სიახლეები

ბათუმის მერია საბავშვო კარუსელს ყიდის

22.10.2020 • 2176
ბათუმის მერია საბავშვო კარუსელს ყიდის

ბათუმის მერია მეორად საბავშვო კარუსელს განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის. წინა აუქციონზე გასაყიდი ფასი 22 ათასი ლარი იყო, ამჯერად კი, გასაყიდი ფასი 16 500 ლარია [ბიჯი 250 ლარი]. აუქციონის მონაწილემ ამ თანხის ნახევარი – 8 250 ლარი, ბეს სახით, წინასწარ უნდა გადაიხადოს. აუქციონი 2 ნოემბერს დასრულდება.

აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება შემძენმა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში.

აუქციონის მიხედვით, „გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში“.

ამასთან, „თუ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში [და ამ მიზეზით აუქციონი არ შედგება], აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ბათუმის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება ბათუმის ბიუჯეტში ასევე, თუ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ან, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა“ და ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: