ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა, ეს თანხა ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს მოაკლდა, კლება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეღავათებს უკავშირდება. შესაბამისად შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა, რაც  151 მილიონით იყო განსაზღვრული, 145 მილიონ 992 ათას ლარამდე შემცირდა. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, ქონების გადასახადის სახით საპროგნოზო თანხა დაზუსტდა მოგვიანებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცების შემდეგ: …

ცენტრალურ პარკში, „ცეროდენასთან“, სავალი ბილიკი გადაღობეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში მელიქიშვილის ქუჩიდან ბილიკით ვეღარ შეხვალთ – ბილიკი გადაღობილია რკინის კონსტრუქციით, რომელიც კაფე „ცეროდენამ“ მოაწყო. „ცეროდენას“ წინა წლებშიც ჰქონდა აქ ღია კაფე, თუმცა ბილიკზე გასასვლელს არ ხერგავდა. არის თუ არა გაცემული ნებართვა და რატომ გაიცა მსგავსი ნებართვა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს გუშინ საღამოს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. „არ …

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია აუქმებს კონკრეტულ დაფინანსებას, რაც ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერის აღდგენისთვის იყო გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამუშაოს კერძო კომპანია ვალდებულებების ფარგლებში შეასრულებს, ეკონომია 100 000-მდე ლარია. ვიცი, მაგრამ არ გეტყვი – დაახლოებით ასეთია ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე, რა ვალდებულების ფარგლებში აპირებს კერძო კომპანია თავისი ხარჯით  …

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი. პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა. ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის …

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა განახლდა – რაში ხარჯავს გაერთიანება 15 მილიონს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა განაახლა. გასულ წელს, როცა პანდემიის გამო ბაღები დაიხურა, პროდუქტებს ბავშვებს ყოველთვიურად ურიგებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში კი, გაერთიანებამ პროდუქტი არ დაარიგა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ გაიცა პროდუქტი მაშინ, როცა ბათუმის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცებული იყო, ბაღების გაერთიანება კი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. „საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 იანვრიდან 18 იანვრამდე გამოცხადდა …

არჩილ ჩიქოვანმა ყოფილი პოლიციელი და თავისი მეგობარი მერიაში მონიტორად დანიშნა

ბათუმის მერიას ახალი თანამდებობის პირი ჰყავს, რომელიც ვიცე-მერის კაბინეტში მუშაობს, მას მონიტორის ფუნქცია აქვს. მერიაში ზუსტად არ განგვიმარტეს, რა მიმართულებები უნდა აკონტროლოს ახალმა თანამშრომელმა, თუმცა არაოფიციალურად ვიცით, რომ გიორგი ხარაზს და მის ორ დამხმარეს ყველას და ყველაფრის კონტროლი ევალებათ. გიორგი ხარაზი ბათუმის მერიაში დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თანაკლასელი …

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა. ბათუმის მერის …

„ბათუმის წყლის“ დირექტორად ლევან დავითაძე დანიშნეს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნა. ლევან დავითაძე 2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე მუშაობდა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოადგილედ, უფრო ადრე კი ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე იყო. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბაკურაძე იყო, …

ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად

ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო. „ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო …

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა. ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის …

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ამოწმებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგი დაიწყო. მუნიციპალურ ავტობუსებში მოწმდება როგორც პირბადის სწორად გამოყენება, ასევე უბილეთოდ მგზავრობა. მიკროავტობუსებში მძღოლები ფეხზემდგომი მგზავრების გადაყვანისთვისაც დაჯარიმდებიან. პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის მგზავრი 20 ლარით ჯარიმდება, ხოლო მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, მუნიციპალური ტრანსპორტი კი – დილის 7-დან საღამოს …

სად გაქრა „ბათუმიველოს“ ველოსიპედები? – მერია კომენტარს არ აკეთებს

პანდემიის დროს „ბათუმიველოს“ სერვისი გაუმჯობესების ნაცვლად, გაქრა – ტერმინალებში ველოსიპედი საერთოდ აღარ დაგხვდებათ. ბულვარში სასეირნოდ გასულ ადამიანებს მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მეორე წელია აღარ აქვთ. „ბათუმიველოდან“ ბათუმის ბულვარში ველოსიპედების გასაჩერებელი მოწყობილობაღა შემორჩა. „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ბათუმის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რაც თავად მოძველებული ველოსიპედების რეაბილიტაციას და საბარათე სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. „სისტემის განახლება“ ამჯერად …

ბათუმის მერია თანახმაა „სანრემოს“ რეკონსტრუქციის დაწყება მესამედაც გადაავადოს

ბათუმის მერია თანახმაა ზღვისპირა პირსის [რესტორანი „სანრემო“] რეკონსტრუქციის დაწყება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გადაავადოს. მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „ხიდი 2006“-მა მერიას მიმართა წერილით, „რომელშიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების გამო ვერ შეძლო სამშენებლო მასალების მიღება, რამაც ხელი შეუშალა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში“. კომპანია ითხოვს მშენებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს 2022 წლის პირველი ნოემბერი, ხოლო დასრულების …

ბათუმის მერია რესან კონცელიძეს ორ ოთახს ბიუროსთვის 1 800 ლარად მიაქირავებს

პარლამენტარ რესან კონცელიძის ბიურო ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის 2 ოთახის გამოყოფაზე მერიისთვის თანხმობის მიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 29 იანვარს განიხილავს. დოკუმენტების მიხედვით, რესან კონცელიძემ მერიას წერილით 13 იანვარს მიმართა, რომლითაც „პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ითხოვს ფართობის გამოყოფას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში“. „ქალაქ …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

ბარცხანის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მერია რემონტს ჯერ ვერ იწყებს

ბათუმის მერიამ ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს შეისყიდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდზე ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ პერიოდში კი, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა პროექტშიც. მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა, უშედეგოდ. „ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“, – აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტებში. ხიდის რეაბილიტაციას მერია თავიდან 778 …

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება. დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის …

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე. გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია. გოგოლის ქუჩის ეს …

ბათუმის საგარეო ვალი 87 მილიონი ევროა

ბათუმის მერიას, დღევანდელი მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი აქვს. ეს არის იმ სესხის დარჩენილი ნაწილი, რომლითაც ბათუმში 2008 წლიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 2017 წელს ბათუმის საგარეო ვალი 101 მილიონამდე ევრო იყო. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს. სესხის მომსახურების თანხას, ანუ ვალს, მერია ნაწილობრივ ყოველწლიურად იხდიდა, თუმცა, პანდემიის გამო, …

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. „კუთვნილი პროდუქტის ერთი თვის მარაგს მუნიციპალური სასადილოს ძირითადი და დამატებითი სიის ყველა ბენეფიციარი მიიღებს“ – აცხადებს მერია. 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალიტეტების სასადილოებს 6000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა, ხოლო დამატებით სიაში 500-მდე პირი. კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად …

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერიას ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში 4 359 741 ლარია გათვალისწინებული. ამ ქუჩაზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე, წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რომლებიც კარგა ხანია ამორტიზებულია. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შარტავას წრიულიდან [რეფერალური საავადმყოფოდან] ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი …

რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე

„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია. „ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად …

რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დაზიანებულია კერძო საკუთრება, ტროტუარი, პარალიზებულია საკანალიზაციო სისტემა და ბოლო რამდენიმე თვეა ფეკალური მასა ქუჩაზე ამოდის. ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ დეფორმირებული და დაწეულია ტროტუარი. ტროტუართან ერთად კი შენობის შესასვლელი კიბის კონსტრუქცია შენობის კედელს დაშორებულია. აქვე საცხოვრებელ კორპუსებშიც, მოსახლეობის თქმით, შეინიშნება ბზარები რაც გზაზე მიმდინარე სამუშაოების მიზეზითაა გამოწვეული. სასამართლოს ყოფილი …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეონა ბერიძე ჩაანაცვლებს. ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა. არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი თანამდებობები ჩაიბარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეორგანიზაცია ქვედა რგოლშიც …

ბათუმის მერიიდან გათავისუფლებულები: ეს მერმა ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა

ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა. არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი თანამდებობები ჩაიბარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეორგანიზაცია ქვედა რგოლშიც იგეგმება. „მერმა გადაწყვიტა და დავეთანხმეთ. დიახ, მე დიდი ხანია ხელოვნების მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ სწორედ ბავშვებია ყველაზე დიდი ხელოვნება …

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკადრო ცვლილებებს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილებითა და ახალი პირების დანიშვნით იწყებს. არჩილ ჩიქოვანი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ხვალ, 31 დეკემბერს გეგმავს, თუმცა გათავისუფლებული, ასევე ახალი კადრების შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია. დადასტურებით ვიცით, რომ თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის …

როგორ გაქრა ეზოები, ხეები და მზე – პატარა სახლები ბათუმში კორპუსების ჩრდილქვეშ | ვიდეო

მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც  ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს  ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი. პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და …

გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში 

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით გაუმართავ ლიფტებზე, ახალაშენებულ მაღლივ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ჩივის. „გთხოვთ ამ საკითხით დაინტერესდეთ“ – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიიღო. ბოლოს ამ  თემაზე ბათუმში, ფიროსმანის #29- ში მდებარე 19-სართულიანი კორპუსიდან მოგვწერეს. აქ მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ  ლიფტი ძირითადად არ მუშაობს, გარდა ამისა პრობლემურია ისიც, რომ მშენებელმა ნახევრად მოპირკეთებული ფასადი დატოვა: „წყალი შემოდის, წვიმაში …

ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აანთეს – მერიამ 4 ოჯახს ბინა გადასცა

25 დეკემბერს, ღამით, ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ბათუმის მერიის განცხადებით, ტრადიციულად, ამ დღეს ბინებს გადასცემენ იმ ოჯახებს, ვისავ  7 და მეტი შვილი ჰყავთ. „ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ“ – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა. წელს ბათუმში წელს 503 ათასი ლარი დაიხარჯა საახალწლო ნაძვის ხის …

ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა …

როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. „სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. „თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, …

კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 21 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით. სხდომას არ ესწრებოდნენ და არც მის განხილვებში მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციური ფრაქციის წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. შენიშვნებზე ძირითადად საკრებულოს უპარტიო წევრებმა – რაულ თავართქილაძემ [„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი] და არჩილ მამულაძემ [„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი …

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია. „დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის …

351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება: [checklist] „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, …

Exit mobile version