მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც …

აქცია აჭარის ტელევიზიასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს თანამდებობის დატოვებისკენ დღეს, 26 მაისს, საზოგადოებრივი მოძრაობის – „მე მიყვარს ბათუმი“ წევრებმა მოუწოდეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ გიორგი კოხრეიძე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დევნის. „გიორგი კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელი აღმოჩდნენ თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ და თავიანთი შეხედულებები გააჩნდათ. მან კომუნიკაციის დაწყებისთანავე თანამშრომლებს მიუთითა, რომ მათ ,,მორჯულებას“ და ,,ადგილზე მოსმას“ აპირებდა, რაც, …

რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტის – მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება მაუწყებელმა ასეთი სათაურით გააშუქა: – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციის და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“. მაუწყებელმა ეს სათაური გამოიყენა მაშინ, როცა გათავისუფლებულ ჟურნალისტს და ტელევიზიის მენეჯმენტს შორის სასამართლო დავა არათუ დასრულდა, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ დაუდგენია ის, რაც აჭარის ტელევიზიამ …

„ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა, რადიოში იუბილე აღნიშნეს, რედაქტორი კი პოლიციაშია

„ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ ახლაც გვგონია, რომ ეს დაბრუნება დროებითია… „ჰეშთეგის“ გუნდი დაასუსტეს, მაგრამ გაძლიერდა წინააღმდეგობის მუხტი“, – ამ სიტყვებით მიმართეს დღეს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანებმა მაყურებელს – ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს, 25 მაისს, „ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა. აჭარის რადიოში კი, 90 წლის იუბილე აღნიშნეს, საიუბილეო ტორტი ტელევიზიის დირექტორს – გიორგი კოხრეიძეს გააჭრევინეს. ამ დროს რადიოს …

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა. ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს …

„მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან“ – გახარია ამირან გამყრელიძეს

„ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან ქვემოთ, ისევე როგორც ქალბატონო ეკა“ – ასე მიმართა დღეს, 23 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს. „პირველი – უნდა აუხსნათ რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების …

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება. თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის …

არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა …

რიჟვაძე მინისტრებს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს – TV25-ის საინფორმაციოს უფროსი

ტელეკომპანია TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა მათ მედიას ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, უკვე ერთი თვეა აჭარის მთავრობა, მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრები უარს ამბობენ TV 25-ის ეთერში მისვლაზე. „ოფიციალურად შემიძლია იმის თქმა, რომ TV25 ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის …

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ რაღაც სამთავრობო ტელევიზიები გვყავს“ – თორნიკე რიჟვაძე

იზიარებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატების მოსაზრებას იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა კი არა, მხოლოდ შიდა დაპირისპირებაა? „ტელევიზიების საქმეში ერთმნიშვნელოვნად არ ვერევი“, – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დღეს, 13 მაისს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ექსპერტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს TV25-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, „რატომ აიგნორებს ამ ტელევიზიის შეთავაზებას“, მონაწილეობა მიიღოს …

იმედმა რეკლამისგან 5.4 მლნ ლარი მიიღო, საზმაუს სარეკლამო შემოსავლები კი 2-ჯერ გაიზარდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა 2020-ის პირველ კვარტალში, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი რეკლამების შემოსავლის სახით 2020 წლის პირველ კვარტალში ასე გადანაწილდა: ტელეიმედის სარეკლამო შემოსავალი – 5 404 783 ლარი რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი – 2 555 …

როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

გაუშვებენ თუ არა აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთ კრიტიკულად განწყობილ და მენეჯმენტისთვის არასასურველ ჟურნალისტს, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. დღეს 24 აპრილია და რაც მთავარია – პარასკევი. აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არაერთი „ურჩი ჟურნალისტის“, ან რედაქტორის ჩამოშორებას ზუსტად პარასკევ საღამოს მოაწერა ხელი. მორიგი „ურჩი ჟურნალისტი“ თეონა თურმანიძეა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანია და 21 …

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა …

დასრულდა აჭარა ტვ-ის საინფორმაციოს უფროსის კონკურსი 1 კანდიდატით – აირჩიეს ხუზმიაშვილი  

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აირჩიეს, თუმცა  საკონკურსო კომისიას არჩევანი არ ჰქონდა – კონკურსში მხოლოდ ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობდა – საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი გახდა. აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი 21 თებერვალს აირჩიეს. მანამდე იგი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა, შემდეგ კი, “Prime Time”-ის დირექტორი იყო. ვახო ხუზმიაშვილი დღეიდან დირექტორის მოადგილე …

კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

„მედიაცია შეწყვიტა დირექტორმა… მხოლოდ აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტმა იხეირა კორონავირუსით,“ – წერს ფეისბუქში მალხაზ რეხვიაშვილი, იგი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გიორგი კოხრეიძემ დღეს, 26 მარტს თანამშრომლებთან მედიაცია ისე შეწყვიტა, რომ მათ არც კი შეხვდა. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა. საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს …

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …

„არ მქონდა უფლება?“ – სამთავრობო უწყების ყოფილი PR-ი აჭარა TV-ის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

„ახლა შემოვედი ნიუსრუმში, მირჩევნია, არ ვილაპარაკო ამაზე,“ – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ამ დრომდე აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, დღეიდან კი, აჭარის ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. მას ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს. ამას საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ის ჟურნალისტებიც ამბობენ, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობენ …

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს. გასულ პარასკევს ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას შრომითი უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, დღეს მიღებული ბრძანებით კი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლითაც თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გიორგი აბაზაძეს შეუშალა ხელი მუშაობაში. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა …

მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღარ იქნება. დღეს, 9 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც სამ საათზე გავიდა ეთერში, წამყვანმა თეონა თურმანიძემ თქვა, რომ 8 საათზე მთავარი საინფორმაციოს წაყვანა მას სამის ნახევარზე შესთავაზა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი აბაზაძემ. ტელეწამყვანმა თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. „საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ მისაყვედურა, მასთან შეთანხმების გარეშე რატომ გამოვაცხადე თანხმობა, …

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე. დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს …

აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის …

მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი

„მაქვს ეჭვი, რომ ის ზეწოლის ქვეშაა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გიორგი აბაზაძის შესახებ, რომელიც 4 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. გიორგი აბაზაძე ამ დროისთვის კლინიკა „მედცენტრში“ იმყოფება. ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის …

აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გადაარჩინონ პოლიტიკური ჩარევებისგან, დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი საგაფიცვო რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ისინი მედიაციის დასრულებამდე დირექტორს სთავაზობენ მის მიერ გათავისუფლებული რედაქტორების ნაცვლად, რომელიმე მოქმედი რედაქტორი დანიშნოს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. დირექტორმა მათი თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა და ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად …

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “ლე პორტში” დისკუსია შედგა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა მენეჯმენტს უკვე მიმართა საგაფიცვო მოთხოვნებით. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელევიზიაში სტატუსკვოს აღდგენაა – საინფორმაციო სამსახურების რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება. “ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემა,” – …

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ – ჟურნალისტების პროტესტი საინფორმაციო გამოშვებაში

„ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით“ – ამ ფრაზით დაასრულდა დღეს, 28 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გამოშვების დასრულებამდე სტუდიაში ტელევიზიის ჟურნალისტები შეიკრიბნენ და სარედაქციო პოლიტიკაზე „ღია შტურმი“ გააპროტესტეს – ამჯერად საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. „ჩვენ ახალი ამბების გუნდი, „ჰეშთეგი“ და სხვა გადაცემების სახელით ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვსარგებლოთ, რომ გამოვხატოთ პროტესტი …

„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს

„მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუწყონებლიც ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ეს ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს და დღეს, 28 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას ეხმაურება. EMC კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, შორენა ღლონტი „თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ“ …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი კოხრეიძეს: „პასუხისგება მოგიწევთ“

პროტესტის ნიშნად აჭარის ტელევიზია ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. იგი ამ დრომდე მაუწყებლის თბილისის ბიუროში მუშაობდა. ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მან აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა. დღეს მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძემ ნინო ხოზრევანიძის განცხადება დააკმაყოფილა. „ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან, მაია მერკვილაძე ტელევიზიაში რჩება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება გუშინ ღამით ალტერნატიულმა პროფკავშირმა მიიღო. გუშინ, 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს წამყვანობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს. დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძეს შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა თოქ-შოუს …

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში  ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა. ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში იგი “Prime Time”-ის დირექტორი იყო. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები …

„აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ – 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება

„მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია,“ – მიიჩნევენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. პარტიების რეგიონულმა ლიდერებმა დღეს, 17 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან სპეციალური განცხადება გაავრცელეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში განვითარებული პროცესები, მათ შორის, სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმება და სამსახურიდან გათავისუფლება სარედაქციო პოლიტიკას ცვლის. …

ხელისუფლების რეალური მიზანია აჭარის მაუწყებელზე სრული კონტროლი – საია და TI

„ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ეს ორგანიზაცია დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, ასევე კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოებას მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლად და შევიწროებად აფასებს. „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია,“ – …

როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას

„აჭარის ტელევიზიის დღევანდელ მენეჯმენტს არ სურს ჰქონდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ტელევიზიის დირექტორი თავს არიდებს ამ პრიორიტეტის შესრულებას…“ – ეს მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის შეფასებაა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის  წერილობითი პასუხი მიიღო კითხვაზე: „რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა ამ დრომდე თქვენ მიერ მაუწყებლის მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების უგულებელყოფა?“ წინა წლებში ჟურნალისტურ გამოძიებას აჭარის ტელევიზიისთვის სტუდია …

ტვ პირველის „ღამის ამბები“ ოხანაშვილისგან ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, 12 თებერვალს, პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა „TV პირველზე“, დიანა ტრაპაიძის ეთერში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს  შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ტვ „პირველის“ „ღამის ამბების“ ჯგუფი: „ბოლო სამი კვირაა ტვ პირველის „ღამის ამბების“ წამყვანს, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს დაუსაბუთებლად ლანძღავენ პირდაპირ ეთერში. ამჯერად პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა დიანა ტრაპაიძის ეთერში „უზნეო“ და „ამორალური“ უწოდა თამარ ჩიხლაძეს იმისთვის, რომ მას …

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს …

ნათია ზოიძის წინააღმდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წინააღმდეგ ტელევიზიის ახალმა დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა. საქმე ეხება არქივის მასალების გაცემას. გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევდა, რომ მაშინ, როცა ნათია ზოიძე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, არქივის მასალები კანონდარღვევით გაიცა. „მაუწყებლის არქივიდან მასალების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის მართვის არათანმიმდევრულობა ცხადყოფს, რომ მაუწყებლის მიერ შესამუშავებელია საარქივო მასალის გაცემის წესი, რითაც …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი აპირებს 5 მოადგილე ჰყავდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი დირექტორი აპირებს, რომ 5 მოადგილე ჰყავდეს. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს, ჩატარდა. მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სტრუქტურულ რეორგანიზაციას სთავაზობს. ამ დრომდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს 2 მოადგილე ჰყავდა. „დებულებაში საკმაოდ ნათლად გაწერილია თითოეული სტრუქტურის და რგოლის ფუნქცია, …

Exit mobile version