ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

20.11.2020
გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და გრაფიკი ტექნიკურ დავალებაშია მოცემული.

ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია:

  • „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გაფართოვებამდე საზღვრებში.
  • ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გონიო-კვარიათის და დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი და პირუტყვის მოძრაობის აღკვეთა ცენტრალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის სეზონზე [1-ლი მაისიდან – 30 სექტემბერის ჩათვლით] 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.
  • ამისათვის პრეტენდენტმა ქალაქ ბათუმსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე უნდა განათავსოს არანაკლებ 50 მეველე და უზრუნველყოს უმეთვალყურეოდ მოძრავი პირუტყვის დაჭერა.
  • მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, ტენდერში გამარჯვებულმა ზედამხედველს უნდა წარუდგინოს მეველეთა დისლოკაცია და სამუშაო გრაფიკი“.

ტენდერის პირობის მიხედვით, ქუჩების, მოედნების, ეზოებისა და სანაპირო ზოლის დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს ხელით;

ასფალტირებული ქუჩების, მოედნებისა და მწვანე საფარის შემთხვევაში დახვეტა უნდა განხორციელდეს ცოცხის საშუალებით, ხოლო არაასფალტირებული და გადათხრილი ქუჩებისა და სანაპირო ზოლის შემთხვევაში როგორც ცოცხით, ასევე ხელით.

უნდა მოხდეს დაყრილი ნაგავის მოგროვება-აკრეფა და მათი ჩაყრა სანაგვე ურნებსა და კონტეინერებში.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველთვიურად თვეში ერთჯერ ნაგავშემკრები კონტეინერების ტრანსპორტირება მათ საბაზო ტერიტორიაზე, გარეცხვა წყლის ჭავლით (წნევით) და შემდგომ მათი განთავსება დისლოკაციის ადგილებზე. ასევე ქალაქის ქუჩებისა და მოედნების მორწყვა და სხვა სამუშაოები.

მომსახურება მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 096 649 ლარია.

2021 წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის გატანაზე, ასევე თოვლის გატანის მომსახურებაზე ბათუმის მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 855 800 ლარია. ამ ტენდერშიც წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება.

მთავარი ფოტო: ძროხები გონიოში, ბუნგალოსა და პლაჟზე / გურამ მურვანიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: