ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან. პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს. ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო …

რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

„პუტინმა ამ გზით კიდევ უფრო დააშინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ის არ აჰყვეს მოსახლეობის პროტესტს,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თეონა აქუბარდია, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია. მას პუტინის 6 სექტემბრის ბრძანების შესახებ ვკითხეთ, სადაც ეს ჩაწერა: „მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“, – …

რა მოხდა დღეს ხარკოვის ოლქში და რატომ ვეღარ ახერხებენ რუსები კონცენტრაციას – ინტერვიუ

„უკრაინელები იუმჯობესებენ პოზიციებს, რუსები კი, ვეღარ ახერხებენ კონცენტრაციას,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მას ხარკოვის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის შეფასება ვთხოვეთ: რა ხდება ხარკოვთან და რამდენად გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს? ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. ბატონო ვახტანგ, რა …

„მე ქუჩაში გავიზარდე. არ მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც გამოცადონ“ – 2 შვილის მამა დახმარებას ითხოვს

„არ ვიცი, რა ვუპასუხო, როცა ბავშვები რაღაცას მეკითხებიან სკოლის სახელმძღვანელოდან, ჩაგაცივდებიან… ვეუბნები, რომ ჩემს დროს ეს არ ისწავლებოდა… ორივე კარგად სწავლობს, უფროსი უკვე 12 წლისაა, პატარა – 10 წლის. ორივეს ძალიან უყვარს სკოლა… მე მხოლოდ პირველი კლასი ვიარე სკოლაში, მერე ქუჩაში დავრჩი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია, 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა, მუშაობდა და …

კანონიერია თუ არა ლიფტში თვალთვალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის განმარტება

ვიდეოსათვალთვალო კამერების კორპუსების შესასვლელებში, ასევე ლიფტებში დამონტაჟება უკვე ტენდენციად იქცა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამას მესაკუთრეების თანხმობის გარეშე აკეთებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს უკანონოდ უსმენენ კიდეც. ზოგჯერ სადარბაზოსა თუ ლიფტში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, მათ შორის, პირადი საუბარი ინტერნეტსივრცეშიც ხვდება. „აუდიო მონიტორინგი ძირითადად წარმოადგენს დარღვევას, როცა საცხოვრებელ შენობებზეა საუბარი, თუმცა მაინც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა,“ …

ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და BIAFF-ის დაფინანსებას – ენმ

„ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და ბათუმის კინოფესტივალისთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას,“ – აცხადებს ლაშა კილაბერია, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განცხადება ოპოზიციამ საკრებულოს აპარატს დღეს, 6 სექტემბერს ჩააბარა და ბრიფინგით გააპროტესტა ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსების გარეშე დატოვება. ერთ კვირაში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, თუმცა ლაშა კილაბერია არ გამორიცხავს, რომ სხდომას უმრავლესობის წევრები მიზანმიმართულად …

რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი? – „გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური მორჩილების მიხედვით“

„თბილისიდან დაფინანსება წელს BIAFF-ს არ ჰქონდა“ – ამ არგუმენტით სცადეს თავის მართლება ბათუმის მერიასა და აჭარის კულტურის სამინისტროში, სადაც დღეს, 5 სექტემბერს ვიკითხეთ: რატომ არ დააფინანსეს წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი? BIAFF წელს მეჩვიდმეტედ იმართება. კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გასული 16 წელი ბათუმის მერია იყო. ეს პირველი წელია, როცა კინოფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერია არ არის.  …

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში წასვლა? – რამდენიმე ვერსია გააქტიურდა სოციალურ ქსელში პრობლემაზე, როცა ადამიანები საკუთარ, მაგრამ გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როცა გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. მართალია, კანონით სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ. …

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

საავტორო კინოს ბათუმის მე-17 ფესტივალი [BIAFF] 2 კვირაში უნდა გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მნიშვნელოვანი ფესტივალია ბათუმში, სახელმწიფო სტრუქტურებმა ფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვეს, მათ შორის, ბათუმის მერიამ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. „ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას,“ – მიიჩნევს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი, რომელსაც საკონკურსო …

ბათუმში „ბასკოს“ შენობას ანგრევენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „ბასკოს“ შენობას ანგრევენ. სასპორტო სკოლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება. ამ შენობის დემონტაჟისთვის სამუშაოები 2022 …

რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი

„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს. ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, …

რა ღირს თხილი დღეს და გაიზრდება თუ არა ფასი

თხილის კრეფის სეზონი სრულდება. მეთხილეები ამბობენ, რომ თხილის ფასი წელს განსაკუთრებით დაბალია. მაგალითად, ქობულეთში ახალ თხილს, ხარისხის მიხედვით, ფერმერები ერთ კილოგრამს, საშუალოდ, 2.5 – 4 ლარად აბარებენ. „თუ გასულ წელს ევროპის ქვეყნებში კომპანიები გვიკვეთავდნენ 10 მანქანის დამზადებას, ახლა გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 მანქანა უნდათ… ჩემი გათვლებით, თხილის ფასი არ გაიზრდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, …

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვა მიიღო კომპანიამ მაშინ, როცა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. „ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხვედლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში …

ხულოში ხალხს წყალი განრიგითაც აღარ აქვს – რას ამბობენ „წყალკანალში“

„გუშინ დილის მერე წყალი არ გვაქვს, მაღაზიებშიც აღარაა წყალი, რომ ვიყიდოთ,“ – ამბობს დაბა ხულოში მცხოვრები მთვარისა კირთაძე. „არც გაგვაფრთხილეს, ისე შეგვიწყვიტეს წყალი. დაახლოებით 1200 ადამიანი დაგვტოვეს უწყლოდ დაბაში, სოფელ განახლებასა და დეკანაშვილებში,“ – გვიყვება მთვარისა კირთაძე, – „ცხელ ხაზზე არავინ გვიპასუხა, ამ დილით დავურეკეთ ხულოს მერს, იქნება წყალიო, მოკლედ მხოლოდ ეს გვითხრა, ტელეფონი გაგვითიშა …

„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პრობლემაა პარტიზანული მოქმედებების გაშლა, როცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად განადგურებულია ან შეშინებული,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინა ამ ეტაპზე ახერხებს რუსებს „ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს“, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი საშუალება, „გამანადგურებელი დარტყმების“ ეტაპზე გადავიდეს. სამხედრო ექსპერტის აზრით, ახლა სამხედრო დაპირისპირებაში გადამწყვეტი ეფექტი დასავლეთის პოლიტიკურ მიდგომას ექნება, კონკრეტულად კი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას …

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა“ – ინტერვიუ

„საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს,“ – მიიჩნევს მარიამ ბიბილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების თემაზე მუშაობს. იგი იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორია. რა შეიცვალა იაპონიასთან ურთიერთობებში 30 წლის განმავლობაში და რატომ ვერ ვხედავთ …

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

85 წლის ლადო მჟავანაძე 6 თვეა ელის ბათუმში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან საქმის ხელახლა განხილვას. საუბარია გონიოში 397 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლის საკუთრების აღიარებაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს უარი უკვე თქვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი, უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა. საქმე ისაა, რომ ეს მიწა ლადო მჟავანაძეს, გონიოს …

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აჭარის ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს

მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში მთავარი არქიტექტორი იყო. მან გუშინ, 31 აგვისტოს, „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან არ წასულა ვინმესთან დაპირისპირების გამო და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. მირიან …

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს. სასამართლოს …

გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

თავისუფალია პოლიციელი დავით შ, რომელიც მოქალაქის ცემისა და თავში ხელბორკილის ჩარტყმისთვის დააკავეს. ის 10 100 ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. პოლიციელის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 31 აგვისტოს, გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა პოლიციის მანქანაში სცემა და თავში ხელბორკილი ჩაარტყა. ეს შემთხვევა 31 ივლისს მოხდა. პოლიციელი 28 აგვისტოს დააკავეს და მისი …

ბათუმში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს პატრულის მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყა

„…პატრულ – ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ – ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა,“ – აღნიშნულია სპეციალური …

„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

„ვითხოვ, სადმე ერთ პატარა ადგილს, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, სოფელშიც წავიდოდი სიამოვნებით…“ – ამბობს აკაკი დავითაძე, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღესაც მივიდა აჭარის მთავრობაში, თუმცა მას თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. აკაკი დავითაძის სოციალური გასაჭირის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა – ის 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ისევ შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა. თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით …

„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

„არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ… ალბათ, ისევ მაღაზიაში გადავალ და ვთხოვ, ავადმყოფი ქმრისთვის სუპი მაინც მომცენ,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე, რომელიც 22 წელია ბათუმში მეეზოვედ მუშაობს და ნაქირავებ, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც აბაზანაც კი არ არის. მაყვალა მჟავანაძის ქმარი წელიწად-ნახევარია მწოლიარე ავადმყოფია. „ბათუმელები“ ამ ცოლ-ქმრის შესახებ 2021 წლის ივნისშიც წერდა. ამჯერად მაყვალა მჟავანაძემ …

გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა

ბათუმში, ზღვისპირას, ბულვართან ახლოს, „ბეტონის ქარხანა“ ისევ მუშაობს. კომპანია „ორბის“ ბეტონის ქარხნის მუშაობას განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაურისა და მტვრის გამო მოსახლეობა 5 წელია უშედეგოდ აპროტესტებს. ეს ქარხანა შრომის ინსპექციამ 2022 წლის 10 ივნისს გააჩერა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა. „დარღვევების გამოსწორების შედეგად სუბიექტს მიეცა სამუშაოების განახლების უფლება,“ – გვიპასუხეს შრომის ინსპექციაში, საიდანაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ: …

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო. ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა. გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა …

ჰაიმარსებმა გააჩერა რუსეთი, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა რაკეტებს მიიღებენ – ინტერვიუ

ჰაიმარსი“ რაკეტას არ ისვრის, ისვრის რეაქტიულ ჭურვს. წარმოიდგინეთ, როცა რაკეტას მიიღებს, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. „რუსებს აქვთ გათვლა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად ეს დაპირისპირება ზამთრამდე,“ – ეს აზრი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ის რუსების სვლებს აკვირდება უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსები ცდილობენ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას და …

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

„მადლობელი ვარ უზენაესი სასამართლოსი, მაგრამ მე სტრასბურგის სასამართლოში მივდივარ,“ – ამბობს 81 წლის ციალა პერტია. ის 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ციალას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ციალა პერტია ცხოვრობს. იმის გამო, რომ …

სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში

სარეკლამო აბრა რუსულ ენაზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში კომპანია „სინევოს“ აქვს განთავსებული, გამოსასვლელთან კი – მხოლოდ ინგლისურად. იმის მიუხედავად, რომ კანონი ითხოვს სარეკლამო ბანერზე ინფორმაცია აუცილებლად იყოს განთავსებული სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულ ენაზეც, ბათუმის ცენტრში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, ამ სამართალდარღვევაზე ბათუმის მერიამ რეაგირება დღეს, 4 აგვისტოს, მას შემდეგ მოახდინა, როცა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას. თუმცა …

„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ

„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს. ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის …

რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს? „ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ …

„დამსაჯეს ფეისბუქზე კრიტიკული პოსტების გამო“ – აჭარის განათლების სამინისტროს უჩივიან

„ბოლო ვიყავი დარჩენილი, თეატრები ოპოზიციური აზრის მქონე სამხატვრო ხელმძღვანელებისგან გაწმინდეს, ეს წულუკიანის დიდი პოლიტიკის ნაწილია, გადაიბარა მთლიანად თეატრი პარტიამ,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია და ახლა აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. გიორგი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო დასაჯეს …

რას ამბობს ენის დეპარტამენტი რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულად ვერ მოგემსახურებიან

„საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლება, მოითხოვოს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენაზე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ამ უწყებიდან „ბათუმელებს“ წერილობით მიაწოდეს განმარტება რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან. ბათუმში „ბათუმელებმა“ 6 სხვადასხვა ბარში დააფიქსირა ის, რომ ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან …

რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ

„მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად,“ – ამ შაბლონით და ინგლისურად გვიპასუხეს ძველ ბათუმში, რამდენიმე ბარში, სადაც შევიხედეთ და ქართულად ვიკითხეთ: რა ღირს თქვენთან ლუდი? – ბარმენები, მიმტანები თუ მენეჯერები ქართულად ვერ საუბრობენ. ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“ ბარებში, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს, …

ჟურნალისტი იმ მუხლს ასაჩივრებს საკონსტიტუციოში, რომლითაც აქციებზე ადამიანებს აკავებენ

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რაც „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს. ამ მუხლით ყველაზე ხშირად აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ამ მუხლით, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე  და რატი რატიანიც 2020 წლის 18 დეკემბერს. მაშინ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ერთ-ერთ ბარში იკითხეს, რატომ აკავებდნენ სხვა …

„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პოლიციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა ჩემი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სასამართლოში უჩივის. გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიაში ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. …

Exit mobile version