„ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინას. გერმანულ „აირისთან“ ერთად შეიძლება ერთმანეთის გადაფარვა, მაგრამ მთავარია ახლა რაოდენობა – რა რაოდენობას მიაწვდიან ამ NASAMS – ებს უკრაინას?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ისევ თანამედროვე და ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის რაოდენობასა და მის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული უკრაინის ბედი, თუმცა გადამდგარ გენერალს აღარ …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
მობილურიდან შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და 100 ათასი ლარი მოიპარეს – შსს
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ფაქტზე შსს-მ 4 პირი დააკავა. „…მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხა საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებულებს გამოძიება ფინანსური …
Continue reading “მობილურიდან შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და 100 ათასი ლარი მოიპარეს – შსს”
უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან
„მიგრაცია რუსეთიდან, ბელარუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არ არის ერთადერთი,“ – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ იზრდება ფასები, როცა ლარი მყარდება? შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. …
Continue reading “უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან”
კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა – ბათუმის მერია
„უხვი ნალექის გამო“ – ბათუმის მერიაში ამჯერადაც ეს მიზეზი დაასახელეს ქუჩების და საცხოვრებელი სახლების მასობრივი დატბორვის მიზეზად. „ბათუმის წყალში“ ვერ გვიპასუხეს, რატომ ვერ გვარდება დატბორვის პრობლემა წლებია და რატომ დაიტბორა ამჯერად ის ადგილებიც, რაც მანამდე არ დატბორილა, მათ შორის, ევროპის მოედანი? „როგორც მერიაში, ასევე 112-ში სულ დაფიქსირდა 50-მდე ზარი. მოხდება ყველა შემთხვევის შესწავლა, კომისიური წესით …
რამდენიმე მოსამართლის პასუხი მურუსიძეს, რომელსაც აშშ-ში ვიზიტი „შენობების დათვალიერება“ ჰგონია
„სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის, გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე, პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით,“ – მოსამართლე ეკა არეშიძე ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს, მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ლევან მურუსიძემ, რომელიც სასამართლო კლანის ლიდერად …
როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
შავი ზღვის მიმართ ინტერესის გაზრდას ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ფაქტორად, რაც თურქეთთან საქართველომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად უნდა გამოიყენოს. მას ვესაუბრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გააქტიურებაზე: რა სახის სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან, ნატოს წევრ მეზობელ ქვეყანასთან საქართველოს? სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საქართველომ სწორად უნდა დაინახოს საკუთარი ფუნქცია შავ ზღვაზე, განსაკუთრებით …
Continue reading “როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
ფოთში დაიწვა უკრაინისთვის შეგროვებული 8 ტონა ტვირთი
ფოთში დაიწვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი. უკრაინელი მოხალისე ოლგა ლუკიანცევა ამბობს, რომ დაახლოებით 8 – 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი 22 ოქტომბერს, ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. მოხალისეების აზრით, პოლიცია ხანძრის ამბავს ეფექტურად არ იძიებს. „ჩემი აზრით, ხანძარი იყო მიზანმიმართული და დაგეგმილი, რადგან შენობის ფანჯრებზე უკრაინის დროშები მქონდა გამოკრული, ესეც ტერორისტული თავდასხმაა უკრაინელების წინააღმდეგ …
Continue reading “ფოთში დაიწვა უკრაინისთვის შეგროვებული 8 ტონა ტვირთი”
რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც… საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციაშია რეგიონულად,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში გააქტიურებაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე. რა გამოჩნდა ალიევის ოფიციალური განცხადებების მიღმა? „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთავარ რისკს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს, რომელიც ისევ ანტიდასავლური რიტორიკითაა …
Continue reading “რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
საცობი ბათუმის დატბორილ მთავარ გზაზე – რას ამბობს მერია
ბათუმის მერიაში დღეს, 25 ოქტომბერს, სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე – რატომ არ ან ვერ აგვარებს მერია პრობლემას, როცა მდინარე ყოროლისწყალი ქალაქის ნაწილს ყოველ ძლიერ გაწვიმებაზე ტბორავს? ეს პრობლემა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გუშინ, 24 ოქტომბერს გახდა, როცა თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მონაკვეთში დაახლოებით 4-საათიანი საცობი შეიქმნა. ეს არ არის ქალაქის შემოსასვლელი ცენტრალური გზის საათობით …
Continue reading “საცობი ბათუმის დატბორილ მთავარ გზაზე – რას ამბობს მერია”
გზაზე, თამარის დასახლებასთან, საცობია – როდის განახლდება მოძრაობა?
ბათუმში, ავტომაგისტრალის თამარის დასახლების მონაკვეთზე, საცობია. ჯერ უცნობია, როდის განახლდება მოძრაობა. „თითქმის 4 საათია გზაში ვართ, გადაადგილება შეუძლებელია,“ – მოგვწრეს მგზავრებმა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დატბორვა სანიაღვრე ჭების გადავსებამ გამოიწვია, რაც უკავშირდება უხვ ნალექს. „მუშაობენ ადგილზე ბრიგადები, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამავალი არხები,“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში. უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა. „თუ …
Continue reading “გზაზე, თამარის დასახლებასთან, საცობია – როდის განახლდება მოძრაობა?”
მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?
„მურუსიძის დაბრუნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო,“ – თავისი ვერსია აქვს ლევან მურუსიძის დაბრუნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის და ლევან მურუსიძის დაბრუნება სასამართლო კლანის მანევრი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ლევან მურუსიძე 2013 – დან 2017 წლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი, რომელიც გუშინ, 23 ოქტომბერს …
Continue reading “მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?”
ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს. პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო …
მოსამართლემ ქალებს უთხრა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სულიო – ნეკა დოროყაშვილი
„ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნეკა დოროყაშვილი. დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი, …
Continue reading “მოსამართლემ ქალებს უთხრა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სულიო – ნეკა დოროყაშვილი”
გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა
რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე გრძელდება. ოზთურქი სასამართლოს სხდომას …
Continue reading “გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა”
რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“
„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება. „მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა: „ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა. მოსამართლეს არ უთხრა, …
Continue reading “რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“”
„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში
„ქალები ვართ და გვატერორებენ… დაგვანებონ თავი, მოგვცენ ჩვენი მამის აშენებულ სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალება. წლებია გვაიძულებენ, რომ სახლი გავყიდოთ, დაანგრიონ და აქაც კორპუსი ააშენონ, მაგრამ ჩვენ სახლს არ ვყიდით,“ – ამბობენ ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას 14 ა – ში მცხოვრები დები ეთერ და ნათელა მანელიშვილები. ისინი მორიგი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ისტორიული, ბათუმური ბელეტაჟის გვერდით, უფრო ზუსტად …
Continue reading “„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში”
ხულოში, სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემისგან დაიღუპა
ხულოში, სოფელ ღურტაში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა, ის 42 წლის იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, კაცი ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა ბენზოხერხით. შსს-ს ამ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.
4 პირი დავაკავეთ – შსს ბულვარში შეირაღებულ კონფლიქტზე, როცა 19 წლის კაცი დაიღუპა
„ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით,“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ბათუმის ბულვარში წუხელ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, ერთ-ერთი რესტორნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 19 წლის კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ …
Continue reading “4 პირი დავაკავეთ – შსს ბულვარში შეირაღებულ კონფლიქტზე, როცა 19 წლის კაცი დაიღუპა”
გარდაიცვალა 19 წლის კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გარდაიცვალა კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთი-ერთ რესტორანთან, წუხელ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი თავის და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. კლინიკა „მედცენტრის“ პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ორი …
Continue reading “გარდაიცვალა 19 წლის კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს”
გასროლა ბათუმის ბულვარში, კაფესთან – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმის ბულვარში, კაფესთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 1 დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაBAU-ში, 2 – „მედცენტრში“. მძიმედ დაშავებული პირი, ვისაც თავში აქვს დაზიანებები „მედცენტრშია“ მოთავსებული, ორი დაშავებულის მდგომარეობა კი, შედარებით სტაბილურია. BAU-ს ინფორმაციით, მათთან ის პირი მიიყვანეს, ვისაც მინის ნამსხვრები …
Continue reading “გასროლა ბათუმის ბულვარში, კაფესთან – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს”
რა არის ცნობილი ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსის მიერ 520 920 ლარის მითვისებაზე
„ის ბრალს ნაწილობრივ ადასტურებს,“ – ამბობს ადვოკატი ადილარ წირღვავა, რომელიც ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებაში ბრალდებულ ვლადიმერ [დავით] მიქელაძის ინტერესებს იცავს. ვლადიმერ მიქელაძე შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია, მას პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას და კიდევ რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავება. პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან …
რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“
„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს …
Continue reading “რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“”
„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება
„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს. ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ …
როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ
ლარი ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა რეფინანსირების განაკვეთი. ამ განაკვეთზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ბანკში სესხის დაფარვის დროს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-დან 11 %-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა. მას შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. როგორ და როდის აისახება ლარის კურსის გამყარება …
Continue reading “როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ”
ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, სექტემბრის მონაცემებით, ხაჭაპური 38%-ით გაძვირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით. ამ ინსტიტუტის შეფასებით, ხაჭაპურის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა და ერთი ხაჭაპურის თვითღირებულებამ 6.30 ლარს მიაღწია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და …
Continue reading “ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა”
გლეხები მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან – „საზღვარგარეთ პირუტყვის გაყიდვა აგვიკრძალეს“
ხობელი ინვერ ჩიკორია, ჯემალ მარკოზია და ვახტანგ მიმინოშვილი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მთავრობის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან საქონლის ექსპორტის გატანაზე ახალი რეგულაციები დაწესდა. გლეხები მოსამართლეებს უკვე მოუყვნენ, რომ აქამდე საქონლის ხორცს ძირითადად აზერბაიჯანსა და ირანში ჰყიდდნენ, ახლა კი, ამის საშუალება აღარ ეძლევათ და ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაყიდვა იაფად უწევთ. დავის საგანია საქართველოს მთავრობის …
„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე
„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“. რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? …
რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი
საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, …
Continue reading “რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი”
„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე… მათ ახლა ყველაზე მეტად ამოსუნთქვა სჭირდებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსები სარაკეტო დარტყმებს გაძლიერებით ეცდებიან დაზამთრებამდე მისვლას. გადამდგარ გენერალს გაზაფხულამდე გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გაზაფხულზე კი, ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, თუ უკრაინა შესაბამისად არ აღჭურვეს და ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა ვარ წამოიწყო, რუსეთმა ახალი …
Continue reading “„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
ბათუმში ჩამოვიდა 72 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან ჩინეთში ფეხით მიდის
„მე აპრილიდან მოვდივარ ფეხით იტალიიდან, ვაპირებ 15 ქვეყანა გავიარო და 2025 წელს ჩავიდე პეკინში,“ – ლაღი და გადამდები ემოციით გვეცნობა 72 წლის ვენა კამაროტა, რომელსაც მოგზაურობაზე სალაპარაკოდ ბათუმის ერთი პატარა კაფე შეურჩევია, ტროტუარის მოაჯირთან მიდგმულ მაგიდაზე გაუშლია მარკო პოლოს ისტორიული რუკა. ისტორიულ რუკაზე შავი წყვეტილითაა აღნიშნული პოლოს გზა ვენეციიდან პეკინამდე. ცნობილი მოგზაურის მარკო პოლოს ისტორიული …
Continue reading “ბათუმში ჩამოვიდა 72 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან ჩინეთში ფეხით მიდის”
ვაგონები ბათუმში წარწერით „გაზპრომი“ – რა განმარტეს საქართველოს რკინიგზაში
ბათუმის პორტში, სარკინიგზო ლიანდაგზე, კომპანია „გაზპრომის“ აღნიშვნით ვაგონები დგას. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ ვაგონებით სანქცირებული პროდუქტი არ შემოუტანიათ. „საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება. ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი [მაზუთი], რომელიც …
Continue reading “ვაგონები ბათუმში წარწერით „გაზპრომი“ – რა განმარტეს საქართველოს რკინიგზაში”
ქალებზე მოძალადე კაცები საპატიმროებში ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს ამბობენ
ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა არ სარგებლობს პროგრამით, რაც ძალადობრივი ქცევის შეცვლას ითვალისწინებს – ეს ირკვევა პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიშით, სადაც განხილულია, როგორ ასრულებს საქართველო „სტამბოლის კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს. „სტამბოლის კონვენცია“ ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მათ შორისაა მოძალადე კაცებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა, რაც საქართველოში 2019 …
Continue reading “ქალებზე მოძალადე კაცები საპატიმროებში ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს ამბობენ”
როცა გზაზე გავლა „საფრთხეს ქმნის“, მაგრამ მეზობელი აღდგენის წინააღმდეგია – შემთხვევა ხულოში
„ვაპირებ, ამაღამ ხულოს მერიასთან დავრჩე, ვიდრე გზას არ გამიკეთებენ,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის სოფელ კვატიაში ცხოვრობს და მის სახლთან მისასვლელი გზის გამაგრებას ითხოვს, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, „საფრთხეს ქმნის“. შადიმან ხოზრევანიძემ 2022 წლის მარტში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ღამე გაათია სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით. მოქალაქის თქმით, მისი მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა. ამჯერად მოქალაქე შიდასასოფლო …
ურიგოდ გამოცდის ჩაბარება 250 ლარად – რას განმარტავენ შსს-ში მართვის მოწმობის გაძვირებაზე
„დაახლოებით 90% ვერ აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში, ამის ბევრი ობიექტური მიზეზია, რაც არ არის მძღოლობის მსურველის ბრალი,“ – გვითხრეს ბათუმისა და თბილისის 6 ავტოსკოლაში, სადაც მართვის მოწმობის გართულებულ და გაძვირებულ გამოცდებზე საუბრობენ, თუმცა არ სურთ ვინაობის გამხელა. „ჩვენ დაგვაბრალებენ, ვერ ასწავლესო“, – დასძინეს მათ. შსს-ში ადასტურებენ იმას, რაც ავტოსკოლებში დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაზე …
რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი
„თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა [საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება], ან გავიდეს ხელშეკრულებიდან,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ონლაინშეძენაზე, რაც ამ დრომდე საქართველოში სამართლებრივად დარეგულირებული არ იყო. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ უკვე 2022 წლის ივნისიდან ონლაინშესყიდვების დროს დისტანციურად ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით, …
Continue reading “რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი”
გამოჩნდა, რომ მკაცრი კანონი არ იღებს შედეგს – ინტერვიუ მოზარდების ლიბერალურად დასჯაზე
მოზარდებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნების დასჯის კუთხით ლიბერალური მიდგომები ამოქმედდა – განრიდება პატიმრობის ნაცვლად. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლიდან მოქმედებს. პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის ჯამური მაჩვენებელი იყო 665 [აქედან 203 შემთხვევაზე დევნა დაიწყო, ხოლო 462 განრიდება გაფორმდა]. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, 2019 …