დაბა ქედაში მუნიციპალური მიკროავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

14 აპრილიდან დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი იმოძრავებს. ქედის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღის განმავლობაში ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. „ამ პერიოდში დააკვირდებიან როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ შეიცვლება ან დადგინდება კონკრეტული გრაფიკი. რაც …

40-ზე მეტი წელია ჭიბონს ვაკეთებ – მეჭიბონე ქედიდან

61 წლის მურად თავართქილაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს და უკვე 40-ზე მეტი წელია, რაც ჭიბონებს აკეთებს. მისი თქმით, ერთნაირად უყვარს ჭიბონის კეთება და მასზე დაკვრა. მურადი ამბობს, რომ არ უნდა ტრადიციული ინსტრუმენტის კეთების ტექნიკა დაიკარგოს, ამის საფრთხე კი რეალურია, რადგან დღეს ისე ხშირად აღარ ამზადებს ამ საკრავს, როგორც ადრე. 10 წლის იყო მურადი, როცა თავის …

რა პრობლემები შექმნა მარტის დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში

დღეს, 17 მარტს, მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში –  ქედაში, შუახევსა და  ხულოში დილიდან ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს. ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე შეფერხება არ არის და გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით შესაძლებელია. გზაზე გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში. „დიოკნისისა …

ქედის სკოლებში მზის პანელების მონტაჟზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალების დამონტჟებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 349 645 ლარი. წინა ტენდერი, რომელშიც წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა – არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. სკოლებში მზის …

„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია

ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან. სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების …

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია. პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი …

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც. შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე …

„გალამაზებაზე გადავდივართ“- „ოცნების“კანდიდატი ქედის სოფლებზე, სადაც წყლის ონკანები ღიაა

„ევროპული ყაიდის სოფლების“ მოწყობას ქედელებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – როლანდ ბერიძე ჰპირდება. ის ბოლო 4 წელი ქედის მერის მოადგილეა და კარგად იცის, რომ ქედის სოფლების პრობლემა ჯერ კიდევ სასმელი წყლის „ღიად დატოვებული ონკანებია,“ როგორც ეს თავად ინტერვიუს დროს გვითხრა. პრობლემაა ინტერნეტიც. „ოცნების“ მერობის კანდიდატს მოსახლეობა შეხვედრების დროს, პირველ რიგში, ინტერნეტს სთხოვს – ქედელი ბავშვები …

„მჭადი რომ მჭადია, ისიც ენატრებათ“ – ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ქედაში

დაანგარიშებული არ აქვს, რამდენი დასჭირდება კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, თუმცა ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი რამინ ბერიძე მიიჩნევს, რომ „ქედას საკმარისი ბიუჯეტი აქვს“. ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები. რას მიიჩნევს პრობლემად და რას შეცვლიდა თავად მერობის შემთხვევაში? – „ბათუმელებმა“ რამინ ბერიძეს წინასაარჩევნო გზავნილებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო რამინ, „ოცნების“ მერობის …

რას ჰპირდება გახარიას მერობის კანდიდატი ქედას: თამბაქოზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

ჯერ არ იცის, რა იქნება, მაგრამ ამოცანად მიიჩნევს, „ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს“. პარტიის – „გახარია – საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატს, ელგუჯა ნაკაშიძეს მიაჩნია, რომ ქედაში პრიორიტეტი აგროტურიზმის განვითარება უნდა იყოს. რეალურ თვითმმართველობაზე საუბრის დროს ელგუჯა ნაკაშიძეს გავახსენეთ, რომ წლების წინ ის „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდა ქედის საკრებულოში. ინტერვიუში ნახავთ, როგორ …

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის მუნიციპალიტეტში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. რამინ ბერიძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამინ ბერიძე ქედის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრია. …

ქედაში მოსახლეობა 900 ათასი ლარის პროექტების განხორციელებას იწყებს

ყველაზე უკეთ სოფლის პრობლემების შესახებ თავად სოფლის მოსახლეობამ იცის, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელიც სოფლის მოსახლეობის მოსაზრებებია. სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების საქმეში ჩართულიყო, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს 900 ათასი ლარი გამოყო მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებმა ყველა სოფლიდან დაწერეს თავიანთი სოფლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო დაფინანსდა …

16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს

„მობილიზატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 14 წლის ასაკიდან შეგვეძლო საკუთარი იდეა წარგვედგინა, რომელიც, მოსახლეობისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემდგომში დაფინანსდებოდა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სოფელში შემოგვეყვანა ინტერნეტი და შეგვეძინა WI-FI მოდემები, რომლებიც გაუნაწილდებოდა ყოველ ოჯახს სოფელ გუნდაურში, სადაც 40 მოსახლეა. ჩავთვალე, რომ ყველა ოჯახი კმაყოფილი დარჩებოდა და ჩემი იდეა დავარეგისტრირე“, – ამბობს 16 წლის ნიკუშა …

რას ნატრობდნენ 1892 წელს ქედელები – „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი

1892 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა, 38 წლის ზაქარია ჭიჭინაძე ქედაში ჩავიდა. ამ მოგზაურობიდან ერთი თვის შემდეგ მან გაზეთ „ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა ქედის, როგორც მაშინ უწოდებდნენ – ქვედა აჭარის შესახებ. ქვედა აჭარაში 72 სოფელია, „კაცი გაჰკვირდება ამათის ქართული ენითო“ – წერს და იქვე დასძენს: „ეს ამდენი ქართველი ხალხი, ეს ამდენი სოფლები ჩვენგან სრულიად …

„მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – დისკუსიები ქობულეთსა და ქედაში

„სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდეს… სამოქალაქო ცნობიერება და კანონის უზენაესობაზე დამყარებული ურთიერთობა კი სწორედ სასკოლო კედლებში უნდა იწყებოდეს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, ორგანიზაცია „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი. მალხაზ ჭკადუა, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი ვალდებულებების  …

ქედას ფეხბურთელი გოგონების გუნდი ეყოლება

ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიშები. როგორც ქედის სასპორტო სკოლაში ამბობენ, ქედაში გოგონათა მხრიდან ფეხბურთით დაინტერესება მაღალია და მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ გოგონათა გუნდს შეჯიბრებებსა და ფესტივალებზე უგულშემატკივრონ. ამ ეტაპზე სულ 30 გოგონა გადის შესარჩევ ეტაპს. „მე-5 კლასიდან მივიღეთ გოგონები. ჯერ გუნდი ჩამოყალიბებული არ არის. …

ზვარეში 187 წლის მეჩეთი ნადგურდება, ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს

ქედაში სოფელ ზვარეს მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიანიჭეს. მეჩეთი 1834 წლით თარიღდება. თუმცა, როგორც ამ ფოტოებზე ხედავთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების რეალური საფრთხის წინაშეა. ძეგლს რეაბილიტაცია სჭირდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეჩეთის, როგორც კულტურის ძეგლის რეაბილიტაცია, ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის და აჭარას მეჩეთის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ აქვს. საქართველოს …

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის …

შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]

სოფელი გარეტყე მაღალ მთებზეა შეფენილი. მაისის ამ დროს ტყეში აკაციისა და შქერის სურნელი ტრიალებს. მეფუტკრეები მალე მაისის თაფლს მოიწევენ, რომელიც სწორედ ამ ყვავილების ნექტარით ამზადებს ფუტკარი. სკას დასტრიალებს ახალგაზრდა მეფუტკრე გიორგი ლამპარაძეც, რომელიც ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს. 15 წლის იყო, როცა მეფუტკრეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მათზე იზრუნა. თუმცა გასულ წელს არ გაუმართლა და წლების …

ბათუმი-ხულოს გზა – რატომ არ აკეთებენ სახიფათო ადგილებს 2 წელია [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას – ამას „ბათუმელები“ 2019 წლის მაისში წერდა. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებულმა აჭარისწყალმა გამორეცხა ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. ზუსტად 2 წლის შემდეგ, გზის ამ მონაკვეთებში არაფერი შეცვლილა. „ყველა ასეთი …

ყველა სოფელს თავისი ფული – როგორ ეხმარებიან არასამთავრობოები ქედის მცხოვრებთ [Video]

„სოფლის პროგრამაში არის ძალიან ბევრი, სასარგებლო წინადადება, რაც გამაცნეს და მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ჩავერთვები და ვეცდებით, რომ ეს პროგრამა სოფლის წინსვლისკენ, მომავლისკენ, სიხარულისკენ იყოს მომართული და სოფელში ახალგაზრდობის დარჩენის საწინდარი იყოს“, – ამბობს იამზე გოგიაშვილი, რომელიც სოფელ ცხემნაში ცხოვრობს. ცხემნა მაღალმთიანი სოფელია ქედაში, რომელიც მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. …

ქედა 243 ათას ლარად ელექტრომიკროავტობუსს იყიდის – ტენდერი

ქედის მუნიციპალიტეტმა ერთი ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 243 000 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, ერთ დამუხტვაზე მიკროავტობუსმა არანაკლებ 130 კმ უნდა გაიაროს. რაც შეეხება სრულად დატენვის დროს, უნდა იყოს არაუმეტეს 6 საათი, სწრაფი დატენვის დრო კი – 50 წუთი. სიჩქარე – არანაკლებ …

როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. მიკროავტობუსს ქედაში ტენდერით შეისყიდიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობიდან თანხმობას ელოდებიან. თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მუხრან სალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიკროავტობუსი დროებით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება, მოგვიანებით კი, …

109 ათას ლარად ქედაში დამსვენებლებისთვის კარვების ქალაქი გაიშლება

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის ქედის სოფელ ორცვის მთაზე იგეგმება 110 დამსვენებელზე გათვლილი ,,კარვების ქალაქის“ მოწყობა. პროექტი 109-ათასლარიანი გრანტით უნდა განხორციელდეს. ამ თანხიდან 66 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტია, 43 ათასი ლარი კი ქედის მერიამ გამოყო. ,,კარვების ქალაქში“ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე ორცვის მთაზე ერთ, ორ და სამადგილიანი კარვები განთავსდება, პროექტის მიხედვით დაგეგმილია საშხაპეების, ბიოსაპირფარეშოების, სამზარეულოსა …

ქედაში 2 თვის წინ მდინარის წაღებული ხიდი ჯერ არ აღუდგენიათ

ქედაში, სოფელ წონიარისში, ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. ხიდის ნაწილი ადიდებულმა აჭარისწყალმა 12 იანვარს წაიღო. მას შემდეგ ხიდზე გავლა შეუძლებელია.  ადგილობრივების თქმით, მათ დამატებით დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შემოვლითი გზით შინ მისვლა შეძლონ. „პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მიიჩნევენ აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ გვითხრეს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მინიმუმ ახალი …

მეწყერი ქედაში

ქედაში, სოფელ გუნდაურისა და ჭალათის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შეფერხებულია სოფლებთან მიმოსვლა. მეწყრის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, მიმდინარეობს გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. „მანამდე კი, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით ისარგებლონ“-აცხადებენ დეპარტამენტში.

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს. აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს …

ქედის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ-ს აღწევს | მერია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქედაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დაბლობში 20 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი 70 სანტიმეტრს აღწევს. მერიის ცნობით,  გზა იწმინდება და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია. ქედას ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება. მერია იუწყება, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ. _____________________ ფოტო: ეკა ბარამიძე/„ბათუმელები“

ადიდებულმა მდინარემ წონიარისის ხიდი წაიღო – ფოტო

ქედაში, სოფელ წონიარისში, მდინარე აჭარისწყალზე გადებული ხიდი წყალმა  წაიღო. ხიდის ერთი ნაწილი ჩაინგრა და მასზე გავლა  შეუძლებელია. “აჭარისწყალი ადიდდა და წაიღო ერთი ბოძი. ადგილზე მისულია აჭარის გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სოფლები გარესამყაროს  არაა მოწყვეტილი, შემოვლითი გზით შეუძლია მოსახლეობას სარგებლობა,” – უთხრა “ბათუმელებს” ქედის მერმა,  ლევან გორგილაძემ. მერის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ,  კიდევ ერთ ადგილას შექმნა პრობლემები. ე.წ. …

ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია

ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის მცირე კერები 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაბნეული. სოფელში ცეცხლი გუშინ, 4 იანვარს გაჩნდა და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. „ეს არ არის მასიური ტყის წვა. ამ 15 ჰექტარზე გარკვეულ ადგილებზე იყო მცირე კერები. გუშინვე დავიწყეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ქარმა გადაიტანა ნაკვერჩხალი და სხვა ადგილებშიც გაჩნდა ცეცხლი. ხანძრის 70 % …

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …

ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვები ცვივა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვა ცვივა. თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ ადგილზე ავტომობილებს, ჩამოცვენილ ქვებისთვის გვერდით ასაქცევად გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა უწევთ. ქედის მერიაში ამ დროისთვის ქვების ცვენაზე ინფორმაცია არ აქვთ. „ბათუმელები“ ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა აჭარის გზების დეპარტამენტს.  

„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედაში, სოფელ ცხემნაში მცხოვრები არჩილ ცინცაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მეწყრული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გააქტიურდა. არჩილ ცინცაძის სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ბავშვი. „აქამდე სახლის ქვემოთ იყო დამეწყრილი მიწა, ახლა კი სახლს ზემოთ, ფერდობიც ჩამოიშალა. პირველად გაზაფხულზე მივმართე მთავრობას, რომ შეესწავლათ ვითარება. მოვიდნენ გეოლოგები და …

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური …

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად …

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქედაში: 3 ათასი ლარის თამბაქო მომპარეს

ქედაში, სოფელ ახოში, ლევან დიასამიძის კუთვნილი თამბაქოს საწარმო გაქურდეს. ლევან დიასამიძე ქედის სოფელ ახოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. „სახლის ეზოში მაქვს მოწყობილი თამბაქოს საჭრელი. დღეს, 9 ოქტომბერს, დილით რომ ვნახე, დაახლოებით 7 საათზე, გატეხილი დამხვდა, ეზოს მხრიდანაც ჰქონდა შესასვლელი და იქედან შესულან, დაახლოებით 3 ათასი ლარის ღირებულების თამბაქოა წაღებული… პოლიციელები მოვიდნენ და ექსპერტიზას ველოდებით,“ – უთხრა …

Exit mobile version