აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც იცით, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ …

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

ფაქტების გასაჯაროება და სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სვლაა იმისთვის, რომ მოადგილე ნათია ზოიძე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. გიორგი კოხრეიძე გუშინ ღამით შეხვდა ჟურნალისტებს და, მათ შორის, ნათია ზოიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტებს ახალი დირექტორი პროკურატურას არ მიაწვდის, ამას თავისი სახელი დაერქმევა – შანტაჟი. ნათია ზოიძის პოზიცია …

„გეპატიჟებათ პირველი კლასის სასტუმრო ,,ფრანცია“ – რეკლამები ძველი ბათუმის გაზეთებიდან

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი  რეკლამა დღეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რეკლამას XX საუკუნის დასაწყისშიც რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ძველი ბათუმის გაზეთების შესწავლითაც დასტურდება. ბათუმში გამომავალი ძველი გაზეთები აჭრელებულია სარეკლამო განცხადებებით. ზოგი გაფორმებულ სვეტებშია მოქცეული, ზოგი – უბრალოდ სწორხაზოვან სვეტებში, იშვიათად კი ვხვდებით ილუსტრირებულ განცხადება – რეკლამებსაც. მაგალითად, „ბათუმის გაზეთის“ რედაქცია ცდილობდა შინაარსითაც …

აჭარის ტელევიზიასთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზიასთან“ ყვავილების გვირგვინი მიტანა. დღეს, 22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. „გვირგვინი მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ დღეს იყო უკანასკნელი დღე სიტყვის თავისუფლებისა აჭარის ტელევიზიაში. თავისუფალი აზრი უკვე მოკვდა. დღეს აირჩიეს დირექტორად ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. ის …

აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს ერთმა წევრმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. კენჭისყრის პირველ ეტაპზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე – 2 ხმა, მაია მერკვილაძე – 1 ხმა, ფირუზ ბოლქვაძე – 1 ხმა. კონკურსში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად საბჭოს სამი წევრის ხმაა …

ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ  შეაჩერებთ არჩევანს“. ნათია ზოიძემ თქვა, რომ მასაც შეეძლო გიორგი კოხრეიძის მსგავსად სქრინვერსიები წარმოედგინა და ეჩვენებია, რომ ზოგიერთ გადაცემას 500, ან 700 მაყურებელი ჰყავს. „არსებობს Google …

ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ

„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? …

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში. ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის განახლებას ეხმაურება, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, …

აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი გაგრძელდება – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გაგრძელდება. გადაწყვეტილება დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა. „კონკურსისთვის განაცხადების …

რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს. ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  …

TV 25-ისა და გაზეთ „აჭარის“ ვებგვერდები გაითიშა – ათასობით ქართული ვებგვერდი გატეხილია

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ათასობით ვებგვერდი გაითიშა დაჰაკვის შედეგად, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდები. [gray_box]„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს[/gray_box] აჭარაში გაითიშა ორი მედიასაშუალების – TV 25-ისა და გაზეთ „აჭარას“ ვებგვერდები. “TV 25”-ის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამ დროისთვის არხის ოციფიალურ გვერდზე ინფორმაციების წაკითხვა შეუძლებელია,“ …

ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას გამოეხმაურა. საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგის, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მამულაძისგან. „4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა …

ევროპის მოედანზე „აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

„აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად დღეს, 30 სექტემბერს, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ამ ტელევიზიის თანამშრომლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და თქვეს, რომ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე. „აჭარის ტელევიზია“ რეალურად ერთადერთი ტელევიზია დარჩა ქართულ არხებს შორის, რომელსაც ყოველთვის საინტერესო გადაცემები აქვს. საინფორმაციო კუთხით როცა რაღაცას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არის აზრი, რომელიც არ არის მიკერძოებული. ჩემი აზრით, ბოლო წლებში …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, …

„სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“ – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების NGO-თან შეხვედრა 

„როცა მოსამართლე მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმსაც არ კითხულობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას, ეს აჩენს კითხვებს. არ მინდა შეთქმულების თეორიაში წასვლა, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს იმისთვის, რომ ვიფიქრო: სასამართლო ხელისუფლება ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული მხარეების მხრიდან. ეს არის ეჭვები, ვარაუდები,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ თქვა NGO სექტორთან შეხვედრის დროს. დღეს, 27 …

პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია  – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა. სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:  სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ვოლსკი აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა

„ამ გამოდევნებას თუ არ დაანებებთ თავს, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვითხოვ, აკრედიტაცია შეგიჩერონ… მეჩქარება, უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი“ – ასე მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ნინო ხოზრევანიძეს, გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის მცდელობამ, ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოზიციის შესახებ. …

„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს

„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს. მედეა …

რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის, პაატა სალიას განცხადება რ2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით. ამჟამად საჯარო რეესტრის მიხედვით, რ2-ის 100-პროცენტიან წილს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია პანორამა ფლობენ. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს. განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია: პარტნიორის ცვლილება წილის ცვლილება …

ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია …

ზემფირა: თავისუფლება ივან გოლუნოვს

რუსი მომღერალი ზემფირა ოფიციალურ ვებგვერდზე ეხმიანება „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმეს. მომღერლის ვებგვერდის მთავარი გვერდი ამჟამად ცარიელია და შავ ფონზე წერია: „თავისუფლება ივან გოლუნოვს“. მომღერალმა იგივე ფოტო გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ანგარიშებზე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ივან გოლუნოვი, რომელიც გამოცემა “მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტია, მოსკოვში, 6 ივნისს დააკავეს. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან …

„ბათუმი FM 93.7“ – დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიო აჭარაში ბსუ-დან ანალიტიკურ გადაცემას იწყებს

წესით, ცოტას არ უნდა ჰქონდეს მოსმენილი რადიო „ბათუმის“ ეთერში – FM 93.7 გაჟღერებული ხარისხიანი მუსიკა. ორი წლის თავზე კი ეს რადიო ანალიტიკური გადაცემების მომზადებას იწყებს. მისი კარები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდისთვის. ამ რადიოს ოფისი ბსუ-შია განთავსებული, შესაბამისად, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა დაინტერესებული სტუდენტებისთვის. მანამდე კი, ორი წლის განმავლობაში, რადიო „ბათუმი“ აქტიურად აშუქებდა და იყო სხვადასხვა ადგილობრივი ღონისძიების …

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა ირმა ზოიძე – 1 ხმა ნათია ზოიძე  – 1 ხმა პირველ ტურში მრჩეველთა საბჭოს ხმები იგივენაირად გადანაწილდა, დირექტორის ასარჩევად კი საჭირო იყო ერთ კანდიდატს მიეღო სამი ხმა. თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრით ვერ ირჩევს დირექტორს, …

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხმები ასე გადანაწილდა: 2 ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა; 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, „დილის ტალღის“ პროდიუსერმა აჭარის ტელევიზიაში; 1 ხმა – ირმა ზოიძემ, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა; 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიის …

დღეს აჭარის ტელევიზია დირექტორს ირჩევს

დღეს, 31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორს აირჩევს. ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე რვა კანდიდატი განიხილება, მათგან ორი ამავე ტელევიზიის თანამშრომელია. აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი; დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი; გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი; ბაჩო გურაბანიძე, აჭარის …

აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი: სწორი ვიყავი, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი …

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა. სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელთან …

საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი გაუარესდა

მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა. დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა. 2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი …

ამერიკის ელჩის კომენტარი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე

რა შთაბეჭდილება დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტზე და ხედავს თუ არა იგი საფრთხეებს? –  შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა დღეს, 23 აპრილს ბათუმში დაუსვეს. ამერიკის საელჩომ 18 აპრილს განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებდა „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს. „მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ …

19 აპრილიდან აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაფიცვას აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ 13 ოპერატორი მუშაობას 19 აპრილიდან შეაჩერებს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ომარ ბერიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. გაფიცვის შესახებ „ახალი ამბების“ ოპერატორებმა გუშინ, 15 აპრილს განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ოპერატორზე დაკისრებული მოვალეობების გარდა მემონტაჟის საქმიანობის შესრულებაც უწევთ, თუმცა ამისათვის ანაზღაურებას არ იღებენ. „ოპერატორები ითხოვენ, ან …

„როგორც თოვლის ზვავი, ისე აიკრიფა ყველაფერი“ – რას ითხოვს აჭარა TV-ის 13 ოპერატორი

აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორებმა შესაძლოა კამერები დაალაგონ და გადასაღებად აღარ გავიდნენ – ისინი გაფიცვით იმუქრებიან, თუ კი ტელევიზიის მენეჯმენტი მათ მოთხოვნას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებს. ოპერატორების გაფიცვა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისთვის ახლა, როცა უახლოეს დღეებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ოპერატორები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ახალი არ …

არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი

აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოში. ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას. „ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი …

რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ-გაზეთების შესასყიდად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 2019 წელს შს სამინისტრო ბეჭდური მედიის შესაძენად დაახლოებით 17 117 ლარს დახარჯავს – ეს არის ტენდერში მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალებაც, სადაც ჩამოთვლილი იმ ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებები და ეგზემპლარების სავარაუდო რაოდენობა, რომელთა შეძენასაც შსს გეგმავს. გაზეთებს შორის არის: „კვირის პალიტრა“, „პრაიმ-თაიმი“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „საქართველო და …

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ გასაუბრების გარეშე შეარჩია. დღეს, 31 ოქტომბერს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი რჩეული გიგა ჩხარტიშვილია. კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ხვალინდელ სხდომაზე უნდა უყარონ – ფარულად. „ხომ ვიცოდით მაინც ყველამ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბორდის წევრობის კანდიდატი, ნათია სირაბიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. სოციალურ …

Exit mobile version