„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან

„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა. #12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, …

„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში

„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, …

„ვაიაფებთო და აძვირებენ“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებსა და მგზავრობის გაძვირებაზე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაძვირდა. რას ფიქრობს ხალხი ტრანსპორტის გაძვირებაზე, როცა „ოცნების“ მთავრობა საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობს? ელის ხალხი საკვებზე ფასების კლებას? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„არ არის კეთილი ბიძინა, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით“ – ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან

„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა …

„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“. „2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი“, – წერს გიოგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერვნული გმირია. 2008 წლის აგვისტოს ომის …

„8-წლიანი ძიება დასრულებულია, ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ – თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი, პლატფორმის – „ვეძებ“ შემქმნელი, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. „ბევრმა გაიგო უკვე და სანამ სხვებისგან გაიგებთ, მირჩევნია მე ვთქვა. მოკლედ, 8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ მეტ დეტალებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ როდესაც მას პირადად ვნახავ, მომეცემა იმის საშუალება, რომ სხვა დანარჩენ ინფორმაციაზეც …

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით. სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა. თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ …

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …

„გამოსახლება ამ ფორმით შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს“ – ინტერვიუ

„გამოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსის, შეიძლება გახდეს მსხვერპლი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი გამოსახლების, ასევე გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ამბავში, პირველ რიგში, ამას გამოყოფს: როცა სისტემა უსამართლოა, იგი იმსხვერპლებს არამხოლოდ იმას, ვინც ამ სისტემას პოლიტიკურად უპირისპირდება, არამედ – ნებისმიერ ჩვენგანს. ზაალ ანდრონიკაშვილის დაკვირვებით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რადგან „ეს სისტემა არ …

100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

„ნუ მეძახი ქალბატონს, უბრალოდ ქეთო დამიძახე“ – მითხრა ბათუმელმა ქეთევან ლორიამ საუბრისას. ქეთევანი, იგივე ქეთო, 100 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია. მას ომში გატარებულ წლებზე, სტუდენტობაზე, მასწავლებლობის წლებზე და ახლანდელ სურვილებზე ვესაუბრეთ. ქეთევანს სახლში ვსტუმრობდით. იგი კართან შეგვეგება. მოკლე, თეთრი თმა აქვს, ხშირი წარბები და ინტერესით სავსე მზერა. ხელით მანიშნა, რომელ ოთახში …

„ომის გვეშინია, მაგრამ რუსულ ფულზე უარის თქმა არ გვინდა“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„გაუგებარია, როგორ შეიძლება გეშინოდეს ომის რუსეთთან და იმავდროულად მილიონი რუსის საქართველოში შემოსვლა არ გაშინებდეს?“ – კითხვას უჩენს საზოგადოების დუმილი რუსული ფულის და გავლენების გაზრდაზე ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია და ამჟამად ლონდონში მუშაობს. ის დისტანცირებულად აკვირდება პროცესებს საქართველოში, მათ შორის, რეაქციას, მაგალითად, ბინების გაქირავებაზე, როცა უკრაინაში ომის დასაწყისში ადამიანები ამბობენ, რომ ბინას …

„როგორ ავედი მყინვარწვერზე“ – მარის გზა ზღვის დონიდან 5400 მეტრის სიმაღლემდე

„ბავშვობაში, როცა მთებს ვუყურებდი, ბევრჯერ მიფიქრია ნეტა იქიდან გადმომახედა-მეთქი“, – გვიყვება 35 წლის მარი კარალიძე. ის პროფესიით ეკონომისტია და ცოტა ხნის წინ ოცნება აიხდინა, როცა მყინვარწვერზე ავიდა. ეს მისი პირველი გამოცდილება იყო და ფიქრობს, რომ ამ ხიფათიანმა თავგადასავალმა თავდაჯერებულობა შემატა. „იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო ალპინიზმი და რა სირთულეს უკავშირდებოდა ის. ოთხი წლის წინ …

კაცი ჟანგბადის ბალონით, რომელიც ქუჩაში სანთებელების გაყიდვით ირჩენს თავს

ბათუმში, მერიის შენობის გვერდით კაცი ზის ეტლში, გვერდით ჟანგბადის ბალონი უდევს, წინ, ყუთზე, სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ულაგია. ყუთზე წარწერაა – „გთხოვთ, შეიძინოთ რამე, ამით თქვენ დაეხმარებით მძიმე ავადმყოფს“. ეს მურმან პაქსაძეა, 48 წლის მოქალაქე. იგი სიგარეტების და სანთებელების გაყიდვით ცდილობს საარსებო თანხის შოვნას. მურმანის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ჯანმრთელობის გამო. მან გვითხრა, რომ სამი …

„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა

22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა. ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ. ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს …

რატომ „ტეხავს“ ქუჩაში ფურთხება – საქართველოში გავრცელებული საშიში და მავნე ჩვევა

როცა ტომ სოიერმა კბილი ამოიღო და სკოლაში წავიდა, ამხანაგებს მისი ზედა, ცარიელი ყბის შეშურდათ: ტომს ახლა სრულიად ახლებურად, უჩვეულოდ შეეძლო ეფურთხებინა. კი, ტომ სოიერი იფურთხება. იფურთხება კლდიაშვილის როსტომ მანველიძეც – თანაც პირიდან ჩიბუხის გამოუღებლად. იფურთხებიან ,,მექანიკური ფორთოხლის“ გმირებიც, ჯაყოც იფურთხება, როცა ბორგავს და რეზიც „იპურჭყება“ სილაში გურამ გეგეშიძს ,,შურისძიებიდან“. მოკლედ უამრავი კარგი და ცუდი ტიპი …

ინდოელი სტუდენტის ცხოვრება ბათუმში 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 589 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. სოჰაილ მოჰამმედი ერთ-ერთი მათგანია. იგი ბსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და უკვე ოთხი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს.  „თავიდან ძალიან რთული იყო, ვერავინ იგებდა, რა გვინდოდა მე და ჩემ მეგობრებს, რისი ყიდვა გვინდოდა მაღაზიაში შესულებს, რომელ ქუჩას ვეძებდით… უნივერსიტეტშიც გვიჭირდა კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლეთ ქართული ენა და …

რა შრომა სჭირდება მატყლის წინდების მოქსოვას – ტრადიცია აჭარაში, რომელიც იკარგება

აჭარელი ქალები მაღალმთიან სოფლებში დღემდე ამუშავებენ მატყლს, თუმცა ეს ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება. აჭარაში უკვე აღარ ამზადებენ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებსაც მატყლის ძაფის დასართავად იყენებენ, თუმცა ხერტალი, კვირისთავი, ჭახრაკი და საჩეჩელი აჭარაში ჯერ კიდევ აქვთ შემონახული. ქალები, რომელთაც იციან ეს საქმე, მატყლის დამუშავებისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს უფრთხილდებიან.    აჭარაში მატყლის ძაფის დამზადების და ქსოვის კულტურა შედარებით უფრო  ხულოში, სოფელ …

„საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე“ – მანდალები, როგორც თერაპია

ერთი წლის წინ, 2020 წლის ნოემბერში, როცა პანდემიის გამო ბათუმი ჩაკეტილი იყო, ბათუმელმა ნატო ელიზიანმა ცარიელი ფურცლის ცენტრში წერტილი დასვა და მანდალას ფერადი წრის ხატვა დაიწყო. მანდალა სანსკრიტზე წრეს, ცენტრს ნიშნავს. ეს არის სამყაროს სიმბოლური სურათი, რომელიც ერთიანობასა და უწყვეტობას აჩვენებს გეომეტრიული ფიგურებით. მანდალას დახატვა, შექმნა, არტთერაპიაში გამოიყენება ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვისაც კი. ნატო წლებია …

ქალის ცემა – როგორ იცვლება შეხედულებები თაობების მიხედვით 11 კაცის მაგალითზე

რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად,  ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ. მაგალითად, …

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით …

„ვიყინებით, დედა თხელი კაბითაა, იქნებ ვინმე წამლებით, სამოსით და საკვებით დაგვეხმაროს“

37 წლის ამიდ მამედოვი თბილისის ქუჩებში გამვლელებს აჩერებს და სთხოვს, ჩაწერონ ვიდეო და გაავრცელონ ინტერნეტით მისი ამბავი. ამიდ მამედოვი ამბობს, რომ იძულებულია საზოგადოებას მიმართოს დახმარებისთვის, რადგან მარტოა დედასთან, არ აქვს ღამის გასათევი, საკვები, სამოსი და მედიკამენტები დედისთვის. ამიდ მამედოვი ბაქოელი ირანელია და როგორც თავად გვიყვება, ეთნიკური წარმომავლობის გამო ბაქოში ბევრი პრობლემა შეექმნა. ამიდს არც მოქალაქეობა …

რატომ არის სახლებზე განთავსებული მემორიალური დაფები დამტვერილი და მიჩქმალული – გამოხმაურება

ავტორი: ლალი ჩაგანავა, მოქალაქე ___ მინდა, ჩემი წუხილი გაგიზიაროთ ჩვენს ქალაქში განთავსებულ მემორიალურ დაფებთან დაკავშირებით. ზურაბ გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაში განთავსებულია ცნობილი მოქალაქეების – საქართველოს დამსახურებული არტისტის, იუსუფ კობალაძისა და ცნობილი კომპოზიტორის, ალექსი ფარცხალაძის მემორიალური დაფები, რომლებიც დღეს მოუვლელი და მიჩქმალულია. ვიცით, როგორი დიდი მსახიობი იყო იუსუფ კობალაძე, როგორი ნიჭიერი. მის მიერ შექმნილ „ოიდიპოს …

საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს

„როგორც საფრანგეთში, აქაც, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემოდნებზე გვძინავს… უკვე 5 თვეა ვითხოვ დახმარებას, სამსახურს, რომლითაც, მე და ჩემი 12 წლის შვილი არსებობას შევძლებთ,“ – ამბობს ბათუმელი რუსიკო დოლიძე. იგი საფრანგეთიდან წლის დასაწყისში დაბრუნდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. რუსიკო ამბობს, რომ 2 წლის წინ საფრანგეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქმრის მკურნალობას საქართველოში …

ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად. წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ …

ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

„ჩინელებს და ქართველებს საერთო სირთულე გვაქვს – ჩინელებს ქართულის სწავლა გვიჭირს, ქართველებს – ჩინურის,“ – ხუმრობით იწყებს გადაღებების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას ნაით ვაილდი ჩინეთიდან. ის ამერიკელ კინორეჟისორთან და ჩეხ არტისტთან ერთად ბათუმში დოკუმენტურ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ჩინელები საქართველოში. „დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებები გვქონდა უკვე თბილისში. ფილმში ვაჩვენებ, რას აკეთებენ ჩინელები აქ. ჩინელები …

საპატრიარქოს იურისტი გლეხებზე, ვისაც მიწა წაართვეს: ასე მეც ვიტყვი, რომ მთელი ქვეყანა ჩემია

ადგიგენში, სოფელ ქვაბიჯვარში, 13 ოჯახის სათიბი ფართობი საპატრიარქოს საკუთრება გახდა – დაახლოებით 7 ჰექტარ მიწაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო. გლეხები ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფომ ლუკმა-პურის გარეშე დატოვა, საპატრიარქოში კი ირწმუნებიან, რომ ამ მიწებს რეალურად არავინ იყენებდა და „ახლა მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება“. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გლეხების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლო დავა ამჯერად თბილისის …

„ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ“ – ნენე კვინიკაძე

„…ზოგჯერ დეტალი აღწერს მთელ ტრაგედიას, მაგალითად, ზღვაში ჩაგდებული ძაღლის კადრი ყველაზე ნათლად გვახსენებს აფხაზეთის ტრაგედიას, ვიდრე დახოცილი ადამიანები. ჩემთვის ამ აქციის დეტალი სპეცრაზმელების თანაგრძნობა იყო – თითქოს არც ბრაზდებოდა ხალხი მათზე. ეს არ იყო შიში. იქ უკვე იდგა ხალხი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქცევა. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ არჩევნებით უნდა შეცვალონ,“ – გვიყვება …

„მერე გვეტყვიან რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო“ – საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციაა. შეკრებილები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ. „იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – გვითხრა აქციაზე მყოფმა ცისანა აფხაიძემ. მისივე თქმით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუკი მთავრობა დაპირებული სახლების მშენებლობას არ დაიწყებს. …

„ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები

„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. …

„ჩემს სახლს ვეძებდი და მიცნეს: უი, სიმა, შენა ხარო?“ – ქართველი ებრაელების დაბრუნება 40 წლის შემდეგ

შაპტაი [შაქრო] და სიმა ხენები [ხიხინაშვილები] ქართველი ებრაელები არიან და ზაფხულს ბათუმში ატარებენ. ისინი მეშვიდე წელია ჩამოდიან საქართველოში. შვიდი წლის წინ სიმამ და შაქრომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს – ზუგდიდსა და ბაღდათში, ანუ იქ, სადაც დაიბადნენ და ბავშვობა გაატარეს… სიმას და შაქროს ოჯახებმა საქართველო 1973 წელს დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში წავიდნენ. მაშინ სიმა 10 წლის ყოფილა, …

„ხანდახან ვეღარ ვგრძნობ, თუ ისევ ცოცხალი ვარ“ – ცხოვრება ქუჩაში

გორგილაძის ქუჩიდან მელიქიშვილზე როცა შეუხვევთ, ბათუმის კოლონადებთან მისვლამდე, ერთი კაცი შეგხვდებათ, რომელიც ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარზე ცხოვრობს. მერაბ დევაძემ აქ მთელი ზამთარი გაატარა. მერაბს თან მხოლოდ ქურთუკი აქვს, მუყაოს რამდენიმე ნაჭერი და კიდევ წყლის ბოთლი… ღამით, როცა ტროტუარზე ძილი გაუსაძლისი ხდება, მერაბს მეზობელი კორპუსის სარდაფში შენახული საძილე მატრასი გამოაქვს და ისე იძინებს. „მეოთხე ზამთარი გავატარე ქუჩაში, ახლა …

დაითვალა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რა დაჯდება კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“

10 მილიონი ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც აჭარის მთავრობამ გააჟღერა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად. მთავრობას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა დაჯდება მთლიანობაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც იგი „ოცნების ქალაქის“ ხარჯებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს. ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი …

სახელშეცვლილი „გაბრაზებული ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ტელევიზიას უბრაზდებიან

„აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებამ – „ბათუმელთა დარბაზი“ ბრიფინგი გამართა. ეს საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა. მაშინ საზოგადოებას „გაბრაზებული ბათუმელები“ ერქვა. „ამბები არის დაუბალანსებელი… ტელევიზია უნდა მოემსახუროს ხალხის ინტერესს და არა ცალკეული ადამიანების, ოპოზიციის მიზნებს“, – განაცხადა ბრიფინგზე ვალერი მოქერიამ. საზოგადოების წევრებმა გააპროტესტეს, თუ რატომ გაუშვა ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის …

35 წელი ბინის მოლოდინში და კვლავ პროგრამის მიღმა

მზიური ბალაძე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ნაქირავებ ბინაში შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მზიურის კი შაქრიანი დიაბეტი აქვს. დედა-შვილი პენსიითა და სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ამ თანხიდან იხდის მზიური ყოველთვიურ ქირას, 150 ლარს. მზიურის ბავშვობის შემდეგ საკუთარი ჭერი არ ჰქონია. იგი 35 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი უწყებისთვის მიუმართავს დახმარების …

„უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში

სიტყვა „უსამართლობას“ დღეს, 29 იანვარს, ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ბათუმელი მეთორმეტეკლასები. ტრანსფარანტებზეც ასე ეწერათ: „სამართალი სახლში დაგრჩათ?“. იყო გაშარჟებული ვარიანტიც: „სამართალი თუ დაგრჩათ, თავი რატომ არ დაგრჩათ?“. ნახავდით შეფასებასაც – „სამინისტროში ოროსნები არიან“… აქციაზე შეკრებილი მოსწავლეები მთავარ აქცენტს გამოცდის ჩაბარებაზე კი არა, უთანასწორო გარემოზე აკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანის აზრით, საატესტატო გამოცდა უნდა იყოს კიდეც, …

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. „ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ …

Exit mobile version