ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე: ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ; შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი. ფინანსთა …

თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო. სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:

„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში

დღეს, 14 თებერვალს, ,,აჭარულ ღვინის სახლში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ღვინის ეტიკეტები იყო წარმოდგენილი. „უძველესი ღვინის ეტიკეტი, რომელიც 1907 წლითაა დათარიღებული და ჩვენთან ინახება, არის „დანელია და კომპანიას“ მიერ გამოშვებული“, – ამბობს აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე. მისივე თქმით, ამ ეტიკეტებიდან ირკვევა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ მანამდე აკრავდნენ ღვინოს …

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – უწყების პასუხი, რომელმაც აფეთქების ნებართვა გასცა

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში კლდის აფეთქების საქმეზე „ბათუმელებმა“ დღეს კიდევ ერთი უწყებიდან მიიღო საჯარო ინფორმაცია. 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ პასუხი 26 დეკემბერს გამოგვიგზავნა [მაქსიმალური ვადა კანონით 10 დღეა]. სააგენტოდან წერილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნუნუ მემარნიშვილმა მოგვწერა – ინტერნეტით გამოგზავნილ წერილზე სწრაფად ფოსტით გამოგზავნილი ბეჭდური …

ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 დეკემბერს, ღამით, ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სოფელ ჭინკაძეებში, თემურ თებიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.  ხანძრის დროს ოჯახის 3 წევრთაგან სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დღეს შედარებით გამოიდარა, თუმცა რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხულოს მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრია, დაბაში კი – 5-20 სმ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ამ დროისათვის  ხულოში სხალთის თემის ორ სოფელს – წაბლანასა და ფაჩხას არ მიწოდება ელექტროენერგია და მთლიანად გამორთულია თხილვანას თემი. …

მაღალმთიან აჭარაში თოვს – ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვა გუშინ, 12 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო და დღესაც თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში – 15-20 სმ-ს, დაბის ტერიტორიაზე 1-2 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საავტომობილო მიმოსვლა და სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ …

ქედაში გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ადგილები და ნებართვის წესები განსაზღვრეს

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიები, ასევე, ამ ტერიტორიების მოწყობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების წესები დაადგინა. შესაბამისი დადგენილების მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ასევე, საოჯახო წარმოების …

ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დურსუნ კონცელიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ. სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს …

სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს – მინისტრის განცხადება ქედაში ბავშვის დაღუპვის შემდეგ

აფეთქების შედეგად ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, 6 წლის ბავშვი გუშინ, 31 ოქტომბერს, დაიღუპა. აფეთქებები რომ უნებართვოდ ხორციელდებოდა, ამის შესახებ განცხადება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ამის მიუხედავად, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ იმავე ადგილზე სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს. „ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, გაგრძელდეს იმავე ლოკაციაზე, ოღონდ არ უნდა მოხდეს აფეთქებები, არამედ …

ქედაში აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ქედაში აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქეა დაკავებული. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი შპს „ალბაირაქის” და შპს ,,დინამიტი-ლ.დ”-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს: „წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯია” ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე. კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების …

8 უბნის მონაცემების თანახმად ქედაში არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს

ქედის #80 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ქედაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე რვა უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული, ყველა უბანზე არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. #11 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 138 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 65 ხმა #13 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 164 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 84 ხმა #17 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 198 …

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან აჭარის მთაში – ელჩი მეწარმეებს შეხვდა

„ეს სუპერგემრიელი ღვინოა,“ – თქვა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქედაში დაწურული ღვინის დაგემოვნების დროს. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევროკავშირის ელჩი იმ ჯგუფების პრეზენტაციებს გაეცნო, რომლებსაც ევროკავშირისგან სამომავლოდ გრანტის მიღება სურთ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგინეს. ამ სტრატეგიით განისაზღვრა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მუნიციპალიტეტს, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული. ვინ მიიღებს გრანტს ევროკავშირისგან ჯერ …

გოგონათა საერთაშორისო დღე და ესეების კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტში

,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტი გოგონებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს სახელწოდებით ,,ჩემი სივრცე და საზოგადოება“. ესეების წარდგენა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ქედის მუნიციპალიტეტის საბაზო-საშუალო სკოლის (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს. კონკურსანტმა თემა უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად.  ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.  ნამუშვრებიდან გამარჯვებულ ესეებს გენდერული საბჭო …

შემოდგომა ქედაში 2018 – ფოტორეპორტაჟი

სხვადასხვა პროგრამით დღეს, 30 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ქედელობა 2018“ აღნიშნავენ. ღონისძიებები დილიდან დაიწყო: აგრობაზრობა, ტრადიციული კერძების მომზადების იმიტაცია, შემოქმედებითი ანსამბლების გამოსვლა, საპატიო ქედელების დაჯილდოება, სპორტული აქტივობები… დღის ბოლოს ქედაში შეჯიბრი ჭიდაობაში გაიმართება და საუკეთესო ფალავანს დააჯილდოვებენ. ასევე გაიმართება ღვინის დაწურვის ცერემონია.  

თურქული ლირის კურსის ვარდნა ტენდერიდან კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა. ეკომიგრანტებისთვის ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. ამ თემაზე: ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება კომპანია „ჯი ინშაათი“ მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობს, ტენდერში მონაწილე …

ქვის ლოდმა ქედაში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

15 ივლისს, გვიან ღამით, სოფელ ნამლისევში, დაგორებულმა ქვის ლოდმა მამუკა ნინიძის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ქედის მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება. მერიამ უკვე მოიწვია გეოლოგიური სამსახური, რომლის დასკვნის შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის ღონისძიებებს გაატარებს თვითმმართველობა.

ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება. ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების …

ქედაში მუნიციპალური საწარმოს დირექტორი დააკავეს

დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, თაკო გოდერძიშვილის განმარტებით, შპს-ეს დირექტორი, სავარაუდოდ, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით არის დაკავებული. „ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ,“-გვეუბნებიან საგამოძიებო სამსახურში.

არტგენი ქედაში

ქედაში, მახუნცეთში, ფოლკლორული ფესტივალი არტგენის მიმდინარეობს.  რიგით მე- 15 ფესტივალი დღეს, 21 ივნისს, 16 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალის პარალელურად საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე”. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება. …

სახელმწიფო ელექტროსისტემამ  ძეგლის დაცვის ზონაში ანძა კანონდარღვევით დადგა

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დროს ანძა ისე დადგეს ძეგლის დაცვის ზონაში, რომ შესაბამის უწყებებთან არ შეუთანხმებიათ. ანძა ქედაში, კოლოტაურის ციხესთან დგას, ციხე კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემას უარი ეთქვა ძეგლის დაცვის ზონაში ანძის დადგმაზე, თუმცა ანძა მაინც დაიდგა. „თავის დროზე ჩვენ საქმის …

სოფელ ცხმორისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ცხმორისში ვასაძეების ოჯახის საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ოჯახის წევრები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ლევან ვასაძის ოთხწევრიან ოჯახში 1 მცირეწლოვანია.  

ხანძრის შედეგად ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ორსართულიან შენობაში გაჩნდა. როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა. „ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა სახელდება,“ – ამბობს ლევან გორგილაძე. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც ქედის მერი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ …

ავარია ქედაში – დაიღუპა ხუთი ადამიანი

დღეს, 5 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიას ხუთი სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. “დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა ავარია. ათი წუთის მომხდარი იყო შემთხვევა, მე რომ გავიარე. დიდ, კარიერზე რომ მუშაობენ, ისეთ მანქანაზე იყო შეჯახებული ძველი მერსედერსი. თქვეს, რომ მანქანაში ყველა გარდაცვილი იყო. არ …

მემთეურების მთაში გადასვლა [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები, ძირითადად, ოჯახის უხუცესი წევრები არიან და ისინი მემთეურობას მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ იალაღებზე ატარებენ. მემთეურები საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და მთაში პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ. მემთეურები მუდმივ საცხოვრებელ სახლებს შემოდგომის მიწურულს უბრუნდებიან. მოიალაღეები მთაში დამზადებულ ყველს, კარაქს, ნადუღს გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მესაქონლეობა აჭარის მთის სოფლებში …

გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ

ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი. ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა. ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – …

104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს …

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 80 000 ლარი აქვს გაწერილი. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. „ეს ის მთებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ადამიანი გადის. მთებთან მისასვლელი გზების …

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …

ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში

ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი  – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და …

დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე

მახუნცეთში,  საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“  ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა. 156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ …

77 ათას ლარად ქედაში ორ კიბეს შეაკეთებენ

ქედის მერია 77 100 ლარს დაბაში არსებული ორი კიბის რეკონსტრუქციაზე დახარჯავს. 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების დამაკავშირებელი კიბის რეკონსტრუქციისთვის მერიას  – 43 560 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული კიბის შესაკეთებლად 30 636 ლარი აქვს გაწერილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერია პირველ ეტაპზე დაბაში არსებულ იმ კიბეებს გამართავს, რომლებიც სასწრაფოდ შესაკეთებელია. კიბის შესაკეთებლად ქედის მერიის მიერ …

Exit mobile version