„ადრეული ჩარევის“ პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის მერიაში

 

დღეს, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ აჭარის სამთავრობო უწყებების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

 

 

 

ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე შესაძლოა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს შემადგენლობიდან დაითხოვონ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბიძინა აფხაზავამ დაადასტურა. შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ საბჭოში საზოგადოება „ბათომის“ ორი წევრია, შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი. თუმცა საბჭოში მყოფი ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ასევე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველის დათხოვნა საბჭოდან? „ბათუმელები“  შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. 

აი ია

 

1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. 1865 წელს გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, 1876 წელს – „დედა ენა“, მას შემდეგ 138 წელი გავიდა _ საუკუნეზე მეტი, კაცობრიობამ ორი მსოფლიო ომი გამოიარა, ჩვენ საბჭოეთად წოდებულ შავ ხვრელში გავიარეთ, ადამიანმა კოსმოსში იმოგზაურა; კინო, ტელევიზია, რადიო და კომპიუტერი შექმნა;  მოდერნი პოსტმოდერნმა შეცვალა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტკომუნიკაციებმა განვითარების იმ ფაზას მიაღწია, რომ პლანეტის მასშტაბით ინფორმაციის გაცვლა წამებში ხდება. 

იზაურა & სავაში

 

იზაურა მაინც სულ სხვაა. ის პირველი შემოიჭრა საბჭოთა ეკრანებზე. მონა იზაურამ ყოფილი კავშირის მილიონობით ამხანაგის გული დაიმონა _ თუმცა, ეს მხოლოდ ლათინო-ამერიკული სერიალებით ცხოვრების დასაწყისი იყო…

იზაურას მოჰყვნენ მარიანები, კასანდრები, ხუანები და ვინ მოთვლის კიდევ სიყვარულისა თუ მუხთალი წუთისოფლისგან განაწამები რამდენი გმირისთის დაიღვარა მაყურებლის უმანკო ცრემლი. 90-იანებში სერიალები გახდა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებში საუბრის მთავარი თემა _ ჩვენ ხომ მაშინ სხვა პრობლემები არ გვაწუხებდა…

აქცია „ჭაჭის შადრევანთან“

 

 

დღეს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მწვანე ჯგუფი“ ბათუმში „ჭაჭა თაუერთან“ მშვიდობიანი აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები  ქალაქში ახალგაზრდული სკვერის – „მშვიდობის პარკის“ გაშენებას მოითხოვენ, სადაც განთავსდება ახალგაზრდებისთვის  ბიბლიოთეკაც.

მძღოლები ისევ გაიფიცებიან

 

 

დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ მძღოლების უფლებების დასაცავად ბრიფინგი გამართა, რომელიც შპს „სინოჰიდროსა“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებული მძღოლების მოთხოვნებს შეეხებოდა.  ავტობანზე დასაქმებული მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ავტობუსის მძღოლები კი საპროტესტო აქციას  12 თებერვლისთვის გეგმავენ.  

„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

 

ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს გავლილი ჰქონდა ყველა სახის ტესტირება, რაც კი განათლების სამინისტროს დღემდე ჩაუტარებია პედაგოგებისა და დირექტორებისთვის. დირექტორების გამოცდის პირველ ეტაპზე, სადაც დირექტორობის 800 მსურველი აბარებდა ტესტირებას, მიღებული ქულების მიხედვით, ის ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულს შორის მოხვდა. ამის მიუხედავად მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი გასაუბრების ეტაპზე „ჩაჭრეს“. 

„ეკლესია უნდა იყოს შემწყნარებელი“

 

 

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის… პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.“  –  ეს ამონარიდია პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციაც კი გაიმართა, სადაც მოქალაქეების ჯგუფმა ეპისტოლე გააკრიტიკა, მას „არაქრისტიანული“ უწოდა და სუროგაციითა და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების სტიგმატიზაციის საფრთხეზე ისაუბრა.  თემას ბათუმშიც გამოეხმაურნენ. „პრესკაფეში“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ –  ფარგლებში დისკუსია გაიმართა თემაზე – „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“. 

ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად

 

ერთი წლის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა იყო. მოძიებული რესურსებით – ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი ლარი – უკვე დაფინანსდა 77 სტუდენტი.

დირექტორის პასუხი სახელმწიფო ანსამბლის წევრებს

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა ხუთ თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ ქორიძის დარჩენას მოითხოვდნენ. მათ საპასუხოდ ანსამბლის დირექტორმა ოთარ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. 

