სიახლეები

ბათუმში მცენარეებს იპარავენ

12.03.2014 • 1328
ბათუმში მცენარეებს იპარავენ

 

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოქალაქეები არა მარტო ერთწლიან ნარგავებს, არამედ მრავალწლან მცენარეებსაც იპარავენ.

 

„მერიის წინ შესასვლელში, ორივე მხარეს ციკლამენები აკლია, ვერაფრით ვერ გავაჩერე.  აეროპორტში მოპარულია აბელიის ბუჩქები, ასევე  ვარდების სკვერში, ბაგრატიონის „მონატრების“ სკვერში… შუაღამით იპარავენ.  გონიოდან ჩაქვამდე დაცვას ხომ ვერ დაუყენებ მცენარეებს.“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

 

მისივე თქმით, გამწვანების სამსახური ასეთ შემთხვევებში საპატრულო პოლიციას მიმართავს, თუმცა არც შარშან და არც წელს არც ერთი პირი არ დაუჯარიმებიათ, რადგან მცენარეების ქურდებს ფაქტზე ვერ იჭერენ.  ეთერ მაჭუტაძის თქმით, წელს მცენარეების ქურდობისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 000 ლარია.

 

„სილამაზე და გამწვანება ყველა მოქალაქეს ეკუთვნის და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ხელი არ ახლოს.  ხალხის ცნობიერებაში ჯერჯერობით არ არის, რომ ეს არის საერთო საკუთრება, საერთო სილამაზე და მარტო უცხოელებისთვის არ კეთდება.“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე. იგი ამბობს რომ ხშირია მცენარის ტრანსპორტისაგან დაზანების შემთხვევებიც, რა დროსაც ტრანსპორტის მეპატრონემ მცენარის საფასური უნდა გადაიხადოს.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: