მთავარი,სიახლეები

ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

30.03.2021 • 1409
ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს.

დილიდან მერიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პლაჟების გასხვისებას. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს – საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს საშვიც აქვს გამოწერილი.

„შეგვიშვით, შეგვიშვით!“  – სკანდირებდნენ მოქალაქეები მერიის შენობაში და ცდილობდნენ სხდომათა დარბაზში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა.

ამჟამად ბათუმის საკრებულოს სხდომა შეჩერებულია, საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ შესვენება გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

საკრებულოს დარბაზი დაიცალა, გამოცხადდა შესვენება. ფოტო: „ბათუმელები“, ქეთევან კოპალიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: