რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

დღეს, 4 ივლისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

ქედის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება

ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი. კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ქედის ჰოსპიტალი. ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

მეწყერი ისევ განმეორდება – ქედის მერი

ქედაში, მახუნცეთის დასაწყისში, დელტურსა და რესტორან „ჭადრებს“ შორის გზის მონაკვეთზე,  მეწყერი ისევ ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა, აღნიშნული მონაკვეთი ისევ რჩება რისკის ზონად. რადგან, როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კლდის ფენის ჩამოშლა კვლავ მოსალოდნელია. „გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს რომლის მიხედვით,  მეწყრულ ზონაში ქვების სამი ფენაა განლაგებული. ერთი ნაწილი უკვე …

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი მეწყერმა ჩაკეტა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [10:00 სთ] ჩაკეტილია. გზაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, დღეს, 10 მაისს, მეწყერი ჩამოწვა. გზა ხეებითა და ლოდებითაა ჩახერგილი. „მეწყერი დიდია, კლდეა ჩამოშლილი და მაგისტრალის გასაწმენდად შესაძლოა აფეთქება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ტექნიკა მუშაობს შემოვლითი გზის მოსაწყობად. შემოვლითი გზა დაიწყება ქვედა მახუნცეთის ხიდიდან და უნდა ჩამოვიდეს ახალ ხიდამდე. ესეც დროებით და გადაუდებელი …

ქედის სოფლებში მცხოვრებთ მერიის ავტომანქანებით მოემსახურებიან

ქედის მერია მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს. “საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული. ბოლო დღეებში ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით. თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, არ გაქვთ პირადი ავტომობილი და გსურთ …

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოსა და შუახევს, შეფერხებაა ქედაშიც

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. ხულოში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. რა დრო დასჭირდება დაზიანების გამოსწორებას, უცნობია. „როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, უმოკლეს დროში აღადგენენ ელექტროენერგიას” – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე. …

მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა

ქედის სოფელ მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ წუთებში ჩახერგილია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 9:00 საათზე შევიდა. „ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ამ წუთებში [9:40სთ.] ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გზის გაწმენდა,“ – გვითხრეს მერიაში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 თებერვალს, „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის …

ქედა-ხულოს მიმართულებით საავტომობილო გადაადგილებაში შეზღუდვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გადაადგილების კუთხით შეზღუდვაა ქედა-ხულოს მიმართულებით და მოძრაობა რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 60-80 სმ-მდეა, მაღალ სოფლებში კი – 1.5 მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოშიც. ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი. ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – …

ქედაში გზაზე ორი მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 4 თებერვალს, მეწყერი ჩამოწვა ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მახუნცეთის მონაკვეთზე, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული. ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად უკვე აღდგენილია. დღეს ქედაში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა სოფელ აბუქეთაში, საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით, მეწყერი საგზაო დეპარტამენტმა გაწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ქედაში დღეს დილიდან თოვლ-ჭყაპია, ამჟამად კი ინტენსიურად თოვს.

თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

დღეს, 24 იანვარს, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს. ქედის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, შუა ზონაში – 50 სმ, ხოლო მაღლობში – 80 სმ. ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ქედაში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შედგა, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო. ამ დროისათვის ქედაში ელექტროენერგია არ …

„სკოლა გვაკლია“ – რას ითხოვდნენ ქედელები XIX საუკუნის ბოლოს

სოფ. ქედა, ქვედა აჭარა – „აგერ ოცი წელიწადი სრულდება, რაც რუსეთმა აიღო ეს მხარე და დღემდის ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი რა არის და იმასაც ვერ ვეღირსეთ, არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. სხვა სოფლებში არათუ პირველ დაწყებითი, ორკლასიანი სასწავლებლებიც კი დააარსეს და აარსებენ. არის ბათუმში სამოქალაქო და ქართული სასწავლებლები, მაგრამ აქაურ მცხოვრებათათვის გამოუსადეგარია, რადგან ბათუმი ქედაზედ …

ქედაში საცხოვრებელი სახლი ლოდის დაცემისგან ხემ გადაარჩინა [ფოტო]

ქედის მერიის ცნობით, ქედაში, სოფელ ზვარეში ჩამოწოლილი ლოდი მუხის ხემ შეაჩერა და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანებას საფრთხეს აარიდა. შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ქედის საგანგებო სამსახურის სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში …

რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ოქროს საბადოს მოპოვების ლიცენზიას დღეს არც ერთი კომპანია არ ფლობს. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბადო არ არის ლიცენზირებული, 2007 წელს გაცემული ლიცენზია კი, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა, გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა. წინასწარი პროგნოზით, მერისში 800 კილოგრამზე მეტი ოქროსა და 18 ტონამდე ვერცხლის მოპოვებაა შესაძლებელი. მერისის …

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები. იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა. საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო …

რას თხრიან სოფელ დოლოგანში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი], მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კეთდება კარიერთან მისასვლელი გზა, სადაც ფიზიკურმა პირმა, ლევან ხოზრევანიძემ, 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ლევან ხოზრევანიძეს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია. „აჭარის ფინანსთა და …

ქედაში ღვინის ფესტივალი გაიმართება – გამოვლინდება ქედის საუკეთესო ღვინოები

2019 წლის 7 ივლისს, დღის 16 საათიდან, მახუნცეთში, რესტორან „ჭადრების“ მიმდებარე ტირიტორიაზე, ქედის ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ქედელი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მეღვინეები საკუთარი წარმოების ღვინოს წარმოადგენენ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე, გაიმართება კონკურსი ქედელ მეღვინეებს შორის, სადაც გამოვლინდება „საუკეთესო წითელი ღვინო“ – ორი გამარჯვებული ნომინაციაში, „საუკეთესო თეთრი ღვინო“ – ორი გამარჯვებული, …

ქედაში 76 წლის გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა

დღეს, 15 ივნისს, ქედაში, სოფელ გობრონეთში,  გერმანიის მოქალაქე,  76 წლის ჰანს რეინჰარდი, ველოსიპედით სეირნობისას გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

ქალები მარწყვის ბაღიდან

გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ნანული, შუშანა, მაია და ნანი გობრონეთში ცხოვრობენ. წლებია მარწყვის ბაღებს …

მოქალაქეების თხოვნა ჟურნალისტებს: აკონტროლეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი

ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა აჭარის  ტელევიზიისა და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში არსებული პრობლემები და  მოსაზრებები გააცნეს. ადგილობრივებმა პრობლემებზე საუბრისას, პირველ  რიგში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ხარისხი გამოყვეს. მაგალითისთვის მათ გზის მოწესრიგება დაასახელეს. მათ  მედიის  წარმომადგენლებს სთხოვეს, მეტად ადევნონ  თვალი ამ პროცესს – რამდენად  …

ქედაში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

დაბა ქედაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს, 19 მაისს, ხანძარი გაჩნდა. ქედის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით დაიწვა სულიკო სურმანიძის საცხოვრებელი ბინა: „მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობენ. ჯერ კიდევ არის დაკვამლიანება“. სახანძროს ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ დაუდგენელია.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ …

„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი. მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან. ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.  

ქედის მერია გოგებაშვილის ქუჩისა და წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩის, ასევე, დაბის შესასვლელში არსებული წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოებისთვის მერიას 50 623 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერის პირობების მიხედვით, ქედაში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, 42 694 ლარია საჭირო, ხოლო ქედის შესასვლელში არსებული დაზიანებული წრიულის რეაბილიტაციისთვის – 7 929 ლარი. პროექტით, გოგებაშვილის ქუჩაზე, სოციალური სახლის მარცხენა მხარეს მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილა; ქუჩის დასაწყისში არსებულ …

ისტორიული და მივიწყებული „მეიდან ოდა“ ქედაში

ისტორიულ „მეიდან ოდაში“ სპეციალისტები და ისტორიკოსები ისევ არ გამოჩენილან. ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მდებარე ისტორიული სახლებისა და სტუმარმასპინძლობის აჭარული ტრადიციის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა. „მეიდან ოდა“ მალხაზ ვერძაძის სახლის ეზოშია. „ყოველდღიურად ნადგურდება, ხანდახან ავდივარ და ვნახულობ,“ – წუხილით გვითხრა მან, როცა ჭიშკართან შემოგვეგება. „მეიდან ოდას“ ძველად აჭარაში სასტუმრო ოთახს ეძახდნენ. ზუნდაგა ისტორიულ საქარავნე გზაზე მდებარეობდა. …

ცხოვრება სახლში, რომელიც 200 წლისაა

„ოთხი ბინა რომ მომცეთ ოთხოთახიანი, ვერ გაგიცვლით ამ სახლში, არ მინდა,“ – ამბობს მზევინარ ჯაბნიძე. იგი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს ხით და ქვით ნაშენ სახლში, რომელიც, მისი თქმით, სულ ცოტა ორი საუკუნის წინ ლაზებმა ააშენეს. მან სახლთან მისვლამდე შეგვნიშნა, როცა სოფლის ძველი მეჩეთიდან მისი სახლის გზაზე შევუხვიეთ, ბოსტანში საქმე მიატოვა, ეზოს კიდეში გაჩერდა და ხელი …

სახლი ეკომიგრანტებისთვის პირველ მაისში – ქედის მერია მეორე წელია მშენებელ კომპანიას ეძებს

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა.  სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული. ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. …

თოვლიანი გაზაფხული ქედაში [ფოტო]

მარტის ბოლოს აჭარის მთიანეთში პერიოდულად ისევ თოვს. ეს ფოტოები ქედაში, სოფელ გობრონეთშია გადაღებული 30 მარტს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვა მოსალოდნელია უახლოეს დღეებშიც.

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე: ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ; შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი. ფინანსთა …

თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო. სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:

„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში

დღეს, 14 თებერვალს, ,,აჭარულ ღვინის სახლში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ღვინის ეტიკეტები იყო წარმოდგენილი. „უძველესი ღვინის ეტიკეტი, რომელიც 1907 წლითაა დათარიღებული და ჩვენთან ინახება, არის „დანელია და კომპანიას“ მიერ გამოშვებული“, – ამბობს აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე. მისივე თქმით, ამ ეტიკეტებიდან ირკვევა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ მანამდე აკრავდნენ ღვინოს …

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …

Exit mobile version