ნეტგაზეთი • RU

კარვები აჭარის მთავრობის წინ

 

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ  მეექვსე დღეა შიმშილობენ. მათ მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი და იქ ითენებენ ღამეს. 

 

ანსამბლის აქცია თვეზე მეტია გრძელდება. ისინი უპირობოდ მოითხოვენ თემურ ქორიძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნებას.

 

ამ ხნის მანძილზე მათ შეხვედრები ჰქონდათ მთავრობის თავმჯდომარესთან, კულტურის მინისტრთან და სამინისტროს სხვა წევრებთან, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

 

„ჩვენთვის მიუღებელი იყო შემოთავაზება – თემურ ქორიძის ანსამბლის დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ, ეს კაცი კაბინეტისთვის არ არის მოსული. მას უნდა დასს უხელმძღვანელოს“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა ალეკო შენგელიამ.

 

გაფიცული ანსამბლის წევრები იმედს იტოვებენ, რომ მათ აქციებს შედეგი მოჰყვება.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი