აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მრავალფუნქციურ მოტობლოკებს ტენდერში გამარჯვებული ფირმები „D&S CROUP “-ი და „აგროინვესტსერვისი“ იტალიიდან შემოიტანენ.
ბათუმელები
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მრავალფუნქციურ მოტობლოკებს ტენდერში გამარჯვებული ფირმები „D&S CROUP “-ი და „აგროინვესტსერვისი“ იტალიიდან შემოიტანენ.
მერისის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მოყვარე” რამდენიმე წელია დაფინანსების გარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლს სახელმწიფო სერტიფიკატიც აქვს და სპეციალისტები მისი რეპერტუარითაც ინტერესდებიან, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ანსამბლის წევრებისთვის ხელფასი ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.
როგორ ემზადება თვითმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მაღალმთიან აჭარაში, რა კრიტერიუმით არჩევენ საპარლამენტო პარტიები კანდიდატებს და როგორ დაკომპლექტდება პროპორციული თუ მაჟორიტარული სიები – ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ შეეცადა.
ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ბიუჯეტისგან 4 მილიონი ლარით გაზრდილია – დამტკიცებული ბიუჯეტი ამ ეტაპზე 9 331 800 ლარია, აქედან 4 559 000 ლარი ქედაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ შეძენილ კანფეტების ნაწილს დღემდე გამგეობის შენობაში ინახავს.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში 80 წლის პედაგოგს, აკაკი ბერიძეს ბოსლიდან ძროხა და დეკეული მოპარეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. 50-მილიონიანი ფონდიდან მაღალმთიანი აჭარის – ქედის, ხულოსა და შუახევის – მუნიციპალიტეტები პროგრამის განხორციელებისთვის 2 083 553 ლარით დაფინანსდა.
ქედის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 2012-2013 წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
„ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში პარტიის აქტივისტებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა ერთიანი გუნდის შესაძლო გაყოფაზე ისაუბრეს და პარტიის მდივანს, კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის მუშაობას სამომავლოდაც გაუძღვეს.
დღეს ქედის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო მარათონი, რომელიც საქველმოქმედო საზოგადოება „თერჯოლის იმედის სახლის“ თხოვნით ქედის კულტურის ცენტრი მართავს, საათნახევარს გაგრძელდება და შემოსული თანხა სატელევიზიო პროექტ „იმედის გმირის“ გამარჯვებული ქალბატონის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.
<!** Image 1 align="left" width="360" height="510" >
ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში საქართველოს სახელით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და „ფოლკლორულ ინსტრუმენტალური ბენდი“ წარსდგება.
<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >
საახალწლო ღონისძიებებზე აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი თანხა ქედის მუნიციპალიტეტმა გახარჯა, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხის მოსაწყობად, საშობაო კონცერტის ინვენტარისა და 10 თემის ადმინისტრაციული შენობებისთვის ნაძვისხეების შესაძენად 12 800 ლარი გათვალა და ტენდერი აღნიშნულ თანხაზე გამოაცხადა.
დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტში ქედის გამგებლისა და ქედის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის ტესტირება გაიმართა. მათ შორის ქედის გამგებლის თანამდებობაზეც. ტესტირებაში 54 მსურველი მონაწილეობდა.
დღეს , 6 ნოემბერს ქედაში სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ აღნიშნეს. ქედის ყველა თემისა და სოფლის მოსახლეობამ საკუთარი კუთხე ხალხური რეწვის ნამუშევრებით, ტრადიციული კერძებითა და ხილ-ბოსტნეულით წარმოადგინა.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ქედაში რიგ საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, სკოლის შენობაში გახსნილი ზოგიერთი საარჩევნო უბანი მუშაობას სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყებს.
მიმდინარე წელს ქედაში 450 ტონამდე ყურძნის მიღებას გეგმავს შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წელს ქედაში ყურძნის რეალიზების პრობლემა არ იქნება.
ქედის საკრებულოში სხდომა, რომელზეც ქედის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ახალი გამგებლის ვინაობა გაირკვეს, დღეს, საღამოს 5 საათზე მეცხრედ ჩაიშალა.
ქედაში საკრებულოს სხდომა, სადაც მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხსა და ახალი გამგებლის ვინაობაზე უნდა ემსჯელათ, არშემდგარი კვორუმის გამო ხუთჯერ ჩაიშალა. სანამ ქედის საკრებულოს წევრები მომავალი გამგებლის ვინაობას განიხილავდნენ, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქციას მართავდნენ და თავიანთ კანდიდატს სთავაზობდნენ საკრებულოს. ქედა მეხუთე მუნიციპალიტეტია აჭარაში, სადაც გამგებელი შეიცვლება.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა, თუმცა საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის განცხადებით გამგებლის თანამდებობას ქედაში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული პირი დაიკავებს.
ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბურჯი ინ-ვესტი“ ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება „კემისი“ იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმე-ლი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშე-ნებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარე-ბის შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტო-რის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი „კემი-სის“ ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარ-მეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგა-რეთ გეგმავენ:
„სავარაუდოდ, ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარ-ზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარ-გარეთიდან შემოგვაქვს“, – ამბობს საწარმოს დირექტორი.
მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნ-ველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 0,5 ლიტრისა კი – 45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პო-ლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.
„ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშ-ნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსე-ბობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე
მეტყველებს“, – ამბობს ლევან ძნელაძე.
საწარმო ქაზიმ ბალაძეს, ლევან ძნელაძესა და ანზორ მალაყმაძეს ეკუთვნით.
ქედის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის დეპუტატის, ელგუჯა ნაკაშიძის განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომის ოქმებს აყალბებს. ამის თაობაზე დეპუტატმა 24 ივნისს საკრებულოს ხდომის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, რომ 2012 წლის 3 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის ოქმი გაყალბებულია.
„3 ოქტომბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ვაჟა ბოლქვაძის კანდიდატურას იხილავდა. აღნიშნულ სხდომაზე მე, როგორც ფრაქცია „ქედას“ თავმჯდომარემ, მოვითხოვე საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიმაჩნია, რომ საკონკურსო შერჩევის გარეშე გამგებლის დანიშვნა უკანონობაა. როცა საკითხის მოხსნაზე უარი მივიღე, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის თანამდებობაზე წარვადგინე ალტერნატიული კანდიდატი, საკრებულოს წევრი ასლან შაქარაძე. ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც პროტესტის ნიშნად მე და ასლან შაქარაძემ სხდომა დავტოვეთ. ჩემი პოზიცია სხდომამ ოქმში არ შეიტანა, უფრო მეტიც, ჩაწერეს, რომ სხდომას არ ვესწრებოდი. ვერ ვიტყვი, რომ გაპარული შეცდომაა, საქმე გვაქვს დოკუმენტის არასწორად შედგენასთან. სხვა ოქმების გადამოწმებასაც ვაპირებ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ის პრინციპული საკითხები, რაზეც მწვავე განცხადებები მაქვს გაკეთებული, შესაძლოა არ იყოს ასახული ოქმებში“, – აცხადებს ელგუჯა ნაკაშიძე.
„ელგუჯა ნაკაშიძეს არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, რეგისტრაციაგაუვლელი დეპუტატის განცხადების ოქმში შეტანა კი სწორი არ იქნებოდა. ოქმს აქვს გასაჩივრების ვადა, ეს ვადა კი გასულია“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე.
აღრიცხვის ჟურნალში 3 ოქტომბერს ელგუჯა ნაკაშიძის გარდა დეპუტატების – დავით ტაკიძის, ჯამბულ ბერიძის, ასლან შაქარაძისა და როსტომ ბერიძის ხელმოწერებიც არ არის. ოქმის მიხედვით კი სხდომას მხოლოდ როსტომ ბერიძე და ელგუჯა ნაკაშიძე არ ესწრებოდნენ.
3 ოქტომბერს საკრებულომ ქედის გამგებლად ვაჟა ბოლქვაძე დანიშნა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებიმისმიერ დროს გაეცნოს საკრებულოს სხდომის ოქმს და ოქმის გაცნობიდან სამი დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ შენიშვნები საფუძვლიანია, მაშინ მას შესაბამისი ბრძანებით შეაქვს ცვლილებები სხდომის ოქმში, ხოლო თუ შენიშვნებს არ იზიარებს, მაშინ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.
იურისტის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ოქმში შეტანილია ყალბი ინფორმაცია, მაშინ სახეზე გვექნება სამსახურებრივი სიყალბე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით არის დასჯად ქმედება, მაგრამ უნდა დადგინდეს არასწორი ინფორმაციის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში რითი არის განპირობებული, ეს არის ტექნიკური ხასიათის შეცდომა (ხარვეზი), თუ აღნიშნული ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.
გიორგი ხიმშიაშვილი: „თუ გამოძიების ეტაპზე დადგინდება, რომ ტექნიკურმა შეცდომამ (ან გაუფრთხილებლობამ) განაპირობა სხდომის ოქმში არასწორი ინფორმაციის შეტანა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე (შენიშვნა, გაფრთხილება და ა.შ), ხოლო თუ გამოირკვევა, რომ შეცდომა ემსახურებოდა სხვა მიზანს, მაშინ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.
ქედის კულტურის ცენტრი ფესტივალს ,,კავკასია 2013″-ს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ოთხი ქვეყნის: რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საბავშვო ფოლკლორულ, ქორეოგრაფიული ანსამბლები ეროვნულ ცეკვებს შეასრულებენ.
ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა.
<!** Image 1 align="middle" alt="დაზიანებული კორტები ქედაში" width="400" height="480" >
ეკა ბარამიძე
ქედაში 20 დღის განმავლობაში შვიდი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ფაქტებს ქედის პოლიციის სამმართველო იძიებს.
ქოსოფელი ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე პატარა სოფელია. აქ 27 კომლი, სულ 83 ადამიანი ცხოვრობს. მთავარ პრობლემად ამ სოფელში უმუშევრობას ასახელებენ. მოსახლეობა მოახლოებულ არჩევნებს იმედისთვალით უყურებს და ცვლილებების მოლოდინშია.