ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.
„შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება და სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება,“- აცხადებს მერია.
მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ხელშეკრულება კი 2021 წლის 26 მარტს, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული [ტენდერში „ზიმო 7“-ის გარდა კიდევ 6 კომპანია მონაწილეობდა].
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა 2022 წლის 15 ივნისი.
ამავე თემაზე:
ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა
______________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






