მაღალმთიან აჭარაში სულ უფრო მეტად იგრძნობა შემოდგომა. მაღალ მთებში პირველი თოვლი 10 ოქტომბერს მოვიდა.
Author Archives: ნინო ართმელაძე
„დაისაჯონ ზონდერი პოლიციელები, მოვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს“ – აქცია ბათუმში
ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი კარვების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იმ პოლიციელების დასჯა, „რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ბოროტად სარგებლობენ თავიანთი უფლებამოსილებით“; ასევე, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაინაცვლეს ჯერ აჭარის უმაღლესი საბჭოს, შემდეგ კი – სპეციალური …
დაცარიელებული იალაღი საბერწიის მთაზე | ფოტოამბავი
ეს შუახევის მთაა, რომელსაც ადგილობრივების თქმით სამი სახელი აქვს: საბერწია, მთისკალთა და დღვანის მთა. საბერწია ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, თურქეთის საზღვართან მდებარეობს. მთის ძირში საზაფხულო იალაღია, სადაც ყველაზე ახლოს მდებარე, შუახევის სამი სოფლის: დღვანის, გოგინაურისა და კვიახიძეების მოიალაღეთა სახლებია. ხის სახლების მდგომარეობის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრია, რომ იალაღი თითქმის მთლიანად დაცლილია. ბევრ სახლს გამოცლილი აქვს საყრდენი …
Continue reading “დაცარიელებული იალაღი საბერწიის მთაზე | ფოტოამბავი”
„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება
„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ …
Continue reading “„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება”
ადამიანები, დაკეტილი სახლები და ნისლი მერიაყელის იალაღზე | ფოტოამბავი
ეს შუახევის იალაღია, მერიაყელი, რომელიც საყორნიას მთასთან ახლოს მდებარეობს. ახლა მერიაყელის იალაღზე სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია. მემთეურმა ქალებმა, რომლებსაც აქ შევხვდით, გვითხრეს, რომ ბევრი სახლის კარი უკვე აღარ იღება, ნაწილს კი მხოლოდ რამდენიმე კვირით ესტუმრებიან დასასვენებლად და ისიც, ძირითადად, შუამთობის დღესასწაულზე. მემთეური ქალებისგან გავიგეთ ისიც, რომ მობილური ტელეფონები მათ სახლებში არ იჭერს და უწევთ გორაზე, …
Continue reading “ადამიანები, დაკეტილი სახლები და ნისლი მერიაყელის იალაღზე | ფოტოამბავი”
პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან
ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ. ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა. 17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის …
Continue reading “პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან”
103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“
ხულოს სოფელ დიოკნისში, ტყესთან ახლოს 103 წლის ზულბიე ძირკვაძე ცხოვრობს, რომელიც თავს სოფელში ყველაზე დაფასებულ ქალს უწოდებს ასაკის გამო. „ჩემი ტოლი ამ სოფელში აღარავინაა. მთელი სოფელი მაფასებს და ყველა მემადლიერება“ – ამბობს ზულბიე. ზულბიე პოპულარული მზარეული იყო და ხშირად იწვევდნენ ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულის მთავარი კერძების მოსამზადებლად. ასევე, იყო ექიმბაშიც. ამბობს, რომ წამლებს ამზადებდა დამწვრობისა …
Continue reading “103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“”
ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი
2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს. დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი …
Continue reading “ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი”
ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ
რამდენიმე დღის წინ, ჩემი ამერიკელი მეგობარი ხულოში იყო. გულუბრყვილოდ მივწერე, მისი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა. ნეტა, რას ველოდი, რას მოვისმენდი – რომ ხულოს ბუნებამ აღაფრთოვანა? საშინელი გზისგან დაქანცულიყო. ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მოკლედ მომიჭრა, გზაზე ჯაყჯაყისგან ვითიშებიო და დამემშვიდობა. მთელი ცხოვრება, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდი, სოფლიდან და იალაღიდან ფეხი არსად გამიდგამს. ვუყურებდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, მეზობლები, მთელი …
Continue reading “ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ”
ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის. თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე …
Continue reading “ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი”
რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video
თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“. კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ. გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც …
Continue reading “რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video”
83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე
დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“. „ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. …
Continue reading “83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე”
„სკოლაში ჩემი როლი დავინახე“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულის მასწავლებელი ალგეთიდან
31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა. …
უთქმელი ამბები, რომლებიც ქალებს გუდავს
ვიცი, რომ 40 წლისაა. ვიცი, რომ 15 წლის გაათხოვეს, 25 წლის კაცს გაურიგეს. ვიცი, რომ ორი შვილი ჰყავს. ისიც ვიცი, რომ ქმარს გაშორდა, მაგრამ არასდროს მიკითხავს როდის ან რატომ. სიტყვას მოვაყოლე, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხება და ერთგან იმასაც ვიკვლევ, შეიცვალა თუ არა სოფელში ქალების ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრიც ვუთხარი …
„არა რუსულ ფრენებს, არა კლანურ სასამართლოს“ – ახალგაზრდები ბათუმში აქციას გამართავენ
დღეს, 23 მაისს, საღამოს 6 საათზე ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ახალგაზრდები მსვლელობას გამართავენ. „მსვლელობის მთავარი მიზანია, რუსებით სავსე ბულვარში ქართული სულის დემონსტრირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს უთავმოყვარეო პოზიციის გაკრიტიკება (ეროვნული თავმოყვარეობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით) და კლანური სასამართლოს არსებობის გაპროტესტება” – ვკითხულობთ ახალგაზრდული ორგანიზაციის, “დაფიონის” ფეისბუქგვერდზე, სწორედ ეს ორგანიზაციაა მსვლელობის ორგანიზატორი. მსვლელობის მონაწილეები ბულვარის გავლით ევროპის მოედანზე …
ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“
ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია. ხათუნა ამბობს, რომ სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია. ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან …
„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები
მაღალმთიან აჭარაში მეწყრით დაზარალებულები აჭარის მთავრობისგან დახმარებას ელიან. მეწყრული პროცესების გათვალისწინებით წელს ყველაზე მოწყვლად ადგილად გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტი დაასახელეს. 6 მარტს ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა და ოჯახს, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, არ დარჩა არც მიწა, რომელზეც ცხოვრება საფრთხის შემცველი არ იქნება. ისინი ახლა ქირით ცხოვრობენ. …
Continue reading “„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები”
რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“
თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა. ბატონო დათო, …
„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ
ბათუმში ბინის ქირის გაზრდილ ფასზე საუბარს შესაძლოა უკვე ყველგან შეესწროთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სოციალურ ქსელებში. ბინების გაქირავების ბაზარზე სიტუაცია ბათუმში განსაკუთრებით მწვავდება ახლა, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას ითხოვენ მაისის ბოლომდე იმ მიზეზით, რომ ბინა სეზონზე დღიურად ტურისტებს მიაქირაონ. რას სთავაზობს ბაზარი ამ შემთხვევაში სტუდენტებს ან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ …
Continue reading “„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ”
ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება
ბათუმში, ტროტუარებზე, კაფეების მესაკუთრეებისთვის მსუბუქი კონსტრუქციები უკვე საკმარისი აღარაა – არაერთმა კაფემ ტროტუარზე, ათვისებულ ნაწილში, რკინის ბოძებით ჩაბეტონებულ ჩარჩოებში დაბურული მინები ჩასვა და ზოგიერთმა უკვე ტროტუარის „საკუთარი ნაწილის“ მეტლახით მოპირკეთებაც კი დაიწყო. ტროტუარებზე კვებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ნებართვებს ბათუმის მერია გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, 62 წლის უსინათლო მოქალაქისთვის, ზურაბ …
Continue reading “ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება”
ძენწმანის, ზვარეს და გულების მეჩეთები – დასანგრევად განწირულ ძეგლების ამბავი ქედაში | ფოტო
“ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა”, – ასე ჰქვია „ბათუმელებში“ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოქვეყნებიდან მალევე ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მომწერა თბილისიდან: „ძალიან განვიცდი აჭარაში ამ ძეგლების სიკვდილს რომ ვაკვირდებიო“. სტატიიდან მალევე არამუსლიმები, მუსლიმები, თუ ათეისტები უახლოეს უქმე დღეს წავედით ბათუმიდან ქედაში, ზვარეს მეჩეთისა და სხვა ძეგლების მოსანახულებლად. მზიანი დღე …
ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს
დაბა ქედაში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 7 მილიონ 80 ათასი ლარით გამოაცხადა. სოციალური სახლი ქედაში, თამარ მეფის ქუჩა N9-ში უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მითითებულ მისამართზე დააპროექტოს შენობა, შეადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყებს მშენებლობას. ამ ყველაფრისთვის კი, ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე [2 წელი ექნება]. სამუშაოები ტერიტორიის შესწავლას, …
Continue reading “ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს”
რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. წყლით დაიფარება იუსუფელში მდებარე ძეგლებიც. რამდენიმე კვირის წინ იუსუფელში ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა. ისტორიკოსი ბუბა კუდავა იუსუფელში მათი ვიზიტის შესახებ გვიყვება. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორი მდგომარეობა დაგხვდათ ქალაქში? მოკლედ, მე-20-21-ე საუკუნეთა მიჯნიდან ჭოროხის ხეობაში შენდება …
Continue reading “რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან”
100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული
დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება. როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში. მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები. ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში …
Continue reading “100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული”
სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო
აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო. სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, …
როგორ აგროვებენ ფულს წალკაში სკოლის მოსწავლეები „ციფრული ოთახისთვის“
წალკაში, სოფელ ტბეთის სკოლის მოსწავლეების „ციფრული ოთახის“ მოსაწყობად „ორბელიანი მეტზე“ თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო. ეს სკოლა წალკის მე-2 საჯარო სკოლას მიერთებული სკოლაა, რომელსაც 32 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ჰყავს. აქ მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით ასწავლიან. რა სჭირდებათ ამ სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაყოფიერი სწავლისთვის და რა გზებით ცდილობენ მასწავლებლები ამ რესურსების მოძიებას, ამის შესახებ ინგლისური …
Continue reading “როგორ აგროვებენ ფულს წალკაში სკოლის მოსწავლეები „ციფრული ოთახისთვის“”
ბათუმში ველობილიკებს ღებავენ
ბათუმში ველობილიკების შეღებვა დაიწყეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „სამუშაოები დაწყებულია და მშრალი ამინდის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება“. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ქალაქში ველობილიკების მოსაწესრიგებლად. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ველობილიკებს ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საღებავის მარაგით აწესრიგებენ. „ამ ეტაპზე განახლდა ველობილიკის ზოლები ასათიანის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის კვეთამდე), ბაქოს ქუჩაზე (შავშეთის ქუჩის კვეთიდან „ბელუქსის“ …
„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან
ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია. მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება. „იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან …
ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი
20 წლის გვანცა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობას სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია. გვანცა გვიყვება, რა პრობლემებს ხედავს უნივერსიტეტში, რატომ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყება და რა შეიძლება იყოს სტუდენტების ნაკლები აქტიურობის მიზეზები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გვანცა, ჩვეულებრივ, აბიტურიენტობიდან აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადამიანებს, როგორი იქნება მათ მიერ შერჩეულ …
Continue reading “ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი”
ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”
„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან. ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის. „მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო. დაინტერესებული და …
Continue reading “ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია””
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს. იგი იმავე დღეს გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა, მისი თქმით, დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს. „აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 7 აპრილს დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის …
უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე
ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები გაჩერებულია სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე. ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები კი, მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდებოდა. შესაბამისი გრაფა ამ ვებგვერდზე რამდენიმე დღეა გათიშულია. „ვებგვერდი ეკუთვნის „ავტოტრანსპორტს“ და დაჯარიმების სტატისტიკა შესაბამის გრაფაში პროგრამულად, ავტომატურად აისახებოდა. შესაბამისად, რამდენი მძღოლი დავაჯარიმეთ, მაგალითად, დღეს, …
Continue reading “უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე”
„შვილები მზრდიდნენ 3 წელი“, – ქალი ხულოდან, რომელმაც მკერდის სიმსივნე დაამარცხა
3 შვილის დედა, 50 წლის მზია გულაბერიძე, ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. მან წლების წინ მკერდის კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, რომელსაც 6 წელი ებრძოდა. მზია იხსენებს, რომ მარცხენა მკერდის ხელით გასინჯვისას მოულოდნელად აღმოაჩინა სიმაგრე და სწორედ მას შემდეგ მიმართა ექიმს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გრძნობდა უმადობას, ოფლიანობას და მოდუნებას. ქალის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უყურადღებოდ არ …
Continue reading “„შვილები მზრდიდნენ 3 წელი“, – ქალი ხულოდან, რომელმაც მკერდის სიმსივნე დაამარცხა”
ბსუ-ს სტუდენტი – „გეპეის კორპუსში 2003 წელია“
19 წლის ილია აბულაძე ევროპისმცოდნეობას სწავლობს ბსუ-ში, ის მეორეკურსელია. როგორც ილიამ გვითხრა, გასულ სემესტრებშიც და ახლაც, ლექცია-სემინარების ნაწილი იმ კორპუსში უტარდება, სადაც ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ და სადაც, ასევე, სტუდენტებს შუალედური და დასკვნითი გამოცდები უტარდებათ ელექტრონულად. ამ კორპუსს სტუდენტები მოიხსენიებენ როგორც „გეპეის“ [წლების განმავლობაში ამ შენობაში ტექნიკური უნივერსიტეტი მდებარეობდა, რომელსაც გეპეის უწოდებდნენ]. ილიამ ფეისბუქზე, …
Continue reading “ბსუ-ს სტუდენტი – „გეპეის კორპუსში 2003 წელია“”
15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან
ჯაბა ბოლქვაძე, ხულოს სოფელ თაგოდან, საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი ზუგდიდში ჩატარდა 30-31 მარტს. ჯაბა 15 წლისაა, იგი 5 წელია, რაც დაბა ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს. „დარბაზში რომ მივიდე, ყოველდღე ხულო-თაგოს საბაგიროს ვიყენებ. არის მომენტები, როდესაც საბაგირო არ მუშაობს, ან ძლიერი ქარია და ფეხით მიწევს დარბაზში გასვლა, …
Continue reading “15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან”
„100 წერილი ბსუს“ – გამარჯვებული სტუდენტური პროექტი
ნინი კაკაბაძისა და ელენე კურტანიძის პროექტი – „100 წერილი ბსუს“, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს უნივერსიტეტი 3 -4 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს. ელენე კურტანიძე 23 წლისაა. მან ბსუ-ში გასულ წელს დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლა. ფიქრობს, რომ „100 წერილი ბსუს“ წიგნად იქცევა, რომელშიც ბსუ-სთან დაკავშირებული, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის …
Continue reading “„100 წერილი ბსუს“ – გამარჯვებული სტუდენტური პროექტი”