უმაღლეს საბჭოს დადგენილების გაბათილება სააპელაციო სასამართლომაც დაავალა

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში ორი წევრის უკანონოდ არჩევის თაობაზე. 

 

<!** Image 1 align="left" alt="აჭარის ტელევიზია" sub="აჭარის ტელევიზია" width="300" height="491" >

როგორი იქნება ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური

 

ბათუმის  ახალი რკინიგზის სადგურის სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები თამარის დასახლებაში რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. 

გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა“ რეფერენდუმს ითხოვს

  საზოგადოებრივი გაერთიანება  „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ „ნატოსთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრებმა ბრიფინგი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.   ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ რეფერენდუმი აჩვენებს დამოკიდებულებას, უნდა თუ არა საქართველოს საზოგადოებას „ნატოში“ გაწევრიანება.   „ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებას. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება. …

აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

 

2012-2013 წლების ფინანსური მონიტორინგის ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროებს არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ მიუთითა. შეფასებაში სიტყვები: „სარისკო“, „არამიზნობრივი“, „გადახრა“ და „უხარისხო“  სჭარბობდა. 

“ერი”, რომელსაც თვლემს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

„წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში


დღეს აჭარის ტელევიზია პირადი განცხადების საფუძველზე ორმა პროდიუსერმა დატოვა. ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზებზე „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი, დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი სოფო ჟღენტი საუბრობს.


<!** Image 1 align="left" width="300" height="876" >

მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

 

საჯარო რეესტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათში, მარადიდსა და აჭარისწყალში ასამდე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერებას სწავლობს. სააგენტო საჯარო განხილვებს ბათუმის იუსტიციის სახლში აწყობს. შეხვედრებს მესაკუთრეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სასამართლოში იმავე ნაკვეთებზე

საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს კომპანია „აჭარ-ენერჯი- 2007“, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. მოსახლეობის თქმით,
საკუთრების უფლების გაუქმებით ისინი მიწის ნაკვეთებისა და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე დარჩებიან. ეს ნაკვეთები მათ 2012 წელს დაუკანონდათ. „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ყოლბაიამ უპასუხა.

მოხუცთა მოვლის პროგრამა ბათუმში

 

 

ბათუმის მერია ხანდაზმულებისთვის ახალ – „მოხუცთა დახმარებისა და შინმოვლის პროგრამას“ იწყებს.

პროგრამით  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პენსიონერები ისარგებლებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათას შეადგენს. ხანდაზმულებს პროგრამის ფარგლებში კვირაში ორჯერ სამედიცინო და სოციალური მომსახურება გაეწევათ   

„შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის ფორმირება“ – პროექტის პრეზენტაცია

 

21 თებერვალს ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პროექტის პარტნიორები თურქეთიდან. 


ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს

 

ცხელი წყალი კვირაში ორჯერ, ყველა სართულზე ნესტისა და სადილის სუნით გაჟღენთილი საერთო სამზარეულო, რომელშიც მხოლოდ ერთი მაცივარი, ერთი მაგიდა და ელექტროგამათბობელი დგას _ ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელია, რომელიც უნივერსიტეტიდან დაახლოებით ათი კილომეტრის დაშორებით, მწვანე კონცხზე მდებარეობს.

სახელისა და გვარის შეცვლაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად

 

სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო და იუსტიციის სახლი საქართველოს მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავზობს –  სახელის ან/და გვარის შეცვლა ონლაინ.

აბიტურიენტობის ფასი

 

„მთელი წელი რეპეტიტორებთან მეცადინეობა დაახლოებით 3 600 ლარი მიჯდება, ამას დამატებული რამდენიმე საგანი, რომელიც საატესტატო გამოცდებზე ჩავაბარე, თუმცა ახლა ვფიქრობ, საატესტატოს ისეც ჩავაბარებდი, რომ არ მევლო რეპეტიტორებთან”, ამბობს ანა გვარიშვილი, რომელიც წელს აბიტურიენტია.  

ლიტერატურული კაფე წიგნის მაღაზიის ნაცვლად

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყველაზე ძველ, 110 წლის წიგნების მაღაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე შენობა სააქციო საზოგადოება „აჭარწიგნს” ეკუთვნის. დირექტორის, არსენ მგელაძის თქმით, სამ თვეში მაღაზიის ადგილზე ლიტერატურული კაფე იქნება. კაფეს „აჭარწიგნის” აქციონერები გახსნიან.

„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

 

თორნიკე სკოლაში სწავლობს, შაბათ-კვირას  მამას და ბიძაშვილს მიჰყვება სამუშაოდ ბათუმის ნაგავსაყარზე. ისინი, სხვა ათეულობით ოჯახის მსგავსად, აქ შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების  და ჯართის ჩაბარებით გამომუშავებული ფულით არსებობენ.  დედა სახლში ელოდება, პატარა ძმას უვლის. თორნიკე მიამბობს, რომ საღამოობით მანქანა მოდის, რომელსაც შეგროვებულ ბოთლებს აბარებენ. 

პროექტი სტუდენტების გასააქტიურებლად


სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული კოლეგია”, იწყებს ახალ პროგრამაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური აქტივობის გაზრდას, მათ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააქტიურებას უნივერსიტეტის პრობლემების მოგვარებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობის განხორციელებაში.

უსახლკაროთა თავშესაფრის პროექტი ბათუმში

 

ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დონორებთან სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს განიხლავენ.

გონიოს მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს

 

გონიოში მცხოვრები ორასამდე მოქალაქე დღეს, 17 მარტს აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. ისინი მოქმედ ხელისუფლებას  იმ მიწების დაბრუნებას სთხოვენ, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოართვა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან შეხვედრასაც ელოდებიან.

 

„ვფიქრობ, სტალინმა დიდი ცოდვა ჩაიდინა“

 

 

დიდი ბოროტების წლები

 

აიშე გოგიტიძე ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე ცხოვრობს. ის 86 წლისაა. სტალინური რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო, გადაასახლეს მისი მეუღლე რემზი სეიდიშვილი, მაზლი და დედამთილ-მამამთილი. „მე და ჩემს შვილებს გადასახლება არ შეგვეხო. ვერ გეტყვით რატომ. ჩემი მამამთილი ბოლშევიკების მხარდამჭერ პროკლამაციებს ავრცელებდა, მაგრამ მაინც გადაასახლეს… შვიდი წლის შემდეგ კი უთხრეს, რომ `შეცდომით მოხდა მისი გადასახლება“.

უბანი, სადაც ბავშვებს სუნის გამო გულისრევა აწუხებთ

 

ბათუმში, ბარცხანაში, ნავთობტერმინალის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას წლებია ნავთის სუნი აწუხებს. ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადებით, ტერმინალმა ახალი, გამწმენდი ფილტრები ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააყენა, რომელიც ჰაერში ნავთობის სუნის გაფილტვრასაც უწყობს ხელს, თუმცა, მოსახლეობის თქმით, მდგომარეობა არ შეცვლილა. ნავთობის სუნი მოსახლეობის უმეტესობას ისევ აწუხებს.

ალიკა ინწკირველმა ბულვარში სამუშაოები დროებით შეაჩერა

 

ბათუმის ბულვარში, ყოფილი ბუნგალოს ტერიტორიაზე მშენებლობა და მწვანე საფარის დაზიანება  ადგილზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა გააპროტესტეს. 

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

 

 

ყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე  „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ. კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბათუმელებს“ კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა. 

ერთი სიუჟეტის ისტორია

 

„მორალს მიკითხავ?“ –  მითხრა ჩემი საუბრით გაღიზიანებულმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, როცა საკუთარი მოვალეობა შევახსენე. დავით წეროძეს მანამდე არ ვიცნობდი, მასთან დაკავშირება ამავე სამსახურის სპეციალისტმა დალი მახარაძემ მთხოვა, რომელსაც მანამდე დავურეკე. დალი ფიქრობდა, რომ დავით წეროძეს უკეთ ავუხსნიდი, რა თემაზე მსურდა კომენტარი სამმართველოს თანამშრომლებისგან. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი დავითი ყოველნაირად ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე… ასეც მოხდა.

როცა ხელისუფლების არ სჯერათ

 

ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ადგილის აღწერა, ინფორმაციის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და ქართულენოვანი ვებ-გვერდის შექმნა. – 5 სოფლის თანხმობის შემთხვევაში აჭარის ხელისუფლება მზად არის ამ პირობების შესრულებაზე ვალდებულება აიღოს, იმ შემთხვევაში თუ კაშხლების აშენების გავლენით მოსახლეობა დაზარალდება. სოფელ გელაძეების რწმუნებული ემზარ გელაძე კი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვერ იქნება გარანტი ჩამოთვლილი პირობების შესრულების საქმეში, რადგან აჭარის მთავრობას ჯერაც არ დაუკმაყოფილებია ის ეკომიგრანტები, რომელიც სახელმწიფოს უკვე ჰყავს.

 

კამპანია „ეს შენ გეხება!“ – ისევ გისმენენ

 

ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დღეს, 14 მარტს, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას გააცნეს კამპანიის დაწყების შესახებ – „ეს შენ გეხება!“ კამპანიის მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაქციოს იგივე პრობლემაზე, რაც ცოტა ხნის წინ ძალიან აქტუალური იყო – სამართალდამცავების მხრიდან უკანონო თვალთვალსა და მოსმენაზე. არასამთავრობოების ინფორმაციით, სამართალდამცავებს შეუძლიათ ერთდროულად 20 ათას ადამიანს მოუსმინონ.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1798" >

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები გააფრთხილეს

 

გაფრთხილებული ვარ მოსალოდნელ გათავისუფლებაზე, შტატების შემცირებასა და გათავისუფლებაზე,  – დაახლოებით ამ შინაარსის გაფრთხილების აქტზე მთავრობის აპარატში დასაქმებულ 128 ადამიანს გასულ კვირას მოაწერინეს ხელი. ცვლილება შეეხება დეპარტამენტის უფროსებსაც, მათ, ვინც „უფლებამოსილების ვადით“ თუ „მუდმივად“ არის დანიშნული. ფაქტთან დაკავშირებებით განმარტებები „ბათუმელებთან“ მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ გააკეთა.

ბათუმში მცენარეებს იპარავენ

 

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერში, ერთწლიანი ყვავილების ნარგავებს მოსახლეობა იპარავს. 

კარვები აჭარის მთავრობის წინ

 

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ  მეექვსე დღეა შიმშილობენ. მათ მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი და იქ ითენებენ ღამეს. 

სამუშაო შეხვედრა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიასთან

 

დღეს, ქედის გამგეობაში, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ქიქავამ, სამუშაო შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ ადგილობრივ კომისიასთან. 

ჩანაწერები ციხიდან – ყვავი

  ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ქონდა, არც უბანავია არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ თავს იგიჟიანებსო.    დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე ეძინა მიწაზე, როცა ციოდა ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა …

სადილობა ტკბილეულით

 

„საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტკბილეულს სადილობამდე მიირთმევენ“ – გვეუბნება ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი სუზანი, რომელიც საქართველოში უკვე ორი წელია ცხოვრობს და ქართველი მოსწავლეების კვების კულტურასაც აკვირდება. როგორ იკვებებიან მოზარდები საქართველოში და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ დროთა განმავლობაში არაჯანსაღი ცხოვრების წესისგან?

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა


საჯარო რეესტრის ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია თებერვლის თვის სტატისტიკური და ანალიტიკური ანალიზი.


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

ცხოვრება ბარაკებში

 

თამარის დასახლებაში  59 ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. მოსახლეობა „ბათუმელებთან“ მძიმე  საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს. 

„მე გადასახლებაში დავიბადე“

 

მერი დიასამიძე 1952 წელს ყაზახეთში დაიბადა. დედა – ჰურიე სურმანიძე მასზე ცხრა თვის ორსული იყო, როცა ქმართან – შახბაზ დიასამიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ ორცვადან გადაასახლეს.

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

 

რაც ბათუმიდან თბილისში – „გაზეთ ბათუმელებიდან“ „ტელეიმედში“ გადმოვედი სამუშაოდ, არაფერი დამიწერია. წიგნაკი მოყვითალო-მონაცისფრო, გახუნებული ფურცლებით თაროდან რამდენჯერმე ამიღია, მაგრამ არაფერი დამიწერია. ნერვიული მოძრაობით უკან დამიბრუნებია, მინდოდა თუნდაც მედიამანიპულაციების  არქიტექტურაზე მეთქვა,  – მაგრამ  მაინც არაფერი დამიწერია.

სოფელ ღურტაში მთავრობა არ შეუშვეს

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ  ღურტაში მცხოვრები ოთარ  იაკობაძის ინფორმაციით, ერთი საათის წინ მოსახლეობამ გზა გადაკეტა იმ ადგილას, სადაც კაშხლები და გვირაბი უნდა აშენდეს. მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის წრამომადგენლებს შორის დაპირისპრება იმით დასრულდა, რომ არჩილ ხაბაძე და მისი თანმხლები პირები სოფელში არ შეუშვეს. 

უფასო გამოკვლევები მოსწავლეებისთვის

 

დღეს ბათუმის #3 საჯარო სკოლაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – „ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფებში“.  

Exit mobile version