„ამერიკან ტრეიდინგ კომპანიმ“, აზერბაიჯანისა და საქართველოს მომხმარებლებისათვის, არგენტინული მაღალი პროტეინის შემცველობის სოიოს შროტის მორიგი მიწოდება განახორციელა. კომპანია ძირითადად მუშაობს ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე, ასევე ფართოვდება მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალი, ძირითადად ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. კომპანიის წარმატებული საქმიანობა დაფუძნებულია ხარისხისა და რაოდენობის მკაცრ კონტროლზე, კლიენტებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, სოიოს შროტის მომხმარებელთა მოთხოვნების დროულ და ეფექტურ დაკმაყოფილებაზე.