რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა – ნახეთ საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა. ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია. აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – …

რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას

შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის. „რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა …

ზღვაში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

შავ ზღვაში, ბათუმის სანაპიროსთან დაანონსებულ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა. „შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები,“ – ჩაწერა დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განსაღვრავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს“. 26 ივლსს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა …

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ალბათ სისასტიკის სპირალი გაიზრდება“ – ცუდი მოლოდინი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ომიდან იგებს ამბებს, როგორ უსწორდებიან რუსები უკრაინელ ტყვეებს. ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსები სისასტიკით და სარაკეტო თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის და ევროპის „გამოფიტვას“, უკრაინელები კი, დასავლეთიდან აღჭურვილობას ელიან, რითაც კონტრშეტევა წარმატებით უნდა შეძლონ. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე ისვრის და აშშ მიაწვდის უკრაინას, …

„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

„პირველი აგვისტოდან ქუჩაში ვრჩებით. იქნებ სეზონის დასრულებამდე მაინც გაგვაჩერონ სასტუმროში, 300 ლარად სად ვნახოთ ბინა?“ – კითხულობს ტატიანა პოდვინცოვა, ის კიევიდანაა და მარტიდან, შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. უკრაინიდან ომის გამო ლტოლვილები დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი აგვისტოდან უკრაინელი ოჯახები ბინის დასაქირავებლად 300-300 ლარს მიიღებენ და სასტუმროში ვეღარ იცხოვრებენ. …

როგორია ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების ჯანმრთელობა მოწამვლის შემდეგ

„მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება კლინიკაში, დანარჩენი ყველა გამოწერეს და კარგად არიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის წარმომადგენელმა, გია ლომინაძემ. გუშინ, 28 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან დაახლოებით 30 თანამშრომელი [სამკერვალოს ადმინისტრაციის ინფორმაცია] ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალოს თანამშრომლები გუშინ საუბრობდნენ სპეციფიკურ სუნზე, რაც მათი თქმით, გაზის სუნი იყო, „აჭარა …

რატომ აგებენ ასფალტს წვიმაში, ღამით? – „უვარგისი ასფალტი გავიტანეთ“

წვიმის დროს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერგეს მონაკვეთზე ასფალტის დაგებას მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე შეესწრო და ფეისბუქლაივი ჩართო. ფეისბუქლაივში ჩანს, რომ ღამით მუშაობს მძიმე ტექნიკა, სპეციალური განათების გარეშე და ასფალტს აგებს. მერაბ ღოღობერიძეს ასფალტის დაგების პროცესში ჩართული ადამიანები პასუხობენ, რომ კომპანია „ახალი გზა“ აწარმოებს სამუშაოებს და „უფროსი ადგილზე არ არის“. წვიმის დროს, ასფალტის დაგების კადრები 24 ივლისს, …

პოლიციის 12 ავტომანქანით საქეიფოდ რესტორანში და გვარამიას პატიმრობა „მანქანის საქმეზე“

სასაზღვრო პოლიციის 12 ავტომანქანა „ბათუმელებმა“ გონიოში, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში 16 ივლისს, შუადღისთვის დააფიქსირა. რესტორნის ეზოში შეკრებილები, ძირითადად კაცები, მას შემდეგ დაიძრნენ რესტორნისკენ, რაც შავი ჯიპი ჩამოდგა და იქედან სავარაუდოდ ხელმძღვანელი გადმოვიდა. დამხვდურებს სავარაუდო ხელმძღვანელმა მოუწონა შენობის ექსტერიერი და იმედი გამოთქვა, რომ სამზარეულოც ასეთივე საინტერესო და ხარისხიანი იქნებოდა. შაბათს, არასამუშაო დღეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები …

„არიან პირადი და ანგარების მოტივებით“ – რიჟვაძის მორიგი ბრალდება ოპონენტებს

„რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ძირითადად მოტივირებული არიან პირადი და ანგარების მოტივებით, ცდილობენ ამ პროგრამის მაქსიმალურ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ავარიული სახლების პროგრამის“ მიმართ კრიტიკაზე. კრიტიკულ და საქმიან მოსაზრებებზე პასუხის გაცემის, ან გათვალისწინების ნაცვლად, თორნიკე რიჟვაძემ ბრალ დასდო ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ ბათუმის მერს …

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ში მოადგილე აღარ არის – „ოჯახური პირობების გამო წავედი“

უკვე 9 თვეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ბოლო ორი თვეა სააგენტოს არც მოადგილე ჰყავს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ემზარ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა. „ოჯახური პირობების გამო წამოვედი. ეს ჩემი, პირადი გადაწყვეტილება იყო… ადვოკატურას დავუბრუნდი,“ – უთხრა ემზარ პაქსაძემ „ბათუმელებს“ და უარყო სხვა მიზეზი, უთანხმოება, ან კონფლიქტი აჭარის …

მანქანების მითვისების და თაღლითობის ბრალდებით შსს-მ 12 პირი დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და მანქანების მითვისების ფაქტზე შსს-მ 12 პირი დააკავა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში. დაკავებულთაგან 6 პირს ბრალი წარუდგინეს. „ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს… ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი, არც …

რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში – 23 კორპუსის მონაცემი

„კომუნიკაციას ვახერხებთ, ვცდილობთ, შევასწავლოთ ქართული, თუ ვერ იგებს, უნდა გააგებიო, როგორმე, რა უნდა ქნა?“ – ამბობს ბათუმელი გიგა ქამადაძე. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ამხანაგობის შეკრებებზე თანამობინადრე რუსეთის მოქალაქეების აზრის მოსმენა, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდება რუსულ ენაზე უწევს. ამ მისამართზე მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის, აჩიკო კახაძის თქმით კი, მათ კორპუსში, ბინის …

დაკავებული ოპოზიციონერი, რომელიც პოლიციას მანქანიდან გაექცა სააპელაციომ გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბაჩი მექვაბიშვილი. ეს ის ოპოზიციონერია, რომელიც პოლიციელებმა ბათუმში, 2022 წლის 19 თებერვალს დააკავეს, მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. 2022 წლის 19 თებერვალს ბაჩი მექვაბიშვილი და ენმ-ს სხვა აქტივისტები ბათუმის „ჰილტონში“ …

მანქანები მწვანე გაზონზე ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე – ფოტო

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიასთან“ მსუბუქი ავტომანქანები გაზონებზეა გაჩერებული. უკვე გათელილ მწვანე ზოლზე შეყენებულ ერთ-ერთი მანქანას კი სულაც რუსეთის სახელმწიფო ნომერი აქვს. ფოტოები წუხელ 25 ივლისს არის გადაღებული. ბათუმის ქუჩებში მძღოლების მიერ მანქანების ტროტუარებზე ჩაყენება, ანუ პარკირების წესების დარღვევა, უკვე წლებია ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუმცა, წელს აშკარად „ახალი ტენდენცია“ იკვეთება – მანქანებს პირდაპირ მწვანე გაზონებზე ან სულაც …

რატომ გაუშვეს „დინამო“ ბათუმიდან მეკარე ლაზარე კუპატაძე

„ოფიციალურად დღეიდან ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე. ის არ აკონკრეტებს, რის გამო დატოვა „დინამო“, თუმცა ფეისბუქსტატუსში უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიას კლუბის მფლობელთან შელაპარაკებაზე. „ბათუმის დინამომ“ წარუმატებელი სვლა კუპატაძეს დააბრალა და გუნდიდან გაუშვა. ლაზარეს და კლუბის მფლობელს შორის შელაპარაკება მოხდა, ბათუმელი მეკარე კი შეხვედრის ადგილიდან დაცვის …

რომელი მინისტრი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს აჭარაში

აჭარაში, მინისტრებს შორის ყველაზე მეტს საწვავს ჯაბა ფუტკარაძე ხარჯავს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე ნაკლებს კი, მაია ხაჯიშვილი – აჭარის განათლების მინისტრი. ეს სამინისტროებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით ჩანს. ჩვენ 2021 წლის, ასევე 2022 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემებს გავეცანით. მინისტრების ხარჯები საწვავის მიხედვით ასე გამოიყურება: წელს, იანვრიდან ივნისამდე აჭარის ფინანსთა მინისტრმა დახარჯა 1826 …

ქობულეთში ბულვარი გააგრძელეს და ხელახლა გახსნეს

დღეს, 24 ივლისს, ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს. ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს 2021 წლის ივლისშიც, თუმცა ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბულვარი ამჯერად ახალ მიმართულებაზე მოეწყო და ძველი ბულვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით გაგრძელდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ბულვარი  [მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე] მოეწყო პროგრამის ფარგლებში – „განახლებული რეგიონები“ და ბიუჯეტიდან 8 …

„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს მოლოდინი აქვს მსახიობ ოთარ ქათამაძეს, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ამჯერად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარი იქნება. მსახიობს უმყარდება შეხედულება, რომ „სრულიად კულტურაში მყარდება კონტროლი“. კონკურსის გარეშე ბათუმის დრამატული თეატრის …

ბათუმი – თბილისის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. 25 ივლისიდან მატარებლით მგზავრობის ღირებულება იქნება: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი – 74 ლარი, ბიზნესკლასი – 124 ლარი. ამ დრომდე ბათუმი -თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავბრობა 25 ლარი ღირდა. „ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს …

2,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი დაწვეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს. „ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს“ – აცხადებს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა …

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

ამერიკული სტანდარტით 63 „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოსო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლის, რა აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას ომის პირობის შესაცვლელად. განსაკუთრებულ ყურადღებას ვახტანგ კაპანაძე „ჰაიმარსებს“ უთმობს და იმ დღეს იხსენებს, ხიდებსაც რომ დაარტყეს უკრაინელებმა ხერსონში „ჰაიმარსებით“. მართალია, ხიდები არ დანგრეულა, მაგრამ გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიმარტავს, რომ მსგავსი დარტყმების …

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში აღებული სასმელი წყლის ლაბორატორიულ დასკვნას ეხება. დასკვნის მიხედვით, სასმელ წყალში აღმოჩნდა E.coli [იგივე ნაწლავის ჩხირი] და Streptopcocus faecalis. დასკვნა 14 ივლისს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობისთვის შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სოფელში დაგვიდასტურეს, …

10 წელი მიუსაჯეს კაცს ბათუმის ნარკოლოგიურის ცენტრის ეზოში მომხდარი მკვლელობისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს განზრახ მკვლელობისთვის. საუბარია 2021 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასაც ედავებოდა პროკურატურა. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების …

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, …

„რუსები თარჯიმანს სასამართლოშიც აღარ იყენებენ“ – ბათუმელი ადვოკატი

„თარჯიმნებსაც აღარ იყენებენ… მალე რუსულად დავიწყებთ პროცესის წარმართვასაც სასამართლოში, ეგ დრო მოსულა,“ – წერს ადვოკატი ლელი ბჟალავა „ფეისბუქში“. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს რუსულენოვან მოქალაქეს, რომელსაც სასამართლოსგან კონკრეტული დოკუმენტაციის ჩაბარება სურდა, სასამართლოს თანამშრომელი რუსულ ენაზე ესაუბრა. ადვოკატის თქმით, რუსულენოვანმა მოქალაქემ სასამართლოდან ინფორმაციის ჩაბარების დოკუმენტსაც რუსულ ენაზე დააწერა „ჩავიბარე“. „ეს მოხდა სასამართლოს ფოიეში, …

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობს იმას, რომ ოზთურქს შესაძლოა ნარკოდანაშაულის გარდა, …

რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან ერთმანეთში მოკავშირეებს დაინახავენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მოტივით, ეს ძალა აიძულებს ხელისუფლებას, ევროპული კურსი ჰქონდეს. „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელიც საქართველოს ქალაქებში ხვდება ადამიანებს და მათ „ევროპული ფორუმის“ იდეას აცნობს. ფორუმი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის …

ბათუმში ფეისბუქზე პოსტის გამო მოქალაქე დააკავეს – „ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება“

ფეისბუქზე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბათუმში, ადმინისტრაციული წესით, მოქალაქე ხვიჩა შაქარიშვილი დააკავეს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 16 ივლისს საქმის განხილვა გადადო, რადგან დაცვის მხარე საქმის მასალებს არ გასცნობია. ხვიჩა შაქარიშვილი ამ დროისთვის თავისუფალია, ის 48 საათით იყო დაკავებული. საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სამართალდარღვევა დადგინდება, მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, რა იქნება მისი სანქცია, შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციული პატიმრობაც. „ეს …

„ეს იქნება რუსების ბოლო წარმატება უკრაინაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„სარაკეტო თავდასხმებით რუსეთს სურს დასავლეთის გადაღლაც,“ – ეს ეჭვი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ფრონტის ბოლო ამბებს ეცნობა. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინა დათმობაზე წამოიყვანოს, ცეცხლი შეწყვიტოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, აგვისტოში გაირკვევა, მიაწვდის თუ არა შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთი უკრაინას. „თანაც სათანადო რაოდენობითო“ – ხაზს უსვამს ის და ითვლის, …

„ბათუმის ჩაბეტონება გაგრძელდება“ – რა სქემის დაკანონებას აპროტესტებს ენმ საკრებულოში

„ბათუმის საკრებულო აკანონებს კორუფციულ სქემას, რითაც ბათუმის ჩაბეტონება და ქაოსი გაგრძელდება,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 15 ივლისს, ბრიფინგი მოაწყო და იმ დადგენილებების პროექტები გააპროტესტა, რომლის მიღებასაც ბათუმის საკრებულო 19 ივლისის სხდომაზე აპირებს. საუბარია ავარიული სახლების პროგრამის მიზეზით შეცვლილ სამშენებლო კოდექსზე – ბათუმის მერს k 2-ის, ანუ სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა …

„ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა“ – ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

„ლოზუნგებით ნუ იაზროვნებ, იაზროვნე ღრმად, დასვი კითხვები“ – ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილისთვის ესაა ვაჟა-ფშაველას მთავარი სათქმელი დღეს არსებული გამოწვევების დროს. 161 წლის წინ ვაჟა-ფშაველა დაიბადა. „ბათუმელები“ ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა ვაჟა-ფშაველას იმ ხედვებზე, რის გამოც მას ევროპელ ქართველ მწერლად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, მაგალითად, როგორ წარმოედგინა ვაჟა-ფშაველას აქტიური მოქალაქე? ბატონო ლევან, დღევანდელი გამოწვევების დროს, ევროინტეგრაციის გზაზე ვაჟა-ფშაველას გზავნილებიდან რომელია …

რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

„ბათუმის მერიამ სკვერებსა და პარკებს არაკომერციული დატვირთვა უნდა დაუბრუნოს“, – აცხადებს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 14 ივლისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან არსებულ სკვერში ბრიფინგი გამართა. „ამ ფონზე, როცა ათასობით სოციალური დაუცველია ქალაქში, მრავალშვილიანი ოჯახი, მერია ცდილობს შემოსავლები გაზარდოს სკვერებისა და პარკების კომერციალიზაციის გზით და არ ფიქრობს იმ პატარა ბათუმელებზე, რომლებსაც ამ ატრაქციონების …

დასრულდა ტენდერი, რომელიც ბათუმში 3 ავარიული სახლის აღდგენას ითვალისწინებს

დასრულდა ტენდერი, რომლის პირობების მიხედვით, ბათუმში სამი ავარიული სახლი უნდა აღდგეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ცნობილი არაა, რომელ მისამართზე იმუშავებს კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო. ბათუმში სულ 118 ავარიული სახლია. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბათუმის მერიის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ „ურბან სინერგი“ ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 999 973 …

რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ

„პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არის… ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით,“ – მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი. ის დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტარების განცხადებებს უსმენდა საქართველოს შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე. კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიდრე დასავლეთში ექნებათ განცდა, რომ საქართველოში რეალურად პოლიტიკურ ძალებს …

ლავასოღლისთვის მიმართვის გამო „ქურდული სამყაროს“ 7 წევრი დააკავეს – ფინანსური დავები

შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. ფინანსური დავების დროს …

რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით? დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს. იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა …

Exit mobile version