ რუსული კანონპროექტი. პეტიციის ტექსტი დღეს, 17 აპრილს გავრცელდა. „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. „უცხოური …
არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე
ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონს აპროტესტებს და ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს. „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, ან ვერ იღებთ, იცოდეთ მეც მეშინია რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ… მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ …
Continue reading “არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე”
ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა [ინწკირველი] საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქანებულ პოსტში ის წერს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი, საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობს. „მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა …
Continue reading “ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა”
„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ
პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირებიც გამოჩნდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „აქედან წავედი თუ არა, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩემ ქუჩაზე. ნიღბებით, ტვინარეული ბავშვები, ბავშვებს რაებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ, დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა „მოღალატე“, ესა ისა… …
ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში
დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი არასდროს დათანხმდებიან რუსული კანონების მიღებას ამ ქვეყანაში. „მტერს დავხვდეთ მტრულად, მოყვარეს მოყვრულად“ – ამბობენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები. მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ისევ უკან არ გაიწვევს. აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ …
Continue reading “ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში”
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. „ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი …
Continue reading “რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი”
8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს
8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს. მათ ამის შესახებ წერილობით აცნობეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. განცხადებაში ნათქვამია: „მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ …
Continue reading “8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს”