სოფელი გოგინიძეები ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 40 ოჯახია, სულ 120 ადამიანი ცხოვრობს. აქ მეწყრული პროცესი 2011 წლის 6 აპრილს, საღამოს 5 საათზე განვითარდა. ადგილობრივი მოსახლეობის თვითმხილველების თქმით, ზვავს საშინელი ხმაური მოყვებოდა, მთის მასის ნაწილი მოდიოდა და ხეებიც მოყვებოდა.