საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. „2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია …
Tag Archives: მედია
„ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს მედიასკოლაში ახალგაზრდების მისაღებად
გაზეთი „ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის მედიასკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. „ბათუმელების“ მედიასკოლის მსმენელები სამი თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჟურნალისტიკაში. მედიასკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ. პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული …
Continue reading “„ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს მედიასკოლაში ახალგაზრდების მისაღებად”
„არაფერს გამოვრიცხავ“ – სალაძე TV პირველში პროკურატურის „პროპორციული ძალის“ გამოყენებაზე
„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“. „პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის …
ვახო სანაიას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბათუმში სოლიდარობის აქცია გამართეს
დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „არა ძალადობას,“ „ ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „ნუ ახალისებთ ძალადობას,“ „სოლიდარობა ვახო სანაიას“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე. „ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ კავშირშია იმ რიტორიკასთან, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. გუშინ დაესხნენ ვახო სანაიას თავს კრიტიკული კითხვების გამო და კრიტიკული აზროვნების გამო. …
Continue reading “ვახო სანაიას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბათუმში სოლიდარობის აქცია გამართეს”
ვინ როგორ გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ფიზიკურ თავდასხმას
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას დილიდან ეხმაურება არასამთავრობო სექტორი. ჟურნალისტის თქმით, მას თავს დაესხა სამი კაცი და დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრზე ფიზიკური ძალადობა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. “ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, …
Continue reading “ვინ როგორ გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ფიზიკურ თავდასხმას”
პირს, რომელიც გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა, 4 წელი მიუსაჯეს | პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნო. პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის …
Continue reading “პირს, რომელიც გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა, 4 წელი მიუსაჯეს | პროკურატურა”
ბელორუს ჟურნალისტებს 2 წელი მიუსაჯეს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის
მინსკის სასამართლომ ორი წელი, სასჯელის კოლონიაში მოხდით, მიუსაჯა ჟურნალისტებს საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ეთერის გაშვებისთვის, თუმცა ოფიციალური ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზება და მასში მონაწილეობა იყო. პოლონური არხის ჟურნალისტები, 27 წლის ეკატერინა ანდრეევა და 23 წლის დარია ჩულცოვა ნოემბერში დააკავეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილის, რომან ბონდარენკოს …
Continue reading “ბელორუს ჟურნალისტებს 2 წელი მიუსაჯეს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის”
დაკავებულია 2 პირი – TV პირველის მიკროფონის გატაცებაში ბრალდებულებს 5-8 წელი პატიმრობა ელით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც „TV პირველის“ ოპერატორებს მიკროფონი წაართვეს. შემთხვევა დღეს მოხდა თბილისში და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. …
„ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა ნიდერლანდების საელჩოს პრიზი მიიღო
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ კონკურსში „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გავიდა ჟურნალისტი კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი, მეორე ადგილზე კი გავიდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი და ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველი ცაბუნია ვართაგავა სამეგრელოდან. მანანა ქველიაშვილი 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „ბათუმელებში“, არის ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და მულტიმედია რეპორტიორი. კონკურსში ნომინანტები საქართველოში …
Continue reading “„ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა ნიდერლანდების საელჩოს პრიზი მიიღო”
ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი
დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედია მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. „მაშინ როცა ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ …
Continue reading “ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი”
TV 25-ის საინფორმაციოს წამყვანი ავარიაში მოყვა – მას დახმარება სჭირდება
22 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა სამაუწყებლო კომპანია TV 25-ის წამყვან-რეპორტიორი ია გოლიაძე. TV 25-ის ცნობით, ია გოლიაძე ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ოპერაცია სჭირდება სახეზე მიყენებული ტრავმების გამო. დახმარების მსურველთათვის TV 25 ანგარიშის ნომერს ავრცელებს: TBC ბანკი: GE81TB7953845061100041 მიმღები: ია გოლიაძე დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 579342424
მრჩეველი აჭარა TV-ის დირექტორის ერთწლიან მუშაობაზე – „მისი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“
აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. გია ქარცივაძე ფეისბუქში დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს. [toggle title=”გია ქარცივაძის შეფასება სრულად შეგიძლიათ …
დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები შეუერთდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას „ნუ გვაბრმავებ!“. გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები, დაზიანდა მათი ტექნიკაც. „გუშინ ვნახეთ კადრები, როცა დამიზნებით ესროლეს ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობის მერამდენე წრეზე მივდივართ, უკვე …
Continue reading “დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა”
ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ
„ქართული ოცების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან. კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად დაასახელა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი. კობახიძის ინფორმაციით, გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია „ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, …
Continue reading “ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ”
ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის
მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას, ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ედავება. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. დავის საგანი 23 სექტემბრის ეთერში გასული „ნანუკას შოუა“, რომლის ერთ-ერთმა სტუმარმა, ანასტასია შატალოვამ განაცხადა, რომ მას ზურაბ ბერიძე საერთო შვილის ნახვის საშუალებას …
Continue reading “ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის”
სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებული რედაქტორის სარჩელი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის, მაია მერკვილაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. “თქვენ იგივე ფუნქციით და ხელფასით განაგრძობთ მუშაობას,” – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ. 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს პროდუსერობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო …
Continue reading “სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებული რედაქტორის სარჩელი”
სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა
შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება. „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს …
Continue reading “სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა”
კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „გაზეთ ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პლატფორმაზე – „მედიაკრიტიკაზე“ გამოქვეყნებულ სტატიასა და „ბათუმელების“ ჟურნალისტზე, ჯაბა ანანიძეზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებას ფეისბუქზე. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. „2020 წლის 5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის …
გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე
ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“. “ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან …
Continue reading “გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე”
აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. იგი პირველი ივლისიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებელს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ბოლო პერიოდში ამ პოზიციაზე ფირუზ ბოლქვაძე მუშაობდა. ჩვენ მასთან ვცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თანამდებობა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს “
„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო
აჭარის ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაიწყო. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი. იგი 24 თებერვალს გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს. მოსამზადებელ სხდომაზე EMC-ის იურისტმა და მაია …
ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის
აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …
Continue reading “ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის”
რატომ არ აქვს კითხვა ჟურნალისტების გაშვებაზე დეპუტატს, რომელიც პროფკავშირების უფროსი იყო
რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. „მე მუდმივად ადამიანის …
აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ
„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა. დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა …
Continue reading “აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ”
ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა
შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებდა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვდა. „…ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ – …
Continue reading “ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა”
მოშიმშილე თამარ წილოსანს მიმართავს: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გსურთ იმპიჩმენტის დაწყება
ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა. „თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო …
რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი …
რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება
აჭარაში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დღეს, 5 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას …
Continue reading “რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება”
რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას …
როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა
„ადგილი აქვს აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა …
Continue reading “როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა”
„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე
„აჭარის მაუწყებელი, ერთი მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა… ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს – დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარის ტელევიზიასთან …
სამსახურიდან გაუშვეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი
აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, მასთან ხელშეკრულება სამი თვით გააფორმეს. „ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, …
Continue reading “სამსახურიდან გაუშვეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი “
7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე
დღეს, 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“. ამ მოძრაობის წევრი – ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს. „…თავს ნორმალურად ვგრძნობ, დღეს სასწრაფოს ჯერ არ შევუმოწმებივარ, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კოალიცია …
Continue reading “7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე”
მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა. „ადამიანი შიმშილობს …
Continue reading “მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს”
ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე
„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს. იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში …
„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“
„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ – უთხრა დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. იგი გასულ წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის …