ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა. “გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს. პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგმეს. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ჟურნალისტებს. …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო”