351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება: [checklist] „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, …

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ვერც მომავალ სასწავლო წელს შეძლებს ბათუმის მერია საბავშვო ბაღებში ყველა მსურველი ბავშვის მიღებას, ეს საკითხი ისევ მწვავე პრობლემების ჩამონათვალში რჩება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება მილიონი ლარით მცირდება, თუმცა თანხა არ აკლდება ბათუმის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტს. 2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის. თუმცა განმარტებების მიხედვით, რომელიც მერიამ …

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …

გადათხრილი ქუჩები და საცობები ბათუმში ისევ იქნება – მერიის მომავალი წლის გეგმები

თითქმის ნახევარი წელია ე.წ. სტეფანოვკის დასახლება ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიამდე ერთგვარი ჩიხია ავტომობილით გადაადგილების დროს. პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების პირობებშიც კი, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამ ადგილზე საცობში ყოფნა მძღოლებს ხშირად 20-25 წუთზე მეტ ხანსაც უწევთ. სარემონტო სამუშაოების მიზეზით აქ ავტომანქანებს მხოლოდ გზის ნახევარზე შეეძლოთ გადაადგილება მთელი ზაფხულის განმავლობაში. სექტემბრის დასაწყისში კი აქაურობა …

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი სათათბირო საბჭო ჰყავს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ახალი მრჩეველთა საბჭო დააკომპლექტა. ამ საბჭოში რამდენიმე წევრია წინა საბჭოდან, ახალი წევრები კი ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან. ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე, ამას სავარაუდოდ პირველივე სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვეტენ, საბჭო 14-წევრიანია. საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი არ არის და აქ წარდგენილ პირებს, თავიანთი სფეროების მიხედვით, მოქალაქეების ინტერესების ლობირება ევალებათ. …

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას. ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს …

უფასო სასადილოს 6000-მდე ბენეფიციარს მერია სასურსათო კალათას გადასცემს

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო იმუშავებს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდული იქნება. მერიის ინფორმაციით, 6000-მდე ბენეფიციარისთვის, რომლებიც მუნიციპალურ სასადილოში სადილობდნენ ან საკვები მიჰქონდათ, პროდუქტების გაცემა დაწყებულია, საახალწლოდ კი სპეციალური სასურსათო კალათების გაცემა იგეგმება. „ბათუმელები“ დაინტერესდა ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბენეფიციართა ნუსხაში შესაბამისი ქულების მიხედვით ვერ მოხვდნენ, მაგრამ …

120 ოჯახი ბათუმში გასათბობად შეშას ითხოვს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზამთარში გასათბობად მერიისგან შეშით მომარაგება 120-მა ოჯახმა მოითხოვა. მერიაში განმარტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600 კუბურ მეტრზე მეტი შეშა. მერია აპირებს თითოეულ ოჯახს  2 კუბური მეტრი შეშა მისცეს, რაც მთელი ზამთრის განმავლობაში ამ ოჯახებისთვის საკმარისი არ იქნება, თუ  სხვა რაიმე დამატებითი საშუალებებიც არ გამოიყენეს გასათბობად. მერიაში განაცხადეს ასევე, …

არც ჰო და არც არა – მერის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკა მჩეველთა საბჭოს შექმნაზე

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმა. არჩილ ჩიქოვანმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად ისე წარუდგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არც კი დაინტერესებულა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაუდასტურეს. მერს არც სათათბირო მრჩეველთა საბჭო აქვს, რომელთან ერთადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვას მას პირდაპირ თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა …

ბათუმის 25 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინერგება | KfW-ის გრანტი

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის 25 ბაღსა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ ძეგლში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით. მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის – Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა. „ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს …

ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ბათუმის მერიამ 6 ათასი ლარით დააჯარიმა. მან სამსართულიანი სახლი სანაპიროსთან ისე ააშენა, რომ ბათუმის მერიას რეაგირება არ ჰქონია. ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მისი უკანონო მშენებლობის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ დაწერა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს მშენებლობის ნებართვა. ხელვაჩაურის მერის დაჯარიმებაზე უარი თქვა ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ – „ქართული ოცნების“ …

ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ცნობით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს. COVID19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უწევს. მერიის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ – სამარშრუტო ტაქსი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთადერთი ძლიერი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე.  4 ოქტომბრიდან …

გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და გრაფიკი ტექნიკურ დავალებაშია მოცემული. ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია: „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის …

ბათუმის ბიუჯეტი 2021 წელს 8 მილიონით მცირდება – რა პროექტებს დააფინანსებს მერია

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი 22 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტი იყო თავდაპირველად დამტკიცებული, ხოლო 8 მილიონით ნაკლებია მიმდინარე წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით. ქალაქის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა პანდემიის გამო ის 158,8 მილიონ ლარამდე …

„იაფ სახლში“ 40 ბინას 245 ოჯახი ითხოვს – მერიაში განცხადებებს სწავლობენ

ბათუმის მერია 245 განაცხადს სწავლობს, რომლებითაც მოქალაქეები „იაფ სახლში“ ბინებს ითხოვენ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ბათუმში 2 კორპუსი აშენდა, ჯამში 40 ბინა. განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა. „იაფ სახლში“ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროგრამა ბინების 15 წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. თავდაპირველად განაცხადების …

ბათუმში იცვლება №1, №1ა, №2, №2ა, №3 და №4 სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობა

ბათუმის მერიის ცნობით, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების გამო აღნიშნულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება. კობალაძის ქუჩის მიმართულებით სამუშაოები 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო ინასარიძის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა კი 20 დეკემბერია. შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს №1, №1ა, №2, №2ა, №3 და №4 სამარშრუტო ხაზებზე. ავტობუსები იმოძრავებს …

აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის წრიულამდე მოძრაობა ერთ ზოლში შეზღუდულია

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე არსებულ მონაკვეთში წყალარინების ,,E” კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ქუჩის ერთ ზოლში შეზღუდულია. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელია ქუჩის მეორე ზოლში. სამუშაოები მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყო და ამ დროისთვის პარალელურად სამ ადგილას მიმდინარეობს. მერიის ცნობით, კოლექტორის …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ბათუმის მერიის ცნობით, შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებენ. ასევე, მერიის განცხადებით, ბათუმში დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე შეასრულებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტექნიკურ სამსახურებს, მათი მუშაობის …

მუნიციპალიტეტებს, ქედისა და შუახევის გარდა, აჭარის ბიუჯეტიდან დახმარება ეზრდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯამში 12 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს, თუმცა კაპიტალური ფინანსური დახმარება არ გაეზრდებათ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში გასაცემი 75 331 600 ლარი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ბათუმი – 45 000 000 ლარი [8,7 …

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტილი მონაკვეთი იანვრამდე არ გაიხსნება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ერთი ზოლი რამდენიმე დღეა ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. გადაკეტილია ქუჩის სავალი ნაწილი „კარფურსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მონაკვეთში. ორმხრივი მოძრაობაა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რის გამოც აქ მუდმივად საცობია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არაერთი მონაკვეთია გადაკეტილი. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, „სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვეა, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს …

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც …

2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი

ბათუმის მერიამ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 644 ლარია [დღგ-ს გარეშე]. კონკურსის პირობის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია – ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვა და სათანადო შედეგების მიწოდება შუალედური და …

ბათუმის მერია საბავშვო კარუსელს ყიდის

ბათუმის მერია მეორად საბავშვო კარუსელს განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის. წინა აუქციონზე გასაყიდი ფასი 22 ათასი ლარი იყო, ამჯერად კი, გასაყიდი ფასი 16 500 ლარია [ბიჯი 250 ლარი]. აუქციონის მონაწილემ ამ თანხის ნახევარი – 8 250 ლარი, ბეს სახით, წინასწარ უნდა გადაიხადოს. აუქციონი 2 ნოემბერს დასრულდება. აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი …

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ბათუმის საკრებულო მერიას ავალებს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ქალაქის ტერიტორიაზე „გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგდება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისთვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.“ საკრებულოს 30 ივნისის დადგენილებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი წესი ბათუმის მერიას 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, …

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …

მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს

ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის და იქვე საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას გეგმავს, რაზედაც ტენდერი 806 684 ლარით აქვს გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ, 2020 წლის 13 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „მონოლითი-2005“ ხელშეკრულების დასადებად მიიწვია, თუმცა, ამავე ოქმით, საბანკო გარანტიის წარმოდგენა სულ სხვა კომპანიას – შპს „იბერია ჯ“-ს …

ზღვის პირას 12506 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაყიდიან

ქობულეთში ზღვის პირას, პირდაპირ პლაჟის გასწვრივ ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით გაყიდის, ნაკვეთი ბათუმის საკუთრებაა. რეესტრის მონაცემებით მომიჯნავედ  კიდევ ორი თავისუფალი ნაკვეთია, მათგან ერთი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მეორე კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია. ამ დროისთვის  უცნობია ვინ არის დაინტერესებული ამ ნაკვეთის შესყიდვით და ან იგეგმება თუ არა მომიჯნავედ არსებული ნაკვეთების გასხვისება მომავალში, …

როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, ქალაქში რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის გადაადგილების მარშრუტი იცვლება. საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ივლიან. საკრებულოს სხდომა 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სამარშრუტო ხაზებში ცვლილებები იმ ახალ სქემას უკავშირდება, რომლითაც ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთში იცვლება. ახალი სქემის ამოქმედება 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, …

საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის …

მერია „ნატვრის ხეში“ 50 000 ლარს დახარჯავს – ახალი კონკურსი ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ დასადგამად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა – საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარია. წინა კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად მონუმენტის ხარჯი [პროექტის ბიუჯეტი] ჯამში 50 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ადრე მონუმენტის დადგმას მერია 70 ათასი ლარის ფარგლებში გეგმავდა. „ნატვრის ხე“ ნურიგელის ტბასთან, …

ურეხიდან, კოხტა გორას ქუჩიდან, არჩილ ჩიქოვანს წერილი მისწერეს

ურეხში, კოხტა გორას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვს, ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოებას და ტროტუარის მოწყობას. მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს ქუჩაზე გაკეთებული მცირე ზომის გადასასვლელი ხიდი, რომლის ქვეშ არხი მიედინება, ვერ წვდება წყლის ძლიერ ნაკადს, გადმოდის და ტბორავს როგორც კოხტა გორას, ასევე ახლომდებარე მამია ვარშანიძის ქუჩას. მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ასევე საკანალიზაციო …

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას. აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა …

რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თითქმის 10 წელი ელოდნენ იმ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება ამ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. „ბათუმელები“ ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს გაიგოს, რას უპირებენ შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე …

შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის მიღების ხელშეკრულების შეწყვეტაზე [ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა] შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შეთანხმება სესხის შეწყვეტაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა …

ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

ბათუმის მერიამ მარუხის ქუჩაზე აშენებულ სამსართულიან სახლთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზეა აშენებული. უკანონო შენობის მისამართია მარუხის ქუჩის #11. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. მერიის განმარტებით, ამ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს: …

Exit mobile version