მემორანდუმი ბათუმის ავტოტრანსპორტსა და შშმ პირთა ორგანიზაციას შორს

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ინიციატივით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დასაქმდებიან.  ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ორგანიზაციასა და ბათუმის ავტოტრანსპორტს შორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაფორმდა. 

ბათუმის მერი გადადგომის მიზეზს განმარტავს


ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეცვალა თავისი ორი კვირისწინანდელი განცხადება, როცა ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა: „დავწერე განცხადება გადადგომაზე იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პარტიული და ჩემს საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერდნენ. გამომდინარე აქედან, საზოგადოებაც დაიბნა და მეც მინდა ვიცოდე, რა მიმართულებით წავიდე. თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მოვძებნი იურიდიულ გზებს იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით წავიდეთ“. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

ბათუმელი მეთევზეების პრობლემები

 

 

ბათუმი ყოველდღიურად ხუთ ტონა თევზს მოიხმარს. მოსახლეობა, რესტორნები, კაფე-ბარები შავ ზღვაში დაჭერილი თევზით მარაგდება. შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე თევზმჭერი ბრიგადაა, მათ თევზაობა ლიცენზიის გარეშე შეუძლიათ. თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზია კი 5 კომპანიას აქვს. მეთევზეთა ორივე ჯგუფს,  ლიცენზიანტებსაც და თევზმჭერ ბრიგადებსაც საერთო პრობლემა აქვთ –  არ ჰყოფნით სივრცე, რომელიც მათ სათევზაოდ აქვთ გამოყოფილი. 

საბჭოური სვირინგების ისტორიები

 

 

სვირინგი საბჭოთა ადამიანის სხეულზე ხშირად სასჯელის მოხდასთანაა გაიგივებული. თუმცა, იმ დროს სვირინგებს მეზღვაურები, სამხედროები, მუსიკოსები ან უბრალოდ, რომანტიკული მოზარდებიც იხატავდნენ. შესაბამისად, საბჭოთა სვირინგი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, სტილისტურად კი _ ერთფეროვანი.

მარიამ კოჩალიძის ოჯახი გამოიებას მარიამის ნივთებს სთხოვს


<!** Image 1 align="left" alt="მარიამ კოჩალიძე" sub="მარიამ კოჩალიძე" width="300" height="1365" >

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახი გარდაცვლილის ნივთების დაბრუნებას ითხოვს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კი, ვიდრე მკვლელობაში ბრალდებულს არ დააპატიმრებენ და გამოძიება საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში არ დასრულდება, პროკურატურა მარიამის ნივთებს, ტანსაცმელს, ჩანაწერების რვეულს და კომპიუტერს ოჯახს ვერ დაუბრუნებს.

ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

რა ხდება კიევში, ევრომაიდანზე, კამერებს მიღმა და როგორია ამ დროისათვის უკრაინელების განწყობა – ამ თემებზე „ბათუმელები“ ფოტოგრაფს, ირაკლი ძნელაძეს ესაუბრა, რომელიც უკვე ორი თვეა ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებს ფოტოზე აღბეჭდავს. 

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რეგისტრაცია მიმდინარეობს

 

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლების სურვილი აქვთ  დღეს დილიდან შეხვედრები იმართება. 

ინციდენტი ბათუმის საკრებულოს შენობაში

 

ბათუმის მერიისა და  საკრებულოს შენობის მისაღებში ინციდენტი მოხდა. ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის თანამშრომელი მერაბ ღოღობერიძე დაცვის პოლიციამ საკრებულოს შენობის მეორე სართულზე არ აუშვა. დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და ღოღობერიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

წერილი საკუთარ თავს – მარიამ კოჩალიძე

 

„(IV) წერილი საკუთარ თავს“, – ასე იწყება წერილი, რომელიც მარიამ კოჩალიძის ოჯახმა ცოტა ხნის წინ, მარიამის პირადი ნივთების დალაგებისას იპოვა. წერილი დალუქული იყო. ლურჯ ფურცელზე მარიამი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში თავის როლსა და მოქალაქეების გააქტიურების აუცილებლობაზე წერს. 

წიგნები ფასდაკლებით პრესკაფეში

 

20% და 60%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის  პრესკაფე წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. 

ქობულეთელი ხანდაზმულების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

 

ქობულეთის ხანდაზმულთა  რესურს ცენტრის  ბენეფიციარები ევრომეიდანზე შეკრებილ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ თავის ფეისბუქის გვერდზე  განცხადებას ავრცელებს. 

ვისია ქუჩა

 

რატომ არის ჩვენი ქალაქის ქუჩები და სადარბაზოები მოუწესრიგებელი და დანაგვიანებული, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში პასუხისმგებელია თუ არა მოქალაქე იზრუნოს გარემოზე –  დღეს ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. დისკუსიას, სახელწოდებით „ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება“, საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

 

„სოკარის“ განმარტება

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

20 იანვარს „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარასთან“ მომხმარებლების და კერძო კომპანიების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც არჩევანის უფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „სოკარ-ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილე და კომერციული უსაფრთხოებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა დავით ლეკიშვილმა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილემ ანტონ სამსონიძემ განმარტება გააკეთეს. 

ზედამხედველობამ მანდარინის გადამყრელები ვერ გამოავლინა

 

<!** Image 1 align="left" alt="მანდარინი" sub="მანდარინი" width="300" height="2432" >

 

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვერ გამოავლინეს კანონმდამრღვევი პირები, რომლებმაც მანდარინი მდინარეში გადაყარეს.

თოჯინების თეატრი ისევ რემონტშია

 

„პროექტში კორექტირების შეტანის, ტენდერის გამოცხადების და გამარჯვებული ფირმის მიერ სამუშაოების შესრულების გათვალისწინებით, თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მაისში დამთავრდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში „ბათუმის თოჯინების თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელმა მედეა ჩარკვიანმა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა



რამდენიმე საათის წინ ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონთან მეწყერი ჩამოწვა. თოვლის მასის ჩამოშლამ გზის ჩაკეტვა გამოიწვია. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც  მიმდინარეობს – გზას შპს „ზიმო-7“ ახორციელებს, მიმოსვლის აღდგენას კი ათეულობით ავტომობილი ელოდება.


ხვალ, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები დაიდგმება

 

 

ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ბანკებში პრობლემური სესხები აქვთ, ხვალ  მთავრობის სახლის წინ კარვებს გაშლიან. მოქალაქეებმა კარვების გაშლის ნებართვა დღეს ბათუმის მერიისგან გამოითხოვეს. აქციებს პერმანენტული სახე ექნება. 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მთავრობისგან

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 2014 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ინფორმაციით კი, პროექტის განხორციელებაზე ჯერ სამინისტროს ნებართვა არ გაუცია.

წიგნების ბაზრობა პრესკაფეში

 

ბათუმის პრესკაფეში “წიგნების ბაზრობაა” გამართული.  “ლოგოს პრესის”, “დიოგენეს”, “პალიტრას”, “სულაკაურის” და “ქარჩხაძის” საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურა 20%-50% ფასდაკლებით იყიდება.

ბათუმის ტაძრებში ნათლისღებას აღნიშნავენ [Photo]

 

ბათუმის საკათედრო ტაძარში  დღეს 150 ადამიანი მოინათლა. მათ შორის ჩვილი ბავშვებიც. საკათედრო ტაძრის დეკანოზ ანდრიას   თქმით გასულ წელს მონათვლის მსურველები უფრო მეტნი იყვნენ. 

ძველ ბათუმში ჭიშკრებისა და კარების დამონტაჟებისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ძველი ბათუმის უბანში ჭიშკრებისა და სადარბაზოს კარების დამონტაჟება წელსაც გაგრძელდება. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა განვითარების ფონდმა შესაბამისი  ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. 

უნივერსიტეტის ანსამბლის პრობლემები და წარმატება

 

 

„ეს არის ანსამბლი, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს” – ასე აფასებს ბათუმის უნივერსიტეტის სამოცდახუთწლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „ტბეთს” ქორეოგრაფ-ხელმძღვანელი ზურა სვანაძე. აჭარული, ქალთა ხორუმი, მთიელ ქალ-ვაჟთა ცეკვა, ვაჟთა მოხევური, ფარიკაობა, აფხაზური და თუშური – ეს იმ ცეკვების ჩამონათვალია, რომლებსაც ანსამბლი ასრულებს. 

ვაკანსია საბავშვო ბაღებში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება  ოთხი საბავშვო ბაღის პერსონალის დაკომპლექტების მიზნით კონკურსს გამოაცხადებს.  ვაკანსიები სოფელ ჭარნალის, ორთაბათუმის, ზედა და ქვედა ახალშენის საბავშვო ბაღებში გამოცხადეება. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ეროვნული კომისიის წევრების კანდიდატების შეფასება

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="421" > 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების საქმიანობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის რისკი არ გამოიკვეთა.

„ზამთრის სურათები“ – ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

 

დღეს  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში კალანდობის დღესთან დაკავშირებით  ეთნოგრაფიულ ექსპონატთა გამოფენა „ზამთრის სურათები“ გაიხსნა.

Exit mobile version