ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს

15.03.2021 • 1614
ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს

ბათუმში ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 1 199 160 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო მონტაჟი-ინსტალაცია უნდა დასრულდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

ამჯერად მერია სხვადასხვა ტიპის 210 სამეთვალყურეო კამერას იყიდის, რომლებსაც 81 ადგილზე დაამონტაჟებს [მერია ასევე შეისყიდის კამერის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებად პროგრამულ უზრუნველყოფას და ლიცენზიას, ასევე გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემას].

ტენდერში გამარჯვებულმა [მიმწოდებელმა] ასევე უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურება ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ:

  • ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუმში მდებარე სასერვერომდე (ანგისა) და თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში.
  • შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება (ადგილზე). მიმწოდებელმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
  • ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეონაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა.
  • გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტროქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგოდისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო-პრო ჯორჯია) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ელექტროენერგიის ხარჯს კი მერია გადაიხდის.
  • მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეოკამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე, თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელძაბვა, მეხის დაცემა, შეუსაბამო საწმენდი სითხის გაყინვა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).

ბათუმში დღეს 420 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაა ჩართული, რომელთაგან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ამ კამერების [სისტემების] მოვლაზე ქალაქის მერიას 2021 წლისთვის 437 400 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ხელშეკრულება კი ტენდერში გამარჯვებულ შპს „დელტა კონსალტინგისთან“ 396 330 ლარზე გააფორმა.

ამ თემაზე:

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: