კვირის ამბები

„ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ – პარტნიორობა, ხარისხისა და რაოდენობის მკაცრი კონტროლი

24.04.2014 • 1493
„ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ – პარტნიორობა, ხარისხისა და რაოდენობის მკაცრი კონტროლი

 

 

ხარისხისა და რაოდენობის კონტროლისათვის, „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სურვეერულ კომპანია „ეს-ჯი-ესთან“ (SGS), სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება ხარისხის კონტროლი. „ეს-ჯი-ესის“ წარმომადგენლები ასევე აკონტროლებენ ტვირთის რაოდენობის დაცულობას დატვირთვასა და დაცლას პორტში, მათ შორის ტვირთის ვაგონებში გადატვირთვას და  ელექტრონულ სასწორზე გადაწონვას.  

 

 

 „ტვირთის ტრანსპორტირება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვასთან ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. ჩვენს მიერ მიწოდებული ტვირთის რაოდენობა, ხარისხი და ფორსმაჟორული გარემოებები სრულად დაზღვეულია, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებლებს“, აცხადებს ამერიკან ტრეიდინგ კომპანიის დირექტორი, მარიკა ბარათაშვილი.

 

 

ხანგრძლივი დაკვირვების და ანალიზის შედეგად, სოიოს შროტის გემიდან–სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვისათვის „ამერიკან ტრეიდინგ კომპანის“ ლოჯისტიკის სპეციალისტებმა შეარჩიეს ბათუმის საზღვაო ნავსადგური, როგორც ტვირთის დაცლის ძირითადი პორტი საქართველოში.

 

 

 

სოიოს შროტის რაოდენობის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც გემის სრული პარტიის (ოპტიმალური 2250 ტონიდან) შეძენით, ასევე სარკინიგზო ვაგონების (1 ვაგონი საშუალოდ 52-56 ტონა) პარტიის შეძენით. ყოველთვიურად „ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ ახორციელებს 1 ან 2 გემის (საშუალოდ 3000 ტონამდე) პარტიის მიწოდებას ბათუმის პორტში. კლიენტების მოთხოვნით შესაძლებელია ასევე სოიოს შროტის სარკინიგზო ვაგონებში გადატვირთვა და დანიშნულების სადგურამდე მიწოდება: საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ავღანეთში, ტაჯიკეთში.  

 

 

კომპანიის ლოგისტიკის დეპარტამენტი, კლიენტებს სთავაზობს ცალკე გადაზიდვის მომსახურებასაც, მხოლოდ საზღვაო გადაზიდვას, სარკინიგზო გადაზიდვას, საპორტო მომსახურებას ან ტრანსპორტირებას სრულად – დატვირთვის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე.

 

 

 

კომპანიის ვებგვერდია: www.amertradeco.net

გადაბეჭდვის წესი


ასევე: