მთავარი,სიახლეები

იმედმა რეკლამისგან 5.4 მლნ ლარი მიიღო, საზმაუს სარეკლამო შემოსავლები კი 2-ჯერ გაიზარდა

13.05.2020
იმედმა რეკლამისგან 5.4 მლნ ლარი მიიღო, საზმაუს სარეკლამო შემოსავლები კი 2-ჯერ გაიზარდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა 2020-ის პირველ კვარტალში, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი რეკლამების შემოსავლის სახით 2020 წლის პირველ კვარტალში ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედის სარეკლამო შემოსავალი – 5 404 783 ლარი
  • რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი – 2 555 286 ლარი
  • მთავარი არხის სარეკლამო შემოსავალი – 1 859 641 ლარი
  • TV პირველის სარეკლამო შემოსავალი – 927 809 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი – 438 038 ლარი

სხვა ტელევიზიების შემოსავლები სარეკლამო საქმისგან 2020 წლის პირველ კვარტალში ასე გადანაწილდა:

  • სილქნეტი – 229 656.03 ლარი
  • ჯი-დი-ეს TV – 437 105.48 ლარი
  • პალიტრა TV – 109 692.80 ლარი
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 46 468.78 ლარი (სხვა ტელევიზიების მონაცემების  სანახავად გადადით აქ)

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს COVID 19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე მზარდი ტენდენცია ჰქონდა.  2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი  კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 7-%-ით გაიზარდა.

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 189%-ით გაეზარდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 56%-ით გაიზარდა „ჯი დი ესის“ სარეკლამო შემოსავალი, 50%-ით ტელეკომპანია პირველის, ხოლო 27%-ით გაიზარდა ტელეიმედის სარეკლამო შემოსავლები.

კომისიის გათვლებით 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში უარყოფითად აისახება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: