მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს რამდენიმე სოფელში თოვლის გამო დენი გაითიშა

07.01.2023
ხულოს რამდენიმე სოფელში თოვლის გამო დენი გაითიშა

ხულოს რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიზეზი დიდთოვლობაა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

7 იანვრის დილის 12-ის ნახევრისთვის დენი არ მიეწოდება დიოკნისის და რიყეთის თემის სოფლებს. ამ სოფლებში დენი, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 6 იანვრის საღამოს გაითიშა. ენერგოკომპანიაში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ სოფლებში დაზიანების ადგილები ნაწილობრივ დადგენილია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სხვა დაზიანების ადგილების დასადგენად… რაც შეეხება ღორჯომის თემის სოფლებს და ასევე სოფელ ვაშლოვანს, აქ შუქი მალე ჩაირთვება“ – გვითხრეს „ენერგო-პროში“.

ხულოში ამ წუთებშიც თოვს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 15-20 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში და კურორტ გოდერძიზე კი, 40-50 სანტიმეტრი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელ გზებს, „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს და მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.

დაბა ხულო / 7.01.2022

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9 იანვარს ღამით და დილით მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს [10 და 11 იანვარს კი] მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: