ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

01.04.2021
ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრებიც.

გარევაჭრობის ადგილებს მერია საკუთარი ინიციატივით ან დაინ­ტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს.

გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს: „ქალაქის განვითარების ინტერესები; მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; საგზაო მოძრაობის წესები; ეკოლოგიური მდგომარეობა; საზოგადოების სხვა ინტერესები.“

თუ ტროტუარის სიგანე არის 2,5 მეტრის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში გარევაჭრობა არ დაიშვება. 3 მეტრი და მეტი სიგანის ტროტუარის შემთხვევაში კი განსაზღვრულია, თუ რა პერიმეტრზე დაიშვება გარევაჭრობა და ტროტუარის რა ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი:

 

წყარო: საკრებულოს დადგენილება

საკრებულოს დადგენილებით:

[checklist]

  • გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად მერია უფლებამო­სილია გარევაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძა­ლულია გარევაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, ასევე დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარევაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
  • გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს არა უმეტეს 2 წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. თუ გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარევაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდე­ბულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრუ­ლია გარევაჭრობის ადგილად.
  • მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

[/checklist]

გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემა ხდება სასყიდლით. გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცე სარგებლობის უფლებით შეიძლება გაიცეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „მომსახურების გაწევა ხდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან და ეს მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს“.

გარევაჭრობის ახალი წესი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის ქირის საფა­სურის ოდენობა და გარევაჭრობისათვის საზოგა­დოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მთავ­რობის დადგენილებით.

დაახლოებით 2 კვირის წინ ბათუმში გარემოვაჭრეები 500-500 ლარით დააჯარიმეს:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ ამავე წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაავადა.

ამ თემაზე:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: