მთავარი,სიახლეები

120 ოჯახი ბათუმში გასათბობად შეშას ითხოვს

27.11.2020
120 ოჯახი ბათუმში გასათბობად შეშას ითხოვს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზამთარში გასათბობად მერიისგან შეშით მომარაგება 120-მა ოჯახმა მოითხოვა.

მერიაში განმარტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600 კუბურ მეტრზე მეტი შეშა. მერია აპირებს თითოეულ ოჯახს  2 კუბური მეტრი შეშა მისცეს, რაც მთელი ზამთრის განმავლობაში ამ ოჯახებისთვის საკმარისი არ იქნება, თუ  სხვა რაიმე დამატებითი საშუალებებიც არ გამოიყენეს გასათბობად.

მერიაში განაცხადეს ასევე, რომ მიმართვის შემთხვევაში 2 კუბური მეტრი შეშის გაცემა დამატებით რამდენიმე ოჯახისთვისაც შეუძლიათ.

ბათუმში, განსაკუთრებით გარეუბნებში ბევრი ოჯახი ცხოვრობს ხის ფიცრულში, ბევრი კი ძველ ადმინისტრაციულ შენობებს არის შეფარებული, ზამთარში ასეთ სახლებში განსაკუთრებით ცივა და მათი გათბობა რთულია, აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: