ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს – კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი ჩამარხა | VIDEO

„შოვის ტრაგედია რომ მოხდა, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი ხის სახლი 150 წლისაა და კრაჭუნობს, ყველა გაკრაჭუნებაზე გავრბოდი გარეთ, გამოვვარდებოდი გარეთ, არაფერი, შევიდოდი უკან, მერე კიდევ ისე,“- თავის ემოციას გვიზიარებს ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გია ხალვაში და თან ფერდობს მივუყვებით ტყის პირას, ხის ძველი სახლისკენ, სადაც ცხოვრება საშიში გახდა. ქედის სოფელი კოკოტაური ის სოფელია, სადაც 2023 …

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …

„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან

„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ …

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა. ამჯერად კმდს-მ თანხა …

მთა კვესაურში მემთეურებს შუქი არ მიეწოდებათ – „გამქრალია წყლის მილებიც“

მთა კვესაურზე, საზაფხულო იალაღებზე მყოფ ოჯახებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ერთ-ერთმა მოიალაღემ, ოთარ ზაქარაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტრობოძების უმეტესობა წაქცეული და დაზიანებულია. „40 ელექტრობოძიდან 10-15 დაზიანებული იყო. რაღაც ნაწილი გამართეს, მაგრამ ნაწილი შუახევის მერიას ეკუთვნის და მათ უნდა აღადგინონ, თუმცა ჯერ პრობლემა არ მოუგვარებიათ.“ მისი თქმით, 27 წელია ის ზაფხულობით კვესაურზე დადის და ამ ხნის მანძილზე …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის. „დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი …

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს. რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა. ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ …

83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“. „ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. …

მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დასრულდა, არ შედგა. ეს ტენდერი 370 500 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, იმსჯელა თუ არა სატენდერო კომისიამ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა ტენდერი და …

ძენწმანის, ზვარეს და გულების მეჩეთები – დასანგრევად განწირულ ძეგლების ამბავი ქედაში | ფოტო

“ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა”, – ასე ჰქვია „ბათუმელებში“ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოქვეყნებიდან მალევე ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მომწერა თბილისიდან: „ძალიან განვიცდი აჭარაში ამ ძეგლების სიკვდილს რომ ვაკვირდებიო“. სტატიიდან მალევე არამუსლიმები, მუსლიმები, თუ ათეისტები უახლოეს უქმე დღეს წავედით ბათუმიდან ქედაში, ზვარეს მეჩეთისა და სხვა ძეგლების მოსანახულებლად. მზიანი დღე …

ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

დაბა ქედაში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 7 მილიონ 80 ათასი ლარით გამოაცხადა. სოციალური სახლი ქედაში, თამარ მეფის ქუჩა N9-ში უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მითითებულ მისამართზე დააპროექტოს შენობა, შეადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყებს მშენებლობას. ამ ყველაფრისთვის კი, ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე [2 წელი ექნება]. სამუშაოები ტერიტორიის შესწავლას, …

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა. ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – …

86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა – კვლევა

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ”. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. გამოკითხულთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს, თუმცა გამოკითხულთა 6%-ს მიაჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს …

ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა

„ისეთი უნიკალურია, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, ახლა კი, ფეხაკრეფით უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე,“ – ამბობს დავით ფალავანდიშვილი და თითქმის ორი საუკუნის მეჩეთის ფერადი ჩუქურთმებით მოხატულ კარს ფრთხილად გვიღებს. ქედაში, სოფელ ზვარეში, უძველესი მეჩეთი ინგრევა. ხელისუფლებას 1834 წელს აგებული მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებია, მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მიმართვების და ბრძოლის შემდეგ გადაუხარავს კიდეც, თუმცა რესტავრაციისა …

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია. სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, …

შეზღუდვები ქედა-ხულო-გოდერძის გზაზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 [ქედა-ხულო] მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია [20 თებერვლის 16:00 საათიდან]. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე …

„მესამე პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – საპროტესტო აქცია ქედაში

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, 15 თებერვალს, ქედაში გაიმართა. აქციის მონაწილეები დაბა ქედის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რომ სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოხერხდეს. „ახალი ადამიანები გვიერთდებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც არიან, მაგრამ მოდიან, რადგან ხედავენ, რომ მიგვაქანებენ რუსეთისკენ,“ – გვიყვება რამინ ბერიძე, ენმ-ს ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, – „შევდივართ …

ხელვაჩაურის „დაუსრულებელ“ საცობში დაკარგული საათები – სტუდენტები ქედიდან

სტუდენტები – მარიამ დვალიძე და ირმა მელაძე ბათუმში თითქმის ყოველდღე ქედიდან დადიან. ისინი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და როგორც ამბობენ, ადრე თუ გზაში 30-40 წუთი სჭირდებოდათ, ახლა ქედის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე საათს უნდებიან. ამის მთავარ მიზეზად ისინი ხელვაჩაურში „დაუსრულებელ“ საცობებს ასახელებენ. „ხშირად მგზავრობისას ფიზიკურ ტკივილში გადამდის ხერხემლის ტკივილი. დაღლილობის შედეგად მტკივა …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა. „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ …

თხილის ჯოხებით ქსოვის ოსტატი ქედიდან

55 წლის გენადი სურმანიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში ცხოვრობს და ბავშვობიდან გოდრებს, კალათებს, ხილის საკრეფს, მცირე ზომის სუვენირებსა და სხვა ნივთებს ქსოვს ველური თხილის ჯოხებისგან. გენადის თქმით, თხილის ჯოხებისგან ამა თუ იმ ნივთის მოქსოვა ბავშვობაში მამისა და ბაბუისგან ისწავლა. პირველად დამოუკიდებლად გოდორი 15 წლისამ მოქსოვა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია „ხესთან ურთიერთობა“. მისი თქმით, ახლა ამ …

ავარია ქედაში: დაიღუპა 2 ადამიანი, 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო ავტომანქანა და მიკროავტობუსი, რომელიც ტურისტების გადაყვანაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე დაღუპული სრულწლოვანია და უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი ბრიგადა მუშაობდა – სამი დაშავებული ზედაპირული ტრამვით კლინიკებში BMC-ში და „მედალაფაში“ გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ორ დაშავებულ ექიმებმა …

11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …

ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ობიექტებია: „თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური: შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა …

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო. რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. …

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …

„ხიდი დაგვრჩა ჰაერში“ – ქედაში ამბობენ, რომ ინერტული მასალის ამოღებამ ხიდს საფრთხე შეუქმნა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში (ბელტური), დუმბაძეების დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დაახლოებით სამი წლის წინ ააშენეს, რაზეც ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვეუბნება, ხიდი დაზიანების საფრთხის წინაშეა ინერტული მასალების ამოღების გამო. „რამდენიმე წელია ხიდის ირგვლივ ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს, თავიდან ხიმინჯები დაფარული იყო წყლით და ინერტული მასალაც ამაგრებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც …

„საწვავი არ უნდა, დღეში 5 ლარი სჭირდება“ – როგორ მუშაობს ქედაში ელექტრო-მიკროავტობუსი

„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს. ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული …

იაპონიის საელჩომ ქედას აჩუქა ეკო-მოკროავტობუსი, რომელიც დაბაში უფასოდ ივლის

ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი. ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას, 25 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდა. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარია. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. …

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა – განვითარებული სოფლებისთვის ქედაში

ქედის მერია, სოფლის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის მექანიზმში ჩართვის მიზნით, თითქმის ორი წელია ახორციელებს სპეციალურ პროგრამას „მონაწილეობითი ბიუჯეტი“. პროგრამა ადგილობრივებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც სოფელსა და მოსახლეობას სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მერიას წერილობით წარუდგინოს იდეა. საპროექტო იდეის დაწერის უფლება კი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 14 წლის ასაკიდან. 14 წლის, მეცხრეკლასელი …

21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის. ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა  ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში. ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი …

კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა

ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა. თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის. ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. …

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ქედაში 40+ ასაკის პირებისთვის

ხვალ, 6 მაისს, ქედაში, სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში, ოფთალმოლოგები: ეკა გვარიშვილი და ლიკა მელიქაძე უფასო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ. აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქედაში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება. აქციის ორგანიზატორია კლინიკა „საგიტარიუსი“. კლინიკის ცნობით, უფასო გამოკვლევები ქედაში ჩატარდება უახლესი აპარატურით. მოქალაქეების მიღება სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში დილის 10 საათზე დაიწყება.

Exit mobile version