ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

20.10.2020
გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ბათუმის საკრებულო მერიას ავალებს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ქალაქის ტერიტორიაზე „გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგდება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისთვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.“

საკრებულოს 30 ივნისის დადგენილებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი წესი ბათუმის მერიას 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა საკრებულომ ეს ვადა გადაწია.

საკრებულოს ივნისის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები ბათუმში გათავისუფლებულნი არიან გარე ვაჭრობის უფლების საფასუ­რის გადახდის ვალდებულებისგან.

გარემოვაჭრეები გადასახადებს საკრებულოს მიერ ახალი წესის დამტკიცებამდე აღარ გადაიხდიან, ვინაიდან „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრე­ბუ­ლოს 2020 წლის 25 თებერვლის შესაბამისი დადგენილება ძალადაკარგულია.

ეს დადგენილება აწესრიგებდა და ადგენდა ბათუმში პროდუქტებით, სუვენირებით და სხვა საქონლით ვაჭრობის, რესტორნების, კაფე-ბარების, და სხვა საზკვების ობიექტების წინ სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების ნივთების: მაგიდა სკამები, საჩრდილობელი თუ სხვა სავაჭრო ინვენტარის, ჯიხურების, სწრაფი გადახდის აპარატების, ატრაქციონების და ა.შ განთავსების საფასურს.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